• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მადლობა ამ გოგოს, ასე რომ იყოჩაღა და გადაარჩინა ლაშა”– რას წერს ციხიდან გიორგი ახობაძე

ალია ავტორი - ალია
20:13 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,078

ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გისოსებს მიღმა გამოკეტა, ციხიდან წერილს აგზავნის და წერს:

გუშინ ინგა გრიგოლიას ეთერს რომ ვუყურებდი, ძალიან მინდოდა შესაძლებლობა
მქონოდა ჩართვის და იმის თქმის, რაც მომაწვა ყურებისას, ფაქტიურად ჩემ დაკავებას ვუყურე გვერდიდან, “დეჟა ვიუ” მქონდა! 

ერთნაირი მოძრაობები, ალყის შემორტყმა, სიტყვებიც კი იგივე ისმოდა “ნუ პანიკიორობ!”, მოწმის გვერდზე გაწევა, ამ რაოდენობის ადამიანის ასე უცბად თავს შემოხვევა და ალყაში მომწყვდევა. განსხვავება იყო ერთადერთი ის, რომ მე გადამაყუდეს რაღაც მომენტში. ზუსტად ასეთი მეთოდებით ცდილობდნენ ჩადებას. ჩემს შემთხვევაში ჯერ უკანა ჯიბეში, სადაც ვერ მოახრეხეს და მერე წინა ჯიბეში ჩამიცურეს. 

მანდ არ გამოუვიდათ, ის გოგო რომ არა, აუცულებლად იქნებოდა ლაშა ეხლა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის 6-ე პუნქტით დაჭერილი და მოვვისვამდნენ მე და კაციას გვერდზე. მადლობა ამ გოგოს, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთა, ასე რომ იყოჩაღა და გადაარჩინა ლაშა. 

ეს ყველაფერი საჯარო გახდა და ვერ შეძლეს ჩანაფიქრის განხორციელება, ვფიქრობ ამან შეაჩერათ და ასევე იმან, რომ თუ “ამოიღებდნენ ფაქტს” ამდენი ადამიანის, მოწმეების თვალწინ მოუწევდათ დალუქვა და შესაბამისად რომ დალუქავდნენ ლაშას ბიოლოგიური მასალა ზედ ვერ იქნებოდა დატანილი, ჩემ შემთხვევაში მოწმე არ იყო რომ დალუქვა ენახა, ბიოლოგიური მასალა ჩემი თანხმობის გარეშე ხელთათმანით იღლიებიდან და პირიდან ამიღეს და დაატანეს იმ ჩადებულ შეკვრას. 

ასევე ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადამიანების დასაკავებლად სამმართველოს უფროსები, პოლიციის უფროსები არ დადიან თავად და იქ იყო ერთერთო სამმართველოს უფროსი.” – წერია წერილში. 

  • გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა.  არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ “ჯიბეში” რაღაც  ჩაუდეს.
  • რამდენიმე საათის განმავლობაში “ტვ პირველის” ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
  • ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას “ტვ პირველი” თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზე უყვებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved