• რეკლამა
  • კონტაქტი
16:18, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენს შვილებს დახურულ სივრცეში წამლავდნენ! გოგოები ღიად ტიროდნენ, ბიჭები კი სახეს მალავდნენ” – ნატა მურვანიძე

ალია ავტორი - ალია
17:13 03-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,222
მსახიობი, ნატა მურვანიძე:
გუშინ, თეატრალურის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ თავისი თანატოლების პატიმრობას, რომლებიც სხვანაირები რომ იყვნენ, წესით პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ სოლიდარობას, ან ამაგრებდნენ მათ პოზიციას, სტუდენტებს, რომლებიც 85 დღე, ყინვაში, რადგან გათბობა გამოურთეს, მშივრები, რადგან ზოგ შემთხვევაში მათთვის საკვების მიწოდება იყო პრობლემა, სტუდენტებს, რომლებიც ჩვენი სფეროს მომავალს წარმოადგენენ და სულ რომ რაიმე ეშლებოდეთ, უფროსის თანადგომას იმსახურებენ, დილას სადეზინფექციო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების სუნში გაეღვიძათ. ისინი არაერთგზის გააფრთხილეს, ტყუილს ვერ ვიტყვი, მაგრამ არ ტოვებდნენ ტერიტორიას ზუსტად იმიტომ, რომ ამ მოვლენას წინ სწორედ ის მოვლენები უძღვოდა და იცოდნენ, რომ უკან აღარ შეუშვებნდენ. რომ მოუწევდათ შეგუება უსამართლობასთან!
ბავშვებს გაეღვიძათ საწამლავის სუნში!
დახურულ სივრცეში!!!
მათ მოექცნენ, როგორც პარაზიტებს!!!
ჩვენს შვილებს დახურულ სივრცეში წამლავდნენ!
ამას ეს ქვია და სხვა არაფერი!
ბავშვებს “გაზის კამერაში” წამლავდნენ!
დილიდან განგაში ატყდა, მივედით, მივაწოდეთ წყალი და რძე, სპონტანურად, როცა არ ფიქრობ რას აკეთებ! მხოლოდ მერე გავაცნობიერე:
უნივერსიტეტში, თუნდაც ჩემი “ურჩი” შვილის და მისნაირი “ურჩი“ შვილების, რომლებიც სანდო და საიმედო ხელში უნდა იყვნენ წესით, რადგან სულ ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა ოჯახს მნიშვნელობა არ ექნება ქცევისა და განათლებისთვის, როცა ბავშვი ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში უნდა შედგეს პიროვნებად, სადაც მგონია, რომ ჩემი და ჩემი მეგობრებისნაირები ასწავლიან, რადგან ერთი უნივერსიტეტი გვაქვს დამთავრებული, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად გვეძინოს, დილას რძით ვამარაგებთ, რომ არ მოიწამლონ!
ამის გაცნობიერება ვერ მოვასწარით, რომ პოლიციის პირველი ვიზიტი შედგა, გაფრთხილებით, რომ მეორედ თუ გამოიძახებენ დაჯარიმდებოდნენ. ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ გამოიძახეს! დააჯარიმეს. წავიდნენ. გვეგონა ამით დამთავრდებოდა. გვეგონა ეს საკმარისი იქნებოდა ერთი დღისთვის, ერთი დილისთვის. წამოვედი, 4-ზე ახალი თეატრის “მანიფესტს” მინდოდა გავყოლოდი გორში, მხარდასაჭერად, მანქანით ჩავუარე თეატრალურს და ისევ პოლიციის მანქანა იდგა. ჩემ შვილს დავურეკე, არც იცოდნენ, რომ მესამედ “მიაკითხეს”. არაფერიაო დამამშვიდა და ის–ის იყო ახალ თეატრთან მივედი, რომ შემატყობინეს, რომ მესამე ვიზიტი ტერიტორიის არდატოვების შემთხვევაში პატიმრობით დასრულდებაო!
ერთ დღეში: მოწამლეს, ჯარიმა გამოუწერეს და დაპატიმრებით დაემუქრენ!
სანამ მოვაღწიე თეატრალურთან და სანამ დავბრუნდით, ახალი თეატრის მთელი დასი იქ დამხვდა. სხვა მსახიობებიც. მათი მომავალი კოლეგები. ვიტრინაში შევიხედე და აცრემლებული ბავშვები დავინახე. გოგოები ღიად ტიროდნენ, ბიჭები კი სახეს მალავდნენ. ეს სურათი არასოდეს დამავიწყდება და არასოდეს ვაპატიებ, არასოდეს! არასოდეს! ვინც არ უნდა იყვნენ ეს ბავშვები! როგორებიც არ უნდა იყვნენ, სულ რომ არ ვიცნობდე! სულ რომ შეხება არ მქონდეს! მაინც არ და ვერ ვაპატიებ ამის ჩამდენს!
რა გარანტია ჰქონდათ, რომ ერთი მაინც არ იქნებოდა ბოლომდე “ურჩი”? მგონი პირიქით, ამას ელოდნენ კიდევ! ერთის შემთხვევაში ათივე დარჩებოდა და ათი პატიმარი ეყოლებოდა თეატრალურს. პლუს ათი!
ეს დაშლილი და დანაწევრებული ბავშვები სასწრაფოდ გადავინაწილეთ მანქანებში და გორში წავიყვანეთ, სპონტანურად, რომ მათთვის ბუნებრივი სივრცე, სცენა დაგვეთმო, რომ მათი მანიფესტი გაჟღერებულიყო! რომ მომავალი დაენახათ და პასუხისმგებლობა ეგრძნოთ, რომ ფაქტების პირისპირ არ დარჩენილიყვნენ.
საღამოს უმეტესობას თავი ატკივდა და გულისრევის შეგრძნება ჰქონდა!
მოიწამლენ. მსუბუქად, მაგრამ მოიწამლენ!
გუშინდელი დღე როგორც იქნა დამთავრდა! როგორც იქნა დაიძინეს თავის ლოგინებში. დაუმარცხებლებმა.
დაიძინეს იმ განწყობით, რომ ხვალ ანდროს და ბიჭებს დაუჭერენ მხარს უკვე სასამართლოს ეზოდან.
გაიღვიძეს და ნაწილმა იმეილის სახით შეიტყო, რომ სტუდენტური სტატუსი შეუჩერეს.
ნეტა სიამოვნებას გრძნობდნენ ამ განაჩენის გამოტანის დროს?
არ შეგეშინდეთ, ბავშვებო. დიპლომი მაჩუქეს 10 წლის მერე.
მართლა მაჩუქეს, სიმბოლურად, რადგან უკვე “სტაჟიანი” მსახიობი ვიყავი. არ მქონდა დიპლომი, ასევე ურჩობის გამო, ჩემი პროფესორის ნების საწინააღმდეგო საქციელის გამო. არ შეგეშინდეთ!
ვმუშაობდი თეატრში, მიღებდნენ კინოშიც.
თქვენ მთავარი რამ გაქვთ, ყველაზე დიდი განძიც და ყველაზე საპატიო პროფესიაც!
თქვენ ატარებთ ადამიანის წოდებას, თქვენ ხართ ადამიანები! თქვენ გაგატარეს ცეცხლში და არ დაიღვარეთ, გამოიწრთეთ და ახალი ფორმა მიიღეთ!
“ადამიანი არის ძალისხმევა იყოს ადამიანი.” მამარდაშვილის ეს ერთი წინადადება იტევს სამყაროს, ევოლუციის ფორმულას, ადამიანს და მის სვლას მთავარი მიზნისკენ: იყოს ადამიანი!
გილოცავთ! თქვენ გაიმარჯვეთ!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved