• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაეცა

ალია ავტორი - ალია
11:58 02-21-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით“კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – პარტნიორული პროექტები/მდგრადი დაფინანსება” კატეგორიაში ჯილდო თიბისი ლიზინგს გადაეცა. აღნიშნული პრიზი მანფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF)-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით მზის ფოტოვოლტური პროექტების წამოწყებისთვის მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარი ჟიურის განსაკუთრებული მოწონება კომპანიის მიერ წარდგენილმა განვითარების გრძელვადიანმა სტრატეგიამ დაიმსახურა, რაც ეკომეგობრული და მდგრადი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

მიმდინარე წელს, ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ჯილდოს თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება შედგა სამი პანელური დისკუსიისგან: მმართველობითი საკითხები და პარტნიორობა, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ლიზინგი, თავისი არსით „მწვანე“ ინიციატივაა, რადგან საშუალებას აძლევს ბიზნესებს ინვესტიცია განახორციელონ უფრო ახალ და ეფექტიან აღჭურვილობაში, რომელიც ნაკლებ რესურსს მოიხმარს.

თიბისი ლიზინგის დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფოკუსირებულია გარემოს დაცვასა და განახლებად ენერგიაზე – როგორიცაა მზის პანელები და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურები. კომპანია ხელს უწყობს ენერგოეფექტური სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო აქტივების დაფინანსებას. 2024 წლის მდგომარეობით მისი მწვანე პორტფელის მოცულობამ 40 მილიონი ლარი შეადგინა.

„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო. ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, მწვანე და პასუხისმგებლობიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ხელი შევუწყვეთ ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მათი მწვანე საქმიანობის გაფართოებას. ჩვენი, როგორც საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიისმიზანია შევქმნათ პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი, რაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ დაფინანსების ალტერნატიული საშუალებებით, რათა გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა“, – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

(R)

 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved