• რეკლამა
  • კონტაქტი
18:59, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მყუდრო და პრაქტიკული – ეზოს დიზაინის ძირითადი რჩევები

ალია ავტორი - ალია
14:02 03-07-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
369

თუ გაქვს ეზო, ეს მასალა ნამდვილად შენთვისაა, თუმცა, თუ არ გაქვს ჯერ ეზო, შენთვის კიდევ მეტადაა, რადგან, დაგეხმარება წარმოიდგინო როგორია შენი ოცნების ეზო.

ეზოს დიზაინი ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, რა უნდა, შემოსასვლელი უნდა გქონდეს, ჩრდილი უნდა გქონდეს სადმე ეზოში, სკამები, მაგიდა და ეგაა.

იგივე წარმატებით, არც სახლის დიზაინია საჭირო, საკმარისია ჰქონდეს შემოსასვლელი, დასაძინებლად კუთხე, მაგიდა და სკამები – რა არა?

მაშ, ეზოს დიზაინი რატომ არაა საჭირო?

ხის დარგვას და მოვლას რა უნდა?, ფიქრობ? არადა, – ხის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, ეზოს რა ნაწილში დარგავ, როგორ ნიადაგში. ხის ჯიშის მიხედვით განისაზღვრება, რა უსაფრთხო მანძილით უნდა დააშორო სახლს.

მე პატარა ეზო მაქვს!

ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ პატარა სახლი უფრო რთული დასალაგებელია, ადგილი ცოტაა და მუდმივად ცდილობ, ყველა ნივთს თავისი ადგილი ისე მიუჩინო, სივრცე არ დააპატარაო. სახლის დიზაინისას არჩევ კედლების და ჭერის ფერებს ისე, რომ მეტი სივრცე გამოაჩინო. ავეჯსაც, უმეტესად, უკვეთავ, რათა ზუსტად იმ კუთხეში მოთავსდეს სადაც გინდა.

შემიძლია, პატარა ეზოც ისე მოვაწყო, რომ სივრცე მეტი გამოჩნდეს და მყუდრო გარემო შეიქმნას?

რა თქმა უნდა, შეიძლება. რაც უფრო პატარაა ეზო, მით უკეთესია, რამდენიმე სივრცედ დაჰყო და სივრცეები ერთმანეთისგან გამოჰყო, იქნება ეს მოპირკეთებული ბილიკები, თუ ბალახის საფარი, ან ქანდაკება პატარა შადრევანით.

რაც შეეხება მცენარეებს, სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა პირობები სჭირდება საარსებოდ. პროფესიონალი მებაღე ჯერ განსაზღვრავს არსებული ნიადაგი რომელი მცენარეებისთვისაა ხელსაყრელი, შემდეგ, მათ განათავსებს ეზოში იმის მიხედვით, რომელი როგორ პირობებში მეტად ადაპტირდება. ზოგს მეტი მზე უნდა, ზოგს მეტი ჩრდილი, ზოგი უსაფრთხოა იყოს სახლთან ახლოს. ჩრდილოეთის, დასავლეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის ცნობა მხოლოდ იმას კი არ სჭირდება, ვინც ტყეში იკარგება.

ჩემს მეგობარს აქვს ეზო. მეგობარიც ჯიუტია და ეზოც. დარგო ნარგავები – გახმა, დარგო სხვა – ისიც გახმა, 3 წელი იწვალა და აწვალა ეზოც, ბოლოს ისევ მებაღეს მიადგა.

და თუ ჩემი ეზო დიდია?

დიდია და მარტივად “დავალაგებ?” 

თუ პატარა ეზო ისე უნდა მოვაწყოთ, რომ სივრცის შეგრძნება არ დაიკარგოს, დიდ ეზოს პირიქით, სივრცე უქმნის პრობლემას. რაც უფრო დიდია ეზო, მით უფრო რთულია, გახადო მყუდრო.

ადგილი, სადაც ისვენებ, მყუდრო რომ უნდა იყოს, მაგაზე ხომ არ ვიდავებთ?

ჩამოკიდე ჰამაკი, დადგი სარწეველა სკამი, იქვე მაყალი, გვერდით დიდი ქოლგა და სკამები, ცოტა მარჯვნივ ონკანი, მარცხნივ ყვავილები და მაინც, სადაც უნდა ჩამოჯდე სიმყუდროვე არ იგრძნობა? – ესე იგი, შენ სასწრაფოდ გჭირდება ეზოს დიზაინი.

რაღა უნდა იყოს? – გაიფიქრებ, ყველაფერი უკვე ჩავდგი ეზოში.

სკულპტურები, მაგალითად, მანათობელი, მოუხდებოდა შენს ეზოს?

განათებაზეც გეტყვი, ბარემ, ერთი ან რამდენიმე დიდი ნათურა კარგია, კი, ბატონო, ეზო არ იქნება ჩაბნელებული, თუმცა, კარგად განათებულსა და კარგად, მაგრამ მყუდროდ განათებულ ეზოს შორის, დიდი სხვაობაა.

რა საჭიროა ეზოს ყველა მონაკვეთი იყოს ერთნაირად განათებული. ეზოს იმ მონაკვეთში, სადაც არ იმყოფები, სუსტი განათებაც საკმარისია საღამოს, მის ფონზე, ეზოს ის ნაწილი, სადაც უნდა ივახშმო, შეგიძლია განსხვავებულად გაანათო, თან ისე უნდა იყოს სანათები განთავსებული, რომ მწერები არ დაგახვიოს თავს.

ეცადე გამოიყენო მეტი ბუნებრივი მასალა, ქვა და ხე, მაგალითად.

გინახავს, როგორ არის გაფორმებული მდინარის სანაპირო ვარშავაში? კიბეები, ზოგან ხვეული, და ქვები, ქვის საფეხურები ჩამოსაჯდომად, დეკორატიული ქვები, რომლებიც შეგიძლია მაგიდადაც გამოიყენო და სკამადაც, ზოგჯერ კი, ორივე ფუნქციას ითავსებს, რადგან მასზე პლედიც მოთავსდება, შენც და ყავის თუ ღვინის ჭიქის ადგილიც რჩება.

შეგიძლია გამოიყენო დეკორატიული კედლები, მაგალითად, სავახშმო, ან სავარჯიშო ადგილის გამოსაყოფად საერთო სივრცისგან.

რომელ 4 პუნქტს უნდა უპასუხოს ეზოს დიზაინმა?

პრაქტიკული

კომფორტული

მყუდრო

ლამაზი

ალბათ, გაიფიქრებ, რომ თუ, მაგალითად, დეკორატიული კედელი ლამაზია, კომფორტულია ადგილი, რომელიც სივრციდან გამოიყო მისი დამსახურებით, როგორ შეიძლება არ იყოს პრაქტიკული?

მაგალითად, გამოვყავით სავახშმო სივრცე დეკორატიული კედლით და კედლის მიღმაა მაყალი, თითქოსდა, იმისათვის, რომ კვამლმა არ შეგვაწუხოს. ეს არაპრაქტიკულია. ჯერ ერთი, მაყალი შეიძლება მაგიდასთან ახლოსაც იყოს, ოღონდ პროფესიონალი მას ისე შეგირჩევს და განათავსებს, კვამლი არასოდეს შეგაწუხებს. მეორე და მთავარი, შემოუარო კედელს და ისე მიხვიდე მაყლამდე, არაპრაქტიკულია.

ან, თითქოსდა, როგორ შეიძლება იყოს ულამაზესი ბილიკი არაპრაქტიკული? თუ ბილიკი არასწორადაა დაგეგმილი და სივრცეებს საჭიროების მიხედვით არ ჰყოფს, თუ რომელიმე სივრცემდე მისასვლელად, ბილიკიდან გადასვლა გჭირდება, ან ბილიკი ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ როგორც კი სველდება, წონასწორობას ვერ ინარჩუნებ, ან თუ ცუდად იწმინდება – ესე იგი, არაპრაქტიკულია.

ასევე, შეიძლება ძალიან პრაქტიკულმა რამემ დაგირღვიოს მყუდროება. მაგალითად, შეიძლება ძალიანაც პრაქტიკული იყოს სავახშმო სივრცეში, მაგიდის გვერდითვე იყოს პირსაბანი, მაგრამ თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობ, ვახშმობდე და რომელიმე სტუმარი იქვე კბილებს იხეხავდეს?

სათამაშო და სავარჯიშო სივრცე

გაითვალისწინე, ეზოში დღეს შეიძლება არ დარბოდეს ბავშვი, მაგრამ ხვალ გაირბენს. დატოვე ადგილი სათამაშო სივრცისთვის, ან უკვე დაგეგმე და მოაწყვე. თუნდაც, დეკორატიული კედელი, შეგიძლია გამოიყენო სათამაშო სივრცედ, ოღონდ, არა სასადილო სივრცის მხრიდან. რაც მთავარია, სათამაშო სივრცისთვის მიწის საფარი უნდა შეარჩიო მყარი და კარგი ხარისხის.

არ დაგავიწყდეს სავარჯიშო სივრცე, რომლითაც ნებისმიერ ასაკში ისიამოვნებ.

3 რამ, რაც ეზოს მოსაწყობად უნდა იცოდე:

  1. რისთვის გჭირდება? რა არის მიზანი? ვახშმობა ზაფხულის ცხელ დღეებში? თუ საუზმე თოვლიან დილას? იქნებ, ორივე ერთად? იქნებ, მხოლოდ საბავშვო სივრცე და იქნებ, რამდენიმე სივრცე ერთდროულად? თუ ზუსტად გეცოდინება რისი მიღება გსურს, ჩათვალე, პირველი, მყარი ნაბიჯი გადადგმულია. არ შეიზღუდო თავი სურვილებში, არ იფიქრო რომ პატარა ეზო გაქვს და ორ სივრცედ ვერ გაჰყოფ, პროფესიონალის დახმარებით, ნებისმიერი ფართის ეზოდან შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა, გოლფის მოედანს ვერა, მაგრამ პატარა ეზოში სათამაშო და სავახშმო სივრცე ნამდვილად განთავსდება. პროფესიონალი ისე გაჰყოფს თუ ბილიკით, თუ დეკორატიული ღობით, თუ სკულპტურებით, თუ განათებებით, რომ თავადაც გაგიკვირდება.
  2. სეზონი – უნდა იცოდე, კონკრეტულად რომელიმე ერთი სეზონისთვის უნდა გამოიყენო ეზო, თუ ნებისმიერ სეზონზე? გირჩევ, ნებისმიერი სეზონისთვის მოაწყო. ამ შემთხვევაში დეკორაციები და მასალები ისე იქნება შერჩეული, ზამთარსაც მოერგოს და ზაფხულსაც. მცენარეებსაც ისე შეგირჩევენ, ყველა სეზონზე დატკბე ბუნების სილამაზით.
  3. სად უნდა იპოვო პროფესიონალი, ვის უნდა ანდო, და როგორ უნდა მოუარო?

თუ პირველ ორ პუნქტს უპასუხე, მესამე ნაწილში მე დაგეხმარები. არსებობს კატალოგი, სადაც გამზადებულია იმ პირთა მონაცემები, ვისაც შეგიძლია ანდო შენი ეზოს დიზაინი. შენ მხოლოდ უნდა აარჩიო, პირობებით, კომენტარებით. ის ადამიანები, ვინც უკვე ისარგებლეს მათი მომსახურებით, კომენტარებს ტოვებენ და ეს ერთგვარი რეკომენდაციებია. 

მათთვის, ვინც თვლის, რომ ძალიან ბევრი დეტალი ჩამოვთვალე და დამოუკიდებლად ვერ დაგეგმავს ეზოს დიზაინს, იდეალურია ეზოს დიზაინერების დაქირავება.

მათთვის, ვინც თვლის, რომ საკმარისი ცოდნა მიიღო, ან ჰქონდა და არ სჭირდება დიზაინერი, იგივე კატალოგშია კონკრეტული პროფესიონალები: ფლორისტები, გაზონის დაგების ხელოსნები, ეზოს მომპირკეთლები, დეკორატიული კედლის, თუ ღობის სპეციალისტები და ა.შ. თუ დიზაინს თავად დაგეგმავ, შეგიძლია კონკრეტული საქმის მცოდნე ადამიანები დაიხმარო, ეს მომსახურებაც ხელმისაწვდომია.

თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა გაგაფრთხილო ერთ დეტალზე, თუ დიზაინს თავად დაგეგმავ, ვერასოდეს გაიგებ, პროფესიონალი დიზაინერი უკეთეს ვერსიას გთავაზობდა, თუ არა.

ფასი?

ფასი დამოკიდებულია სამუშაოს სიდიდეზე და სპეციფიკაზე, მაგალითად, როგორც ავტომობილის რეცხვა, სხვადასხვა გაბარიტის მანქანის რეცხვა ხომ სხვადასხვა ფასია? გარედან გარეცხვასა და სალონის გასუფთავებას შორისაც ხომ სხვაობაა? ან, მაგალითად, როგორც ტორტი. ტორტის ერთი ნაჭერი ხომ უფრო იაფია, ვიდრე მთლიანი ტორტი და კარგი ხარისხის ტორტის ერთი ნაჭერი ხომ უფრო ძვირია, ვიდრე მთლიანი, მაგრამ უგემური ტორტი?

და ბოლოს, დაგპირდი, გეტყოდი, როგორ უნდა მოუარო მოწყობილ, კომფორტულ, მყუდრო, ლამაზ ეზოს. არ იდარდო, გათიბვა გინდა, თუ დალაგება, მცენარეების გასხვლა, თუ ბილიკების გაწმენდა – ყველა მომსახურება იგივე კატალოგშია. დიახ, ასე მარტივად და კომფორტულად.

(R)

 

 

თეგები: ეზოს დიზაინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved