• რეკლამა
  • კონტაქტი
17:41, კვირა, 24 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 წესი, როგორ დაგეგმო საბავშვო წვეულება და რის მიხედვით შეარჩიო გასართობი ცენტრი

ალია ავტორი - ალია
13:54 03-05-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

რა იყო შენი საყვარელი თამაში ბავშვობაში? – ჩემი „მგელობანა“, იმიტომ რომ, ეგ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დავრბოდი და თან ბებია არ დამსდევდა ყვირილი: – არ ირბინო, გაცივდები!

„მგელობას“ ზაზა მეთამაშებოდა ხოლმე, გია, ზურაც, ზოგჯერ, გოგონები არა. გოგონებს მოსწონდათ „რეზინობანა“. დღემდე ვერ გავიგე, თუ ხტუნვა გინდა, რეზინზე რატომ უნდა იხტუნო, მაგრამ ისედაც ქალაბიჭას მეძახდნენ და ზოგჯერ გოგოებთან ერთადაც ხომ უნდა მეთამაშა. ახლა რომ ვფიქრობ, შესაძლოა, სწორედ „რეზინობანამ“ გვაჩუქა დღევანდელი ბატუტი და შეიძლება, სულაც არ ჩაუვლია ჩვენს ხტუნვას ამაოდ.

კიდევ მოდაში იყო თოჯინებით თამაში, ყველა გოგოს ჰყავდა მინიმუმ ერთი თოჯინა, რომელსაც წყალს ასმევდი, ეგრევე ისველებდა და უცვლიდი, თან ტუქსავდი, რა ქენი ეს, ამხელა გოგომ, არ უნდა გეთქვა, ტუალეტში მინდაო? ჰა? კარგად რომ გაუწყრებოდი, მერე თოჯინა იწყებდა ტირილს და ამშვიდებდი, იხუტებდი, ეფერებოდი, მერე ტანსაცმელს უცვლიდი და აძინებდი. არადა, ისეთი კარგი სილა იყო ეზოს წინ დაყრილი, აკეთებდა გია ამ სილაში გვირაბებს და დაარბენინებდა მანქანებს, ერთი სული მქონდა, ეს თოჯინები დაეძინებინათ გოგოებს და გავქცეულიყავი.

კიდევ იყო ექიმობანა, ექიმი ყოველთვის თეო იყო, თეთრი ხალათით, მგონი მაგ თამაშს გვიშლიდნენ, იმიტომ რომ მაგის სათამაშოდ სასიმინდეში ავდიოდით კიბით, ანუ, იქ, სადაც უფროსები ვერ დაგვინახავდნენ. თეოს ყოველთვის თან ჰქონდა ნემსები და ვითომ–ვითომ დაგვარჭობდა ხოლმე, მერე კი ბამბას დაგვადებდა, იყო გამოკითხვა ანამნეზის, იყო მკურნალობის შეფასება, მნახველებიც გყავდა, ეგ თამაში მომწონდა, ის სასიმინდეც მომწონდა, ახალაშენებული იყო, ხის სუნი ჯერ კიდევ ასდიოდა.

კიდევ გვქონდა წრეში ბურთი, ბურთი სანამ არ მოგხვდებოდა, წრეში დარბოდი. ომობანა სჯობდა, დამიზნება იყო იქ, ჩასაფრება, ჯაშუშები, გენერლები, აფეთქებები… თან მე ხის ხმალი მქონდა, ბაბუამ გამომითალა, თავისი ხის ბუდითვე და ამ ბუდეს რომ წელზე შემოვირტამდი და გავიჯგიმებოდი…

კიდევ იყო კლასობანა, ცარცით ზახავდნენ კუბიკებს და ხტუნავდი ამ კუბიკებში სხვადასხვა ფეხით, ეს „რეზონაბანას“ წინა თაობა იყო სავარაუდოდ.

შემდეგ უკვე წამოგვეწია „გველი“, აი, ღილაკებიან ტელეფონებში რომ თამაში იყო, რომ დადიოდა, კუბიკებს აჭმევდი, იზრდებოდა და არაფერს უნდა შეჯახებოდა, თორემ, კვდებოდა, და თამაშიც მთავრდებოდა.

შემდეგ გაქრა „გველი“ და დარჩა კუბიკები, და მერე ამ კუბიკებს აწყობდი, აწყობდი, აწყობდი, სანამ აწყობდი, თამაშიც მანამდე გრძელდებოდა.

მერე იყო გასართობი ცენტრი, ოღონდ ერთი ცალი იყო ჯერ, და ერთნაირი გართობით. ანუ, 5 წლის ვიყავი, თუ 12 წლის, ერთნაირი დაბადების დღის მენიუ და ერთნაირი თამაშები იყო. და ყველას დაბადების დღე ჰგავდა ერთმანეთს, ოღონდ ეს არ აწუხებდა არავის. ყველას გვქონდა ერთნაირი ფოტოები, ერთნაირი ტორტები და რამდენიმე დაბადების დღის შემდეგ, ზეპირად ვიცოდით მთელი პროგრამა.

და მაინც, მთავარი, რაც შეიცვალა, ალბათ, ცხოვრების წესია, ჩემს ბავშვობაში, სულ იმას ითხოვდნენ მშობლები, სახლებში შევსულიყავით და დღეს, მშობლების მთავარი საფიქრალია, როგორ გაიტყუონ შვილები სახლიდან. 

რატომ გასართობი ცენტრი?

ისედაც უმეტესად სახლებში და ინტერნეტში ერთობიან ჩვენი შვილები, არადა, თანატოლებთან ერთად დასვენებას, თამაშს უდიდესი სიამოვნება მოაქვს.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – შენც გჭირდება დასვენება, შენს შვილს კი სხვა წვეულებებიც ექნება, მაგრამ ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც დღეს, ამიტომ მისი ყველა წვეულება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია. ისიამოვნე შენც, მოდუნდი, გაერთე მასთან ერთად. სახლში ამას ვერ შეძლებ. ჯერ პროდუქტების სია უნდა შეადგინო, მერე იყიდო, შემდეგ სახლამდე ათრიო, მერე მოამზადო, თან სახლი ალაგო, მერე მაგიდა გააწყო, აალაგო, ბავშვების სივრცე ცალკე მოაწყო, უფროსების ცალკე და ცოტა ხანში მოიხედავ და ბავშვების უმრავლესობა ან კომპიუტერს მიუსხდა უკვე ან ტელეფონებში ჩაყვეს ცხვირი.

10 წესი, როგორ დაგეგმო საბავშვო წვეულება

1. გემოვნების, ოღონდ შენი არა, წვეულების მთავარი გმირის გემოვნების მიხედვით. სულ ერთია რამდენი წლისაა, ერთი წლის ბავშვიც კი გაჩვენებს რა ფერი მოსწონს და როგორი საკვები სიამოვნებს. ზოგჯერ, ვიცი, გეგონება, რომ შენ უკეთ იცი, მეც მიფიქრია ეგ. შენ უკეთ იცი, შენ რა მოგწონს, შენ უკეთ იცი, რა გინდა რომ შენს შვილს მოეწონოს, მაგრამ არ იცი უკეთ, რა მოსწონს რეალურად, რადგან ეს თავადაც არ იცის ჯერ. აცადე გაერკვეს, აცადე, თუნდაც, შეცდეს, ეს ხომ არ იქნება ფატალური შეცდომა.

2. შეუთანხმე ყველა დეტალი, იქნება ეს ტორტი, თუ ტანსაცმელი, არც ერთ ეტაპზე არ დაგავიწყდეს რომ ეს მისი წვეულებაა.

3. ზოგი იდეა შეიძლება შეუსრულებლად მოგეჩვენოს, მაგრამ იცოდე, რომ დღეს, უკვე აღარაფერია მიუწვდომელი, ცოტათი გაუგებრად ჟღერს, მაგალითად, არსებობს ეკრანული თამაშები, ელექტრონული თამაშები, ლაერ შოუ, x-box-ი –  ზოგს წარმოდგენაც არ აქვს ესენი რა თამაშებია, არცაა აუცილებელი, წვეულების მთავარმა გმირმა იცოდეს, მთავარია. ასე არც ჩვენმა შვილებმა იციან, რა არის „რეზინობა“. არჩევანი იმდენად დიდია, თუ მოინდომებ, არ გაგიჭირდება არც ერთი სურვილის შესრულება.

4. ნუ შემოიფარგლები მზა პაკეტებით, შეგიძლია საკუთარი პაკეტი შექმნა მომსახურების, შეგიძლია ინტელექტუალური თამაშები, ბატუტზე ხტომა და ლაზერული შოუ გააერთიანო, ან დაწერო ამ წვეულების გმირისთვის ახალი ზღაპარი, ფერიებით, მეკობრეებით, საყვარელი პერსონაჟებით. ან ასობით ფერად ბუშტებში „ჩაძირო“ სივრცე. დღეს იმდენად დიდია არჩევანი, რომ ეს საშუალებას გაძლევს თავადაც მიიღო პაკეტის შედგენაში მონაწილეობა.

5. დიჯეი, წამყვანი – სასურველია წინასწარ გაიცნო და გააცნო შვილს, რადგან მათთან მოუწევს კომუნიკაცია მთელი წვეულების განმავლობაში და ეს კომუნიკაცია სასიამოვნო უნდა იყოს.

6. შეგიძლია წვეულება შეუკვეთო ერთ კონკრეტულ ცენტრს და გადმოიტანო სახლში ან ბუნებაში, პირადად გამიკეთებია ასე. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ამდენი ცენტრი და ჩემს შვილს სურდა განსხვავებული დაბადების დღე, მაგრამ იმ ეზოში სადაც ვცხოვრობდით. რომელი დიჯეი მე ვარ. შევუთანხმდი ერთ ცენტრს და დავგეგმეთ, გავიტყუეთ ჩემი შვილი სახლიდან, მოვიტანეთ ეზოში აპარატურა, ყველა იმ თამაშის ატრიბუტი, რაც გვსურდა, მოვაწყვეთ სივრცე კვებისთვის, მაშინ საბავშვო, დროებითიო ტატუები იყო ახალი ხილი და ეგ მომსახურება არ ჰქონდათ, თუმცა, დავამატეთ, ცალკე დავიქირავეთ. დღემდე ისე სასიამოვნოდ გვახსოვს ეგ წვეულება.

7. არ დაგავიწყდეს, წინასწარ გააცნო განრიგი და ღონისძიების ტიპი ყველა სტუმარს, რადგან რიგ გასართობს, რიგ თამაშს შესაფერისი ტანსაცმელი სჭირდება, ან რაიმე ტიპის თადარიგის დაჭერა წინასწარ და სტუმრები და მათი მშობლები ისეთი სიურპრიზის წინაშე არ დააყენო, რომელიც მათ შემდგომში დისკომფორტს შეუქმნის.

8. შექმენი ჯგუფი სტუმრების მშობლებთან ერთად და გამოიკითხე, ვის რაზე აქვს ალერგია, რომელიმე რაიმე პროდუქტი ხომ არ აქვს აკრძალული, იქნებ, რომელიმე ვეგანია, ეს საშუალებას მოგცემს, თავიდან აირიდო ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემა.

9. არ დაგავიწყდეს შეკრებილი ინფორმაცია წინასწარ მიაწოდო გასართობ ცენტრს და თუ რომელიმე პატარა სტუმარს განსხვავებული მენიუ სჭირდება, ეცადე ეს მეტ–ნაკლებად შეუმჩნევლად გაკეთდეს, ზედმეტრი აფიშირების გარეშე, ბუნებრივად.

10. არ განათავსო ფოტოები სოციალურ ქსელში მანამ, სანამ არ შეუთანხმებ ფოტოზე ასახულ ნებისმიერ პატარა ადამიანს ან მის მშობელს.

დადგა მთავარი კითხვის დრო – სად? მაინც სად ვიპოვო გასართობი ცენტრი? იქნებ, მეგობრებს ვკითხო? 
იქნებ, მეგობრებს ვკითხო? აი, ნანას შვილს ჰქონდა ამას წინათ წვეულება ცენტრში, კარგად გაერთო ჩემი შვილი, მანდ ხომ არ დავგეგმოთ;? 

რა გითხრა, თუ უკვე იყო მაგ ცენტრში, იქნებ, სიახლე სჯობს? შენი მეგობრის შვილმა დაგეგმა მისი წვეულება, ხომ არ სჯობს, დაიხმარო შვილს დაგეგმოს საკუთარი წვეულება და არ გადმოაკოპიროს მეგობრის, ან თუნდაც დედმამიშვილის? გინდა შენც ის ფეხსაცმელი გეცვას და ის პიჯაკი, როგორიც შენს მეგობარს აცვია? აბა, წვეულება რატომ უნდა იყოს ერთნაირი?

საკუთარი წვეულების დასაგეგმად დაგჭირდება მხოლოდ კატალოგი. სადაც უზარმაზარი არჩევანია გასართობი ცენტრების და თან გულითაც რომ მოინდომო, თვალებს არ აგიჭრელებს და არ დაგაბნევს, რადგან ძალიან კარგადაა კატეგორიები, მიმართულებები განსაზღვრული, ზოგი ცნობილი მსახიობების გარემოცვას გთავაზობს, ზოგი, განსაკუთრებულ თამაშებს, ყველას ძალიან მკაფიოდ და გასაგებად აქვს ჩამოწერილი პირობები.

და რა ღირს? – გააჩნია რა გინდა. რას აირჩევ, კვება როგორი იქნება, მშობლებს მხოლოდ ყავა და ჩაი უნდა შესთავაზო, თუ რამე უფრო ძლიერი კი არა და, უფრო მეტი/

და არ დაგავიწყდეს, გასართობი ცენტრები მხოლოდ პატარებისთვის არაა, დაგეგმე მათთან ერთად კორპორატიული საღამოები, ივენთები, შენი პირადი წვეულებები.

მაგალითად, მე ბატუტზე ვგრძნობ თავს ყველაზე მსუბუქად, ჩემი ნება რომ იყოს, ყველა რესტორანში მოვაწყობდი ბატუტ სივრცეს.

(R)

თეგები: ბავშვთა გასართობი ცენტრიგასართობი ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved