ფოტო – ტვ პირველი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “პუბლიკას” რედაქტორს, ბასტი მგალობლიშვილს 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. რეჟიმი ჟურნალისტს 14 თებერვალს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება.
არადა, ბასტი მგალობლიშვილი “პირველებთან” ამბობს, რომ 14 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მიმდინარე მოვლენებს მობილური ტელეფონით იღებდა და თან სხეულზე დიდი ზომის ე.წ. ბეიჯი ეკეთა.
“ტაბულას” რეპორტიორს, ბექა ჯიქურაშვილიც დააჯარიმეს და მასაც 14 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ მედიის წარმომადგენლების დაშინების მცდელობაა, თუმცა, ამაოდ. ისინი აცხადებენ, რომ ბეიჯი ეკეთათ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
კომენტარები