• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზამ ₾270-მილიონიან ტენდერში ერთადერთ ვარიანტად რუსული ქარხანა დატოვა

ალია ავტორი - ალია
17:05 02-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
947

საქართველო რკინიგზამ ₾270-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა კომპანიას, რომელიც ლოკომოტივების რემონტს უკრაინასა და ლატვიაში სთავაზობდა. შედეგად, დარჩა ერთადერთი მონაწილე – შპს “გორგია”, რომელიც რემონტს რუსეთში ჩაატარებს.

ტენდერი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მასში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს “გორგია”, რომელიც ჩელიაბინსკის და ტამბოვის ქარხნების მომსახურებას სთავაზობდა რკინიგზას და “სკინესტ რეილ ჯორჯია”, რომელიც რკინიგზას ლვოვის და დაუგავპილსის ქარხნების მომსახურებას სთავაზობდა. “სკინესტის” შეთავაზება 266.8 მილიონი ლარი იყო, მაგრამ საქართველოს რკინიგზის სატენდერო სხდომის ოქმის თანახმად, მას დოკუმენტაციის ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

ტენდერის პირობებით, 47 მოძველებულ ლოკომოტივს კაპიტალური რემონტი უნდა ჩაუტარდეს.

მიმდინარე ტენდერში დარჩენილი ერთადერთი კომპანია შპს “გორგია” საქართველოს რკინიგზის მიმწოდებელი გახდა სხვა ტენდერების მეშვეობითაც. შპს გეორგიამ 2024 წლის მარტში გაიმარჯვა საქართველოს რკინიგზის 54-მილიონიან შესყიდვაში სადაც ერთადერთი პრენტედენტი იყო. ტენდერი 8 თბომავლის და 8 ელმავლის შეკეთებას შეეხებოდა. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ჩელიაბინსკისა და მოსკოვის ქარხნების მიერ სრულდება.

შპს “გეორგიამ” 2023 წლის დეკემბერში ასევე გაიმარჯვა 13 ახალი ლოკომოტივის შესყიდვის $80.5-მილიონიან ტენდერში, რომლითაც კომპანია ვალდებული იყო საქართველოს რკინიგზისთვის მიეწოდებინა რუსული კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ახალი ლოკომოტივები, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საქართველოს რკინიგზამ ამ შესყიდვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ბიზნესრეესტრის თანახმად, შპს “გეორგია” 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილია.

რაც შეეხება კომპანია “სკინესტ რეილ ჯორჯიას”, ის ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის მიერ არის დაფუძნებული. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს და ის ესტონური “სკინესტ რეილის” საკუთრებაშია.

კომპანიამ 2023 წელს გაიმარჯვა რელსების შესყიდვის 17-მილიონიან ტენდერში, ხოლო 2020 წელს კი საქართველოს რკინიგზისთვის ტრანსფორმატორების მიწოდების 10-მილიონიან ტენდერში.

bm.ge

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved