• რეკლამა
  • კონტაქტი
15:46, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოდიში, ვერ მივართვი – ცეცხლი ოლიგარქიას” – “ტვ პირველის” ოპერატორის პირველი კომენტარი სასამართლოს შემდეგ

ალია ავტორი - ალია
20:02 02-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
935

“ტვ პირველის” ოპერატორი, რომელიც სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2500 ლარით დააჯარიმა, ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

 

კიდევ გავიმეორებ, არ დავუტოვებ საბრძოლველს რუსთაველზე. მშვიდობა საქართველოს. მარად და ყველგან იქნება ჩემთვის უპირველესი საქართველო. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. გავასაჩივრებ. ამ პოლიციელებს კიდევ ვატარებ. მოსამართლეს გამოვააშკარავებ და ვანახებ ყველას, რომ ეს ადამიანები ცრუობენ. მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც.

რაც შეეხება მოწმე პოლიციელებს, მეორე რომელიც შემოვიდა, ჩემი დამკავებელი კი არა, საერთოდ იქ არც ყოფილა. ის ადამიანი მე რუსთაველზე დავინახე, სამოქალაქო ფორმით დადიოდა რუსთაველის გამზირზე. მანქანაში პირველი მოწმე, კი ბატონო. თვალები დასამახსოვრებელი აქვს და მეჯდა გვერდით. 

თუ ეს ადამიანები ასეთი მართლები იყვნენ, მანქანაშიც არ ჩამოუხსნიათ ნიღბები. როდესაც გაიგეს, რომ მე ვიყავი “ტვ პირველის” ოპერატორი, იმ წამიდან ლაპარაკიც კი შეწყვიტეს, რომ შემდეგ ხმითაც არ ამომეცნო ეს ადამიანები.

შეწყვიტეს საუბარი, მიმიყვანეს პოლიციაში, დამსვეს კამერების წინ. ლამის ყავაც კი მომიდუღეს. წყალი ხომ არ გინდა, სიგარეტს ხომ არ მოწევ. მე მაგათი წყალი არ დამილევია, სიგარეტიც ჩემი მოვწიე. შემდეგ ვიჯექი კამერების ქვეშ და ზაზა უფროსი გასცემდა მითითებებს, პოლიციის ფორმები ჩაიცვითო.

ამ დროს “ტვ პირველის” ეთერში ვხედავდი, როგორ რეკავდნენ იურისტები იმ განყოფილებაში, სადაც ვიჯექი, მაგრამ ესენი იტყუებოდნენ უსინდისოდ, რომ მე იქ არ ვიყავი. კი, მე იქ ვიყავი. უბრალოდ ამ დარეკვის შემდეგ, მიმსვეს კუთხეში, რომ არ დავენახე კამერებს და ჩააცვეს შემდეგ ფორმები. 

დარწმუნებული ვარ, მე რომ ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არ მქონოდა და სამოქალაქო აქტივისტი ვყოფილიყავი, გადამაყლაპებდნენ იმ პლაკატს. სპეციალურად დავიწყე კივილი თავიდანვე იმის, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი ვიყავი. ამის მერე დაიბნენ ეს ადამიანები.

პოლიციელებმა მითხრეს, რომ სთორზე მოგისწრია დადებაო. ანუ, პოლიციელებს ნანახი ჰქონდათ ჩემი სთორი, ბოლომდე გადამაკონტროლეს. დამიკონკრეტეს, რომ ადვილი ამოსაცნობი ხარ და სხვა დროსაც ადვილად ამოგიცნობთ ამითო. დროშაზეა საუბარი. მე ვუთხარი, აწი ვეცდები, როგორც კალაძემ თქვა, სწრაფ-სწრაფად გამოვიცვალო, რომ მერე ვერ მიცნონ, იქ რომ გავივლი. ამის შემდეგ ისევ მივალ აქციაზე. ოღონდ მანქანამდე ლაივით უნდა ვიარო

2 500 ლარით განმისაზღვრა ჯარიმა სანქცირებულმა მოსამართლემ. სასაცილოა. ადამიანი, რომელსაც ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია, მე მაჯარიმებს. სასაცილოა, ვცხოვრობთ ქვეყანაში, ვინც პასუხს უნდა აგებდეს, ის პასუხისმგებლობას მაკისრებს მე. არ ვაპირებ, რომ გავჩუმდე, ჩემი საქმიანობა შევწყვიტო. ამ ადამიანების მიზანი იყო ჩემი დაშინება, თუმცა ბოდიში, ვერ მივართვი. ცეცხლი ოლიგარქიას”. – განაცხადა ლაშა ჯაოშვილმა. 

სასამართლომ “ტვ პირველის” ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და  2500 ლარით დააჯარიმა – გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

“ტვ პირველის” ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved