• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მცალია” – ეთიკის კომისიის წევრი არ ამბობს, ეთიკის რა ნორმა დაარღვიეს სტუდენტებმა

ალია ავტორი - ალია
19:19 03-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
814

პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსი შეუწყდა.

სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, სტატუსის შეწყვეტაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა მიიღო.

მათ აქვთ უფლება, 3 დღის ვადაში რექტორთან გაასაჩივრონ გადაწყვეტილება. რექტორი კი უფლებამოსილია, ერთი თვის ვადაში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისია მუდმივმოქმედია და 7 წევრისგან შედგება.

კომისიის წევრები არიან:

  • გიორგი მარგველაშვილი – რექტორის მოადგილე;
  • გიორგი ფხაკაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
  • გიორგი სიხარულიძე – დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • მერაბ ურუშაძე – კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორი;
  • ქეთევან ტრაპაიძე – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ნათია გოგიჩაიშვილი – იურისტი;
  • თინათინ ასათიანი – სტუდენტური თვითმმართველობა.

კომისიის ერთ–ერთ წევრს, ქეთევან ტრაპაიძეს, გამოცემა პუბლიკა დაუკავშირდა და მედიის ცნობით, კომისიის წევრმა მათთან საუბარში თქვა, რომ არ სცალია და მნიშველოვანი საქმითაა დაკავებული, მან ვერ თქვა, კოდექსის რა ნორმები დაარღვიეს სტუდენტებმა, და კითხვის დასმის გამო, ჟურნალისტი დევნაშიც კი დაადანაშაულა.

პუბლიკას ჟურნალისტი: უნივერსიტეტის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წარმოდგენილი არ იყო სამართლებრივი დასაბუთება – კონკრეტულად, წესდებით განსაზღვრული რომელი ნორმის დარღვევის გამო შეუწყვიტეთ სტატუსი სტუდენტებს?

ქეთი ტრაპაიძე: ეთიკის კოდექსში ჩამოთვლილი ყველა ის ნორმა, რომელიც გახლდათ დარღვეული.

პუბლიკას ჟურნალისტი: რომელი ნორმის დარღვევა დაადასტურეთ თქვენ? ჩამოგვითვალეთ, მაგალითად, რა დაირღვა, რაც შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად…

ქეთი ტრაპაიძე: თქვენ ცდილობთ, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სხვებს სურთ და თან არ მცალია, ვერ გიპასუხებთ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმით ვართ დაკავებული.

პუბლიკას ჟურნალისტი: 10 სტუდენტის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეთ და ეს საქმე მნიშვნელოვანია…

ქეთი ტრაპაიძე: ამას ჟურნალისტიკა არ ჰქვია, ეს არის დევნა და ამაზეც არსებობს სამართლებრივი პასუხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved