• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

ალია ავტორი - ალია
15:08 03-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

დღეს, 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულაც ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.

გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარგარეთაა – ის 2 მარტს გაიქცა ქვეყნიდან. პროკურატურიის ვერსიით, იგი ამისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.

პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჯერ კიდევ 6 მარტს განაცხადა, რომ ინტერპოლს მიმართეს ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით.

ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა კი განაცხადა, რომ „ინტერპოლის ძებნა არ გულისხმობს გადმოცემას“: „ინტერპოლს ევალება, თუ საზღვართან მიდის ძებნილი, შეაყოვნოს, ცალკე პროცედურაა დააკავებს თუ არა“.

მისი თქმით, „ინტერპოლსაც და ყველა სათანადო სტრუქტურას“ მიაწოდეს და მომავალშიც მიაწვდიან ინფორმაციას, „რომ ბაჩიაშვილი არ უნდა იყოს დაკავებული“.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, – სასამართლო თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილთან დავაში იყო „ინვესტორი“ და არა უბრალოდ დამხმარე პირი სესხის აღებაში.

ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ივანიშვილი „ინვესტორი“ არ ყოფილა, მხოლოდ სესხის აღებაში დაეხმარა მას, გარკვეული თანხა გადაუხადა, ხოლო დამატებით ივანიშვილს თანხა არ ეკუთვნოდა. იგი საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა.

სხვა ბრალდებები

ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:

  1. „საზღვის უკანონო კვეთის“ გამო – მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა იგი დღემდე საზღვარგარეთაა;
  2. „მტკვარი ჰესის“ საქმეზე – ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved