• რეკლამა
  • კონტაქტი
08:07, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” მშვიდობის ფასი სიკვდილია! ახლა თქვენი უნიათობის გამო, რამდენს დამარხავთ თოვლში?” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
19:08 02-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
348
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“ოცნების” მშვიდობის ფასი სიკვდილია! 2008 წლის ომში 184 ადამიანი – ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა და 31 დაკარგულად ითვლება.
2015 წელს, თბილისში, სტიქიის დროს დაიღუპა – 19 ადამიანი, 2017 წელს – ბათუმი, სასტუმრო ლეოგრანდი – დაღუპულია 11 ადამიანი, 2018 წელი, ტყიბული, მინდელის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი, 2019 წელი – დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 2021 წელს ბათუმში, სახლის ნგრევისას – 9 ადამიანია დაღუპული, 22 წელი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 2023 წელი – შოვის ტრაგედიის დროს დაიღუპა 32 ადამიანი, 2024 წლის 7 თებერვალი, სოფელ ნერგეეთში მეწყერში დაიღუპა 9 ადამიანი; ეს რაც უცებ გამახსენდა – დაღუპული 96 ადამიანი.
რამდენი ადამიანი “მოკლეს” ქუთაისის ერთზოლიან შემოვლით გზაზე? მოკლეს ტყუილად არ დამიწერია…
ბაღდადში, ხანძარმა 4 ბავშვი იმსხვერპლა, ზუგდიდში – 2…. მოკლულია მცირეწლოვანი… დაიღუპნენ… დაიკარგნენ… მოკლეს… სულ რამდენი? რამდენი მოკლეს დაუდევრობით, გულგრილობით, უყურადღებობით? რამდენი – თქვით, თქვენი დამტირებლის დედაც ვატირე…ა, ჰო – ეს ციფრ-რიცხვებია არა? სტატისტიკაა?
რამდენი გააქციეს ქვეყნიდან, რამდენს მოაკვლევინეს თავი და კლავენ ახლაც – ფსიქოლოგიური ტერორით, შიმშილით, ფიზიკურად….
ეს არის ოცნების და მისი გულმხურვალე მხარდამჭერების მშვიდობა. რეალურად ეს არის სიძულვილისა და გამოუცხადებელი ომის ქრონიკა… ეს არის საქართველოს მოსახლეობის მიერ “ოცნების მშვიდობისთვის” გადახდილი ხარკის ფასი.
მაგრამ თქვენ რა გენაღვლებათ, თქვენ ხომ არ გემოსათ ძაძები (ჩემს
მაწყევარ-მაგინებლებსაც გაშოროთ ღმერთმა) და ფეხებზე გკიდიათ – თქვენი ბაბლი ჩამოგაწერთ ნებისმიერ სიკვდილს. მით უფრო – პირველ დავალებად ამას არ იძლევით – დაადგინეთ ნაცი ხომ არ არის?
ჰო და “მომხრეები” კი არა მოღალატეები ხართ ყველა, ვისაც “ოცნების” ეს ომი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობა გგონიათ.
დღეს – ახლა? ახლა რას ველოდოთ, თქვენი უნიათობის გამო, რამდენს დამარხავთ თოვლში?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved