• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დრო არ ითმენს, ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:33 03-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,757
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
მოკლედ რომ გავაანალიზოთ ყველაფერი ის, რაც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მოხდა, აღმოვაჩენთ რომ ყველაფერი მწყობრი ლოგიკის მიხედვით განვითარდა და ვითარდება, გარდა ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტის გაუთვლელი და მოულოდნელი ემოციურობისა. დანარჩენი ყველა ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო თავიანთი ფსიქოტიპების შესაბამისად და სიტუაციაც ზუსტად ისე ვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო.
კერძოდ:
ამერიკა – პრეზიდენტს ესმის, რომ ომიდან უკრაინის წაგებით გამოსვლა მისი პირადი ფიასკო იქნება; ამიტომ ემოციები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი შანსი მისცა. დაუფასა უკრაინელებს სწრაფი მონანიება.
რუსეთი – რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ზავი ამჟამინდელი სტატუს კვოთი მისთვის წაგებას ნიშნავს, ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, გააგრძელებს ომს მანამ, სანამ ძალიან მწარედ არ მოხვდება ცხვირში. მოხვედრით კი აუცილებლად მოხვდება. პუტინმა უკვე შეურაცხყო ტრამპი.
უკრაინა – სწრაფად დააცხრეს აღელვებული პრეზიდენტის ვნებები და სათანადოდ ჩაცმულ-დახურულები, მშვიდად დაელაპარაკნენ ამერიკელებს. მათ წინასწარ და ლოგიკურად იციან, რომ პუტინს მშვიდობა არ აწყობს და შესაბამისად, მშვიდად დაეთანხმნენ ამერიკელების ყველა წინადადებას. ჯილდოდ მიიღეს დახმარების აღდგენა და სრული ლოიალობა.
ევროკავშირი – ჯერჯერობით ისევ თათბირობს. ეს იმხელა და ისეთი მოუხეშავი ბიუროკრატიული აპარატია, წლები დასჭირდება რაიმეს არსებითად შესაცვლელად. გერმანია და საფრანგეთი იოლად ვერ მიიღებენ თავიანთი მოსახლეობისათვის ცხოვრების გასაძვირებელ გადაწყვეტილებებს; არადა საჭიროა.
დიდი ბრიტანეთი – ერთ ადგილას უნდა ჰკოცნიდეს ბორის ჯონსონს, რომელმაც ბრექსიტით იხსნა ევრო-ბიუროკრატიისაგან და ახლა შეუძლიათ დამოუკიდებლად და სწრაფად მიიღონ საჭირო მილიტარისტული გადაწყვეტილებები.
საქართველო – ისევ პრიორიტეტების სიის გარეშე. “ოცნება” უინტელექტოდ, სახედარივით აწვება ბოლომდე. არ ესმის რომ დასავლეთთან კონსენსუსის გარეშე განწირულები არიან და რომ ეს კონსენსუსი ვერ შედგება ოპოზიციასთან პარიტეტული მოლაპარაკების გარეშე, რაც ორმხრივ დათმობებს უნდა გულისხმობდეს.
ვინც “ოცნებას” ამ სახედრულ სიჯიუტეში ხელს უწყობს, რეალურად მათი მტერიცაა და საქართველოსიც.
ოპოზიცია – უნდა ხვდებოდეს რომ საჭიროა დასავლეთელი ავტორიტეტული მედიატორის მოძებნა, რადგან საქართველოში არ არსებობს პიროვნება, რომელიც ივანიშვილს თანაბარი პოზიციიდან დაელაპარაკება. დრო არ ითმენს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია.
ეს მედიატორი აუცილებლად ამერიკელი უნდა იყოს!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved