• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამასობაში რუმინეთში ღიად პრო-რუსული პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ გეორგესკუ დააკავეს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:53 02-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,698
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ამასობაში რუმინეთში ღიად პრო-რუსული პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ გეორგესკუ დააკავეს. ჩხრეკისას მისი დაცვის სახლის იატაკის ქვეშ იპოვეს 10 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და მოსკოვში გასამგზავრებელი ბილეთები.
გეორგესკუ არამხოლოდ რუსეთიდან დაფინანსებასა და კრემლის ინტერესების გატარებაშია ეჭვმიტანილი, არამედ პოლიტიკური ფინანსების ფალსიფიკაციაში, ორგანიზებულ დანაშაულსა და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნაში.
არჩევნები რუმინეთში მაისშია. ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველი ტური მას შემდეგ გაუქმდა, რაც აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კამპანიაში, გეოგრესკუს მხარდასაჭერად და პოპულარიზაციისათვის ღიად მონაწილეობდა რუსეთიდან ორგანიზებული ონლაინ ქსელი და დიდი რაოდენობით რუსული ფული. ეს იყო ღია ჩარევის, საინფორმაციო დღის წესრიგის ხელოვნურად ფორმირებისა და არჩევნების ყიდვის მცდელობა მოსკოვის მიერ. მანამდე, კრემლმა ეს მოლდოვაში ოქტომბერშიც განახორციელა, თუმცა წარუმატებლად.
რამდენიმე კვირის წინ რუმინეთის არჩევნების გაუქმებაზე გულისწყრომა გამოთქვა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯდ ვენსმა, მაგრამ რუმინეთისათვის რუსული საფრთხე ბევრად რეალურია და მხოლოდ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ევროპული პოლიტიკის თავისებურ ხედვებზე ვერ იქნება დამოკიდებული. კარგად ჩანს, რომ მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ რუსეთს ბალკანეთისა და რუმინეთ-ბულგარეთის დესტაბილიზაციაც უნდა, მით უფრო რომ ამისათვის ის დიდი ხანია ემზადებოდა. ამ ყველაფრის ფონზე რთული სათქმელია და საეჭვოა გეორგესკუს მიეცემა თუ არა არჩევნებში რეგისტრაციის უფლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved