• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი უფრო დიდი მტერია ივანიშვილის ეს ჩინოვნიკები და კარის ბიზნესმენები, თუ ის ახალგაზრდები, რომლებსაც 5–5 ათასით აჯარიმებენ? – მუხიგულაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:19 02-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,799

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

ბიძინა ივანიშვილს ქუჩაში მდგომი ხალხი ხომ ჰგონია მისი მტერი და რომელი უფრო დიდი მტერია ახლა მისი, ის გუბერნატორი, რომელიც ოთხი წელია, არც ერთ აქტივობაში არ შემიმჩნევია, თუ ის ადამიანები, ვისაც 5–5 ათასი ლარით აჯარიმებენ?

ის მერები და დეპუტატები, რომლებმაც უმოქმედობით ასე დაამძიმეს საქმე გურიასა და აჭარაში, თუ სამოქალაქო აქტივისტები?

ის ბიზნესმენები უფრო დიდი მტრები არ არიან, რომლებიც ქართული ოცნების პირობებში გამდიდრდნენ, გურიაში, მაგალითად, ვასო ჩიგოგიძის და ნინო წილოსანის ფრთის ქვეშ, ბიზნესიც აქვთ, ტენდერებსაც იგებენ, თავიანთ საწარმოებში მძიმე ტექნიკაც უყენიათ და მაშინ როცა თბილისიდან მიდიან მოხალისეები და სოფელ–სოფელ ქირაობენ ტრაქტორებს, ადგილობრივ ბიზნესმენებს ტექნიკა არც კი დაუძრავთ ადგილიდან?

ანუ, ქართული ოცნება ჭამს და აჭმევს ამ ბიზნესმენებს და ხალხს თუ რამე დასჭირდა, მთავრობას არ აქვს საკმარისი ტექნიკა და ბიზნესს აქვს, მაგრამ გაყურსულია? მათ ენაზე რომ ვთქვა, კიდია?

„გამპრავებლები“ წერენ, აგერ, იაპონიაშიც გათოვდაო, კაი, კაცო, ჩვენც ვიცით, რომ ყველგან თოვს, და არ გათოვდესო, არავის უთქვამს. ჯერ ერთი, ისედაც დედა აქვს ნატირები სოფლებს და 2 მეტრიან თოვლს კი არა, 20 სანატიმეტრიანს რომ უძლებს, ეგაც მაგარია. თორემ, კი, სხვაგანაც მოდის თოვლი, ბათუმის და გურიის პარალელურად, თურქეთშიც კი თოვდა და სოფლები კი არ მოწყვეტილა, სახლები კი არ ჩაუნგრევიათ, ხალხი კი არ დაუხოცავთ თოვლის გამო.

რაც შეეხება ბათუმს, ამ პატარა ქალაქში, ავტობუსები გააჩერეს, მთავარი გზებიც კი ვერ გაწმინდეს, თორნიკე რიჟვაძე ნახევარი საათით გამოსულა ქალაქში და მოვიკითხოთ, ხალხო, ხომ არ გაცივდა, ფეხუნები ხომ არ დაუსველდა, ხომ არ დააცემინა, ხომ გემრიელად ივახშმა, ხომ კარგი მანქანით მიიყვანეს მერე სახლამდე, სანამ მოქალაქეები, პროდუქტებს ძლივს ყიდულობდნენ, ჯერ ერთი უფულობის გამო და მეორეც, პროდუქტების უმრავლესობა საჭმელად რამდენად ვარგისია საკითხავია და მერე ამ გაუწმენდავ, თოვლიან, გაყინულ გზაზე, გაყინული თითებით, მიათრევდა ამ პროდუქტს ფეხით სახლამდე? გია ჭყონიას შპს–მ 100 მილიონამდე ტენდერები მისცეს აჭარაშიო და მძიმე ტექნიკა რატომ არ გამოჰყავს ქუჩებში, რატომ არ ეხმარება რიჟვაძეს გზის გაწმენდაში?

სარფის იქეთ მაინც გადაიხედონ, როგორ გაწკრიალებულია ამდენი თოვლის მიუხედავად თურქეთში გზები, თურქეთში მხოლოდ დასასვენებლად დადიან?

და კიდევ, ბათუმში უამრავი ადამიანი მუშაობს დღიურად, ახლა რომ რიჟვაძის უვარგისობის გამო, სამსახურებში ვერ წავიდნენ ეს დღეები, ისინი მოიკითხა ვინმემ? რას ჭამენ, ხომ არ შიმშილობენ?

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved