• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მახრჩობდნენ… ვნახოთ, ცხედარი რას გააპროტესტებო… თუ რამე მომივა, ხელისუფლების დაკვეთა იქნება” – გიორგი ჯუკაშვილის დევნის ისტორია

ალია ავტორი - ალია
14:29 03-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,708

აქტივისტების პოლიტიკური დევნა გრძელდება. „ალიასთვის“ ცნობილი გახდა, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლები თავს კიდევ ერთ აქტივისტს, გიორგი ჯუკაშვილს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ.
საზოგადოებას ახსოვს, რომ ჯუკაშვილი ხშირადაა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის სამიზნე, რადგან ის აქტიურადაა ჩართული ანტირუსულ მოძრაობებში და მხარს პუტინის პირად პატიმარს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უჭერს. იგი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

ასეე, სასტიკად ნაცემი იყო 2021 წლის საპროტესტო აქციებზე, როცა სააკაშვილი რუსთავში, ციხეში იყო. მაშინაც ისპეც დანიშნულების რაზმმა ის სასტიკად სცემა.
განმეორებით ჯუკაშვილს რუსული კანონის მიღებისას განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდნენ, რადგან ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პარლამენტის ხმაურიანი სხდომის პარალელურად ქუჩაში მეგობრებთან ერთად გამოვიდა.

ხელისუფლების სამიზნე ის გასული საპარლამენტო არჩვენების შემდეგ გახდა, როცა ასობით ათას მომიტინგესთან ერთად ჯუკაშვილი გაყალბებულ საარჩევნო შედეგებს აპროტესტებდა.

2023 წლის მარტის თვეში, რუსული კანონის განმეორებით მიღების შემდეგ, თავისუფლებისთვის მებრძოლმა მომიტინგეებმა კვლავ ქუჩის პროტესტი განაახლეს. სპეც დანიშნულების რაზმმა აქტივისტებზე იერიში მიიტანეს და ჯეკაშვილი სასტიკი ცემის შემდეგ 9 მარტს უკანონოდ დააკავეს. სასამართლომ კი ფულადი ჯარიმა დააკისრა.

მის დევნას და მძიმე ყოფას სამსახურიდან გამოშვებაც  მოყვა. ამის მიზეზი კი პოლიტიკური მოტივი იყო. ფაქტობრივად, ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე მძიმე მატერიალური პირობების ქვეშ აღმოჩნდნენ.

გასულ წელს, გიორგი ჯუკაშვილი მეხანძრე-მაშველის პოზიციაზეც უნდა დასაქმებულიყო, თუმცა მეორე ტურიდან ისევ პოლიტიკური მოტივის გამო შეურაცხყოფისა და დამცირების გზით გამოაგდეს. ადგილი ჰქონდა მუქარასაც, როგორც “ალიას’ უყვება, მას ე.წ. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა უთხრეს, რომ აიძულებდნენ დაჩოქილს პატიება ეთხოვა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოჯახს გაუნადგურებდნენ. დაშინებამ, სტრესმა, მუდმივნა დევნამ, შეურაცხყოფამ, ოჯახის მატერიალური მდგომარეობის ხელოვნურად დამძიმებამ, ჯუკაშვილზე „იმუშავა“ – ამბობს, რომ მან თავისსავე თავისგან ოჯახის დაცვა თვითმკვლელობის მცდელობით „სცადა“.

ამ გაუგონარ სისასტიკეს რამდენიმე თვის წინ ჯუკაშვილის კუთვნილი მანქანის დამტვრევაც მოჰყვა, რაც კიდევ ერთი გაფრთხილება იყო ხელისუფლების მხრიდან – სამოქალაქო სექტორიდან პროდასავლური ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისთვის ბრძოლა შეეწყვიტა.

მიუხედავად ყველაფრისა, გასულ თვეში რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკეც კი ყოველგვარ საზღვრებს გასცდა და ჯუკაშვილს თავს მისი ოჯახის – მეუღლისა და პატარა ბავშვების თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ჰყვება, რომ ესეც რა თქმა უნდა, ხელისუფლების დაკვეთით მოხდა. პოლიციამ კი მომხდარზე ტრადიციისამებრ საქმე არ აღძრა, რადგან აქტივისტებზე თავდასხმის გამოძიება ოლიგარქიული მმართველობისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან საკუთარ თავს თავდამსხმელი პოლიციელები არ დაიჭერენ…

ჯუკაშვილს ბოლო ინციდენტზე „ალია“ ესაუბრა.

„ჩემი შვილების დაბადების დღეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში თავს დამესხნენ. საბედნიეროდ, მეუღლემ მოასწრო და ბავშვები სადარბაზოს შეაფარა. დაუნდობლად მირტყამდნენ და ყელში მიჭერდნენ, უნდა დაგახრჩოთ და მერე ვნახავთ ცხედარი რას გააპროტესტებო, ყვიროდნენ. ჩემს მეუღლეს ძალიან შეეშინდა და დახმარებას მეზობლებს სთხოვდა, კიოდა. ხმაურზე ხალხი გამოვიდა, თავდამსხმელები მანქანაში ჩასხდნენ და გაცვივდნენ. პოლიციამ რა თქმა უნდა, კლინიკაში ექიმების მიმართვის შემდეგ მომაკითხა და გამოძიებაზე უარი თქვეს, როგორც სხვა აქტივისტებზე თავდასხმის შემდეგ ხდება ხოლმე.

ჩემი მომავალი გაურკვეველია და თუ რამე მომივა, თუ ცოცხალი აღარ ვიქნები, მაშინ ეს თუხელისუფლების დაკვეთით მოხდება, მაგრამ ჩემს შვილებზე ვინ იზრუნებს და რა ბედი ელის ოჯახს, არ ვიცი, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ჩემი ქუჩაში გასვლა ოჯახისთვის ტრაგედიადაა აღქმული,“ – ამბობს გიორგი ჯუკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved