• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენსავე საფლავს თქვენივე შვილიც რომ არ დასტირებს, იქნებ მიხვდეთ, რომ აყროლდა ლეში” – ლუკა ჯაბუას წერილის ციხიდან

ალია ავტორი - ალია
00:00 02-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
259

სინდისის პატიმრის, ლუკა ჯაბუამ ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელიც მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ საპროტესტო აქციაზე წაიკითხა:

მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, თანამებრძოლებო, ღირსეული ქვეყნის, ღირსეულო შვილებო, მადლობა, რომ ამ ხნის განმავლობაში დაუღალავად იბრძვით, ჩვენი წმინდა მიწის დასაცავად, რომელსაც უამრავი გმირი აღუზრდია. როდესაც ვეცნობოდი ამბებს, ისტორიებს, ვკითხულობდი წიგნებს, დიდი ადამიანების შესახებ, მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ამ პატარა ქვეყანას, ამდენი გმირი ჰყოლოდა, და ახლა თქვენი წყალობით ვხდები, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ვხვდები, თურმე როგორი ყოფილა იყო დატყვევებული და მაინც ყველა იმ უღირს კაცუნაზე თავისუფალი, რომელიც სავარძელში მოკალათებული , უვიცად, საკუთარ შვილებს ძირსაც კი უთხრის, აქვე პატარა მიძღვნა რეჟიმის ერთგულ ყმებს:

შვილებს უვიცად ძირსაც რომ უთხრით, თქვენსავე საფლავს თქვენივე შვილიც რომ არ დასტირებს, იქნებ მიხვდეთ, რომ აყროლდა ლეში, იქნებ მიხვდეთ, რომ აიღოთ გეზი. როგორი კანონებიც არ უნდა მიიღოთ, როგორი რეპრესიებიც არ უნდა ატაროთ, რამდენიც არ უნდა დაგვიჭიროთ, თუ ცენზურები გვიწესოთ, ქართველი ხალხი, მისთვის უკვე კარგად ნაცნობ ჭირს, ხელახლა აღარ შეიყრის, ვერ გაგვასაბჭოთაკავშირებთ. ჩვენი ხმა თავისუფლება, საქართველოს ყველაზე ნათელი ნაწილი, სწორედ ის ხალხი, რომელიც ყოველდღიურად რუსთაველზე დგას, არასდროს ჩაქრება, რაც ადრე ფიზიკურად, თითქმის, შეძლეს, მაგრამ ისინი დღემდე ჩვენს გულებში ცოცხლობენ და მათი შეძახილები  დღემდე გვიმაგრებს ზურგს. 

ჩემში არცერთი წამით არ ჩამქრალა მუხტი, იმედი, შემართება, ჩემზე არ იდარდოთ, ეს ყველაფერი დღიდან დღემდე მზრდის და მაძლიერებს. მინდა ყველა რეჟიმის პატიმარი მოვიკითხო, ვიცი, რომ მხნედ ხართ, თავს არ ხრით და ხართ ამაყად. მეც ვამაყობ თქვენით, იცოდეთ, რომ რეალობა ოცნებაზე ლამაზი იქნება, გჯეროდეთ ამ დღეების, თქვენი, ჩვენი და ყველაფრის.

ძალიან მალე ამ დღეებს სიამაყით მოვიგონებ. აბა, თქვენ იცით ბავშვები, თქვენ ხართ ის პატარა ვარსკვლავები, რომლის შეერთებითაც უდიდესი სინათლე წარმოიქმენბა, რომელიც გზას აუცილებლად გაიკვალავს ამ სიბნელეში. ეს ქვეყანა ჩვენია. მადლობა, შეხვედრამდე“, – წერს ლუკა ჯაბუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved