• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზად ვართ, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში განვალაგოთ – დიდი ბრიტანეთი

ალია ავტორი - ალია
18:03 02-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ იგი მზადაა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს, რათა ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება აღსრულებული იყოს.

“გაერთიანებული სამეფო მზად არის, მოწინავე როლი შეასრულოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარების მხრივ. ეს მოიცავს სამომავლო დახმარებას უკრაინის ჯარისთვის – რისთვისაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო წელიწადში £3-მილიარდიანი ვალდებულება, სულ მცირე, 2030 წლამდე.

მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ვიყოთ მზად და გაგვაჩნდეს ნება, წვლილი შევიტანოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი სამხედროების გაგზავნის მხრივ. ამას ჰაერზე არ ვამბობ. ძალიან ღრმად განვიცდი პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს პოტენციურად ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საფრთხის წინაშე დაყენებას.

მაგრამ ნებისმიერი როლი იმაში, რომ დავეხმაროთ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის მხრივ, ნიშნავს ხელშეწყობას, რომ გარანტირებული იყოს ჩვენი კონტინენტისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამ ომის დასასრული, როცა ეს დადგება, არ შეიძლება იყოს უბრალოდ დროებითი პაუზა, სანამ პუტინი ხელახლა გადაწყვეტს თავდასხმას”. – წერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

Telegraph-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან ღიად განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანელი სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავს, ხოლო მისი მხრიდან ეს ნაბიჯი წინ უსწრებს 17 თებერვალს ევროპელ ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას პარიზში.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზში გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და დანიიდან კოლეგებს უმასპინძლებს, რათა საპასუხო ნაბიჯები შეიმუშაონ. შეხვედრაზე ასევე იქნება NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.

პარალელურად, ამავე დღეს რუსეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საუდის არაბეთში შეხვდებიან, რათა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყონ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუდის არაბეთის შეხვედრაში არ მონაწილეობს უკრაინული მხარე.

ცნობისთვის,16 თებერვალს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ ევროპული ქვეყნების მთავრობებს კითხვარი გაუგზავნა იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ აშშ-სგან, რათა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით იყოს უზრუნველყოფილი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ვაშინგტონმა “მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მდგრადი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნასა და ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან წინადადებების წარდგენას მოველით”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved