• რეკლამა
  • კონტაქტი
19:29, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაგების სტუდქალაქში პოლიცია შევიდა – “მაისის სტუდენტური მოძრაობა”

ალია ავტორი - ალია
18:48 02-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364

“მაისის სტუდენტური მოძრაობა” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბაგების სტუდქალაქში პოლიცია შევიდა.

პოსტში აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდება. მათი განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორატს.

“პოლიცია ბაგების სტუდქალაქში შევიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.

2023 წელს ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც “აგენტების კანონის” პირველი ინიციირების შემდეგ სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში, რამდენიმე თვის წინ კი სპეცრაზმმა უნივერსიტეტის ტერიტორია მოქალაქეებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. პოლიცია დღეს კიდევ ერთხელ შედის ბაგების სტუდქალაქში გაუგებარი მიზეზებით.

როგორც ვხედავთ, საუნივერსიტეტო სივრცე ძალოვნების სათარეშო ადგილად იქცა.

ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი საშიშია ცხოვრებისთვის, ვინაიდან აქ არ არსებობს არცერთი საბაზისო პირობა, რომელიც დაკმაყოფილებულია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან განწირულ სტუდენტებს საკუთარი თავის გადასარჩენად უწევთ დათანხმდნენ ამ უპირობობას, რადგან ერთადერთი შესაძლებლობა აქვთ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ და იქნებ როგორმე მოახერხონ განათლების მიღებაც.

მეორე მხრივ სტუდენტები სახელმწიფოს მჩაგვრელი ინსტიტუტების პირისპირ კიდევ უფრო დაუცველები არიან ამ პირობებში. ვინაიდან პოლიცია თავისი ნებით შედის 300 კაციან საცხოვრებელში ისე, რომ არ ასაბუთებს, რატომ აკეთებს ამას, ამავდროულად მათ არ ახლავს ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მეტიც, დასაბუთების თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხლების დროსაც, პოლიციას არაფერი ესაქმება სტუდენტურ საცხოვრებელში.

ბაგების სტუდქალაქში უღირს და ცხოვრებისთვის საშიშ პირობებთან ერთად სტუდენტები პოლიციური რეიდებით საჩუქრდებიან.

ეს “ქართული ოცნების” ხელწერაა – სტუდენტების სიღარიბისთვის, უთანასწორობის, უქონლობის, შრომით ექსპლუატაციაში ცხოვრებისთვის გამეტება, ამავდროულად კი ამ ჩაგვრაზე პასუხის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის დროს ცემით, დასახიჩრებით და დაპატიმრებით პასუხი.

რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო ბიუროკრატია უსუსტესია, მეტიც ის ეკონომიკურად და ფიზიკურად მჩაგვრელი სახელმწიფოს პირდაპირი მხარდამჭერი და აგენტია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორატს, რომლებმაც უნივერსიტეტის კარები გაუღეს “ქართული ოცნების”სადამსჯელო პრაქტიკებს,” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved