• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გავლენას იქონიებს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე?- TCRC–ის მიმოხილვა

ალია ავტორი - ალია
14:47 03-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
632

რა გავლენას იქონიებს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე- სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC)  მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ახლახანს ევროკავშირმა მე 16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ – ნოვოროსიისკის ნავსადგურს. დამატებით სანქციები შეეხო ნავთობის გადაზიდვებით დაკავებულ 74 ტანკერს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მოქმედი სანქციები არ აღმოჩნდა ეფექტური, უფრო მეტიც 2024 წელს ნოვოროსიისკის ნავსადგურმა, ბოლო წლების ტვირთბრუნვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

რა გავლენას იქონიებს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე? ამ საკითხთან დაკავშირებით „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ გთავაზობთ საკუთარ ანალიტიკას.

ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან განსხვავებთ, პირიქით ცდილობს რუსეთის მიმართ გაამკაცროს სასანქციო პოლიტიკა.

უფრო მეტიც, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ევროკავშირმა ძალაში შეიყვანა სანქიების მე 16 პაკეტი, რომელიც მიმართულია რუსეთის მსხვილი ნავსადგურების საქმიანობის შეზღუდვისკენ.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ტრანზაქციების სრული აგკრძალვა წესდება რუსეთის რიგი ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართ, კერძოდ „შავ სიაში“ მოხვდნენ – ბალტიის ზღვაზე პრიმორსკის და უსლტ – ლუგას, კასპიის ზღვაზე ასტრახანის და  მახაჩკალის ნავსადგურები, გარდა ამისა დასანქცირებულია შავ ზღვაზე რუსეთის ყველაზე მსხვილი ნოვოროსიისკის ნავსადგური.

ხუთივე ნავსადგური ნავთობის გადაზიდვებზეა ორიენტირებული, თავიდანვე ნათელია ევროკავშირის განზრახვა „ჩრდილოვანი“ ნავთობის გადაზიდვების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, მოქმედი სანცქიების პირობებში ჯამურად რუსეთის ნავსადგურების ტვირთბრუნვამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს – 886.3 მლნ ტონას (იხ. დიაგრამა).

 

2024 წელს – ნოვოროსიისკის ნავსადგურმა  მიაღწია ტვირთბრუნვის პიკურ მოცულობას – 164.8 მლნ ტონას, ისევე როგორ რუსეთის მეორე უმსხვილესმა სანავთობო ნავსადგურმა უსტ – ლუგამ  – 135 მლნ ტონა (იხ. დაიაგრამა).

 

 

წარმოდგენილი მცირე ანალიზიც საკმარისია, რომ დავასკვნად –  რუსეთის ორ ყველაზე მსხვილ ნავასდგურში ტვირთბრუნვის ზრდის პირობებში, რა სირთულეს წარმოადგენს ევროკავშირის სანქიების რეალური ამოქმედება.

აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკის ნავსადგური რომელიც 80 % ით ყაზახური ნედლი ნავთობით ივსება და მსოფლიოს ბაზრებს ნავთობით ამარაგებს, ამასთან ნავსადგურთან დაკავშირებულ კასპიის მილსადენის კონსორციუმის აქციონერები რუსეთის და ყაზახეთის გარდა მსოფლიოს უმსხვილესი  საერთაშორისო კომპანიები (Chevron (აშშ) – 15%, Mobil (აშშ) – 7.5%, გარდა ამისა სახელმწიფო აქციების 7% ს ფლობს ომანი)  არიან – რთულად წარმოსადგენია ირიბად მოხდეს ნოვოროსიისკის ნავსადგურის  ფუნციონირების შეფერხება.

ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, რუსეთის პრესაში დომინირებს მოსაზრება, რომ „ევროკავშირს საკუთარი სანქციების არ სჯერავს“ და მხოლოდ ძალის დემონსტრირების მიზნით აწესებს სანქციებს.

სანქციების ამოქმედების რა ბერკეტებს მიმართავს ევროკავშირი?

ევროკავშირის მიერ დამტკციცებული სანქციების დაწესების ძირითად წინაპირობას, შეზღუდვების გვერდის ავლით, რუსეთის საზღვაო ნავსადგურების აკვატორიის სამხედრო ტექნიკის გადასადგილებლად გამოყენება წარმოადგენს.

რეალურად ძირითად მიზნად, ნავთობის ფასების ჭერის დაწესების, ე.წ.  (price cap)  შეზღუდვაა ნავარაუდევი.

სავარაუდოდ ევროკავშირი ამით არ შეჩერდება და შემდგომშიც გაზრდის  სანქიებით ზეწოლას.  კერძოდ,  ბალტიის ზღვის ირგვლივ განლაგებული ევროპული ქვეყნები იურიდიული სამხილის მოტივით, თითქოს ხდება რუსული ნავთობის გადაზიდვა, მასიურად დაიწყებენ  ნავთობით დატვირთული ტანკერების დაპატიმრებას. რაც კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას.

გარდა ამისა, ბრიუსელი შეეცდება ჩამოაყალიბოს „საიმედო“ საზღვაო სადაზღვევო კომპანიების სია და თუ რომელიმე რუსეთის გემი არ იქნება დაზღვეული ამ სიაში შემავალ სადაზღვევო კომპანიებში, ევროკავშირი უფლებას დაიტოვებს დააპატიმროს ასეთი გემი.

ევროკავშირი რამდენჯერმე იძულებული იყო ეღიარებინა, რომ წინა სანქიები შეეზღუდათ საზღვაო მარშრუტებით რესეთის ნავთობის ექსპორტი „ზომიერად ეფექტური“ აღმოჩნდა და ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, რაც გამოიხატებოდა რუსეთის მიერ სამხედრო ხარჯების შეკვეცაში. ამ თვალსაზრით სანქციების მე 16 პაკეტის ამოქმედებით ევროკავშირი ფაქტიურად ახალ „ფსონს“ დებს.

ევროკავშირის ვარაუდით, ბალტიის ზღვის რუსეთის უსტ – ლუგის და პრიმორსკის ნავსადგურებიდან მსოფლიო საზღვაო სივრცეში თავისუფალი ნაოსნობის შეზღუდვის მუქარა, რუსეთის მიერ სერიოზულად იქნება  აღქმული, რადგანაც  Bloomberg ის შეფასებით, ნავთობნაკადის ჯამურმა  ღირებულებამ რომელიც ამ მარშრუტით ხვდება მსოფლიოს მსხვილ ნავსადგურებში, 2024 წელს   60 მილიარდ დოლარს, ანუ რუსეთის საერთო ექსპორტის 40 % ს მიაღწია.

რუსეთმა ასეთი ქმედების საპასუხოდ ცალსახად განაცხადა, რომ მისი გემებისთვის ნაოსნობის ნებისმიერი შეზღუდვა, მის მიერ აღქმული იქნება როგორც გემებზე თავდასხმა და  პასუხად მოჰყვება რადიკალური ზომები.

დასკვის სახით – ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქიების მე 16 პაკეტის აღსრულება მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, ამასთან  გაურკვეველია როგორი იქნება რუსეთის საპასუხო ქმედებები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved