• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქმრის სიცოცხლე თუ ქვეყანის კეთილდღეობა?” – სასტიკი არჩევანი, რომლის წინაშეც პედაგოგი დააყენეს – უმძიმესი ისტორიის დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:37 11-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,670

კიდევ ერთი პედაგოგხ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებით ემუქრებიან – გარდა შემოსავლის წყაროს დაკარგვისა, მანანა მაისურაძეს ოჯახისთვის ჯანდაცვის პოლისის ჩამორთმევით აშანტაჟებენ.
ქვეყანაში დამყარებული დიქტატურამ რუსული რეჟიმის მსახური არალეგიტიმურნა მთავრობამ ათეულობით პედაგოგი საჯარო სკოლებიდან გაათავისუფლა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ამჯერადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ქვეყნის ევროპული ინტერესების დაცვაა.

დღეს „ალია“ მანანა მაისურაძის ისტორიას გიყვებით.
თეთრიწყაროს რაიონის პედაგოგს, მანანა მაისურაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც პირადი, ფინანსური თუ მერკანტილური მოსაზრებების გამო არასოდეს უღალატია დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებისთვის და რისკების მიუხედავად, ყოველთვის თავისუფლებისთვის იბრძოდა, ამხელდა რაიონში კორუფციონერ ხელისუფლებას.

იგი 2003 წლიდან იბრძვის ევროპული საქართველოს აღმშენებლობისთვის და მოითხოვს პუტინის პირადი პატიმრის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას.

მანანა მაისურაძე არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი, ხან გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ, ხან გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებისას და ხან ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციების აღსრულების მოთხოვნისას. თუმცა, მისი დევნა რუსული კანონის მიღებისას კიდევ უფრო გამძაფრდა და კულმინაციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ მიაღწია. ის განსაკუთრებულად უყვართ თავის რაიონში, რადგან ვისაც ჩაგრავდა ხელისუფლება, ყველას მხარდაჭერას ხმამაღლა უცხადებდა.

ამჯერად, აქტივისტ პედაგოგს სამსახურეობრივი დევნა არ აკმარეს და მისი მეუღლის სამედიცინო დაზღვევის გაუქმებით დაემუქრნენ, არა და, ლევან პეტრიაშვილს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და მისთვის სამედიცინო სერვისის ხელმიუწვდომლობა სიკვდილის განაჩენს ნიშნავს.

ამ თემაზე „ალია“ აქტივისტ პედაგოგს დაუკავშირდა.

ამბობს, რომ დაბნეულია და ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ დააყენებდნენ არჩევანის წინ, უღალატოს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების მთავარ პრინციპს, თუ გარისკოს უკურნებელი სენით დაავადებული ქმრის სიცოცხლე.

გვიყვება, რომ ქმარი ჰყავს გადასარჩენი, პარალელურად კი, არ იცის როგორ შეხედოს თვალებში მოსწავლეებს, რომლებსაც თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას დაპირდა.

„მოგეხსენებათ, არაერთხელ გავმხდარვარ რუსული რეჟიმის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი, მაგრამ ლავირებას რაღაცნაირად ვახერხებდი. ბოლო წლებში, რაც გავრილოვის სისხლიანი ღამე მოგვიწყვეს, ადამიანებს მხედველობა დათვებისთვის განკუთვნილი ტყვიებით დააკარგვინეს, რაც რუსული კანონები შემოიღეს და საერთაშორისო ინსტიტუტებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მტრის სტატუსი მიანიჭეს, განსაკუთრებულად გამკაცრდა არალეგიტიმური ხელისუფლების ზომები. სიცოცხლის მოსპობის მუქარამდეც კი მივიდნენ, მემუქრებიან, რომ ჩემს ქმარს, ლევან პეტრიაშვილს, რომელსაც მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, საყოველთაო ჯანდაცვის პოლისს შეუჩერებენ და მაყურებინებენ, როგორ დაიღუპება მკურნალობის გარეშე. არა და, არ ვიცი, როგორ უნდა დავიხიო უკან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, როგორ უნდა ვეთანამშრომლო საოკუპაციო ძალებს და როგორ ვაღიარო ოკუპირებული ქართული მიწა რუსულად. მედიას ახსოვს, რომ მე ჩემს მოსწავლეებს თავისუფლებას და ევროპულ საქართველოში ცხოვრებას შევპირდი. ვიყავი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დაფუძნების დღიდან და ვრჩები ამ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის ერთგული, რადგან ისტორიაში პირველად მხოლოდ მან მოახერხა პოსტსაბჭოური ორბიტიდან დასავლურ რელსებზე ქვეყნის გადაყვანა. ახლა, რუსული მთავრობა მთავაზობს, რომ არჩევანი დამოუკიდებლობასა და წამალს შორის გავაკეთო, მაგრამ როგორ? ქმრის სიცოცხლით გავრისკო თუ ჩემი წილი სამშობლო რუსეთს ჩავაბარო?! ასეთ გამოუვალ ვითარებაში არასოდეს ვყოფილვარ…

აღარაფერს ვამბობ კონკრეტულად ჩემი მისამართით მუდმივ ზეწოლაზე, ვუძლებდი აქამდე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნად თუ აღარ ვიქნები უკეთესი იქნება, დავისვენებ, თუმცა, ლევანს რა ვუყო, მას ჩემს გარდა მზრუნველი რომ არავინ ჰყავს და მძიმე დაავადების გამო ყოველწუთიერად ვჭირდები. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირიცა და აშშ-ც უმკაცრეს სანქციებს აამოქმედებენ და საზოგადოებას დაეხმარებიან რუსული მარწუხებისგან გათავისუფლებაში, სხვაგვარად ეს ქვეყანა მართლაც რუსებს დარჩებათ და შევწყვეტთ არსებობას თორემ მე ჩემს დაკარგულ სამსახურს არ ვჩივი,“ – ამბობს მანანა მაისურაძე.

ცნობისთვის, სანამ მანანა მაისურაძის მსგავსი პედაგოგები ჩვენს შვილებს სკოლაში ასწავლიან, მათ აღზრდაში წვლილი შეაქვთ, საქართველო მუდამ იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენს თავისუფლებას არასოდეს არავინ არაფრის ფასად არ დათმობს. თუმცა, რა ბედი ელის ღირსეულ პედაგოგს და მის მეუღლეს ძნელი სათქმელია, რადგან ასობით საჯარო მოხელე სამსახურიდან უკვე გათავისუფლდა

თეგები: მანანა მაისურაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved