• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა დროს ხელის ჩაქნევაა, პირიქით, მცდელობა უნდა გავაორმაგოთ” – ევროკავშირის ელჩი

ალია ავტორი - ალია
20:49 02-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“პატივცემულო ელჩებო, დიპლომატიური კორპუსის წევრებო, მედიამენეჯერებო, ჟურნალისტებო და მეგობრებო

ჩემთვის დიდი პატივია და, ასევე, სასიამოვნოა, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგესალმოთ ყველას და ერთად ვიზეიმოთ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მეცამეტე დაჯილდოება. ეს არამარტო დაჯილდოების ცერემონიაა, არამედ იმ ფუნდამენტური როლის აღნიშვნაა, რომელსაც ჟურნალისტები ასრულებენ დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების დაცვის და საზოგადოებამდე სიმართლის მიტანის საქმეში.

თუმცა, თვალს ვერ დავხუჭავთ იმ თვალშისაცემ რეალობაზე, რომლის ფონზეც მიმდინარეობს დღევანდელი ცერემონია. ჟურნალისტებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობა ძალზე მძიმეა. გარემო სულ უფრო მტრულია; მუქარა და ძალადობა, რომელსაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, იმატებს. დღეს ზეიმის დრო არ არის, თუმცა სწორედ ასეთ დროს უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე ჩვენი ვალდებულების წინაშე – პატივი ვცეთ და დავიცვათ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

ყველანი ვხედავთ, როგორ სწრაფად და შემაშფოთებლად უარესდება მედიის თავისუფლება საქართველოში. ჟურნალისტებს აშინებენ, სცემენ და აპატიმრებენ. რა დანაშაულისთვის? სიმართლის თქმისთვის. იმისთვის, რომ ახმოვანებენ მათ სათქმელს, ვინც უკვე გააჩუმეს; იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელენ; რომ დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ.

დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ეს მიუღებელია. იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს.

ამ რთულ დროს, უნდა გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და განუხრელი სოლიდარობა იმ ჟურნალისტების, ოპერატორების, ფოტოგრაფების და მედია მენეჯერების მიმართ, ვინც საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად მზარდი საშიშროებისა. ისინი დემოკრატიის მცველთა წინა ხაზზე არიან და მათ სიმამაცეს ჩვენი სრული მხარდაჭერა სჭირდება. ამის ატანა არ შეიძლება და ეს არ არის საქართველო, რომლისაც გვწამს.

დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. უკვე 37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. მისი მხრიდან ეს საოცარი სიმამაცის და მიზანდასახულობის აქტია. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული – [მოდით მივესალმოთ მზიას და ყველა მათ, ვინც დაკავებულია]

მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც გველოდება, ჩვენი მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ ურყევია. ეს არამარტო პრიორიტეტია, არამედ ფაქტია.

ბევრი წლის განმავლობაში გვჯეროდა, რომ მთავარი ამოცანა საქართველოში პროფესიული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა იყო. სწორედ ამისთვის ხარისხიანი, ეთიკური ჟურნალისტიკისა და მედიაგარემოს განვითარებისთვის დაარსდა ეს პრიზი. დღეს უკვე ვიცით, რომ ის უფრო მეტს ნიშნავს. ის საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება თავისუფალ სიტყვას და გამოხატვის თავისუფლებას.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც განაცხადი შემოიტანა. თქვენი ერთგულება, სიმამაცე და ამბის მოყოლის უნარი საზოგადოებას ფასდაუდებელ სამსახურს უწევს, განსაკუთრებით ამ რთულ დროს.

როგორც ნებისმიერ კონკურსში, რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ ჟიურის, რომელთა პროფესიული გამოცდილება და კეთილსინდისიერება ფასდაუდებელი იყო შერჩევის პროცესში ეკა ბასილაია, ეკა ტოგონიძე, ია ბერსენაძე და ნათელა გრიგალაშვილი.

დიდი მადლობა ჩვენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს. თქვენი ნამუშევრები ჟურნალისტიკის მდგრადობისა მაგალითია, თქვენს მიერ მოთხრობილი ამბები კი იმედისა და სიმართლის სიმბოლოები.

დაბოლოს, დღეს, როდესაც ჟურნალისტიკა უპრეცედენტო სირთულეების წინაშე დგას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მედიისადმი ერთგულებას და მის მხარდაჭერას. რა დროს ხელის ჩაქნევაა, პირიქით, მცდელობა უნდა გავაორმაგოთ. სწორედ ამის იმედით მინდა დავაანონსო, რომ 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, შევძლებთ გამოვაცხადოთ შემდეგი, მეთოთხმეტე კონკურსი – ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“,- განაცხადა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved