• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც ფილარმონიაში ხდებოდა, ეგ ლოკალური და კონკრეტული ამბავი არ არის” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:34 02-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
674

გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

იუმორინას სცენაზე, იმ ხალხის გარდა ვინც იქ ნახეთ, უკვე იდგა თვეების წინ ათობით მუსიკალური ჯგუფი და ასობით სუბიექტი, როცა ოცნება არიგებდა შაბაშებს. ფაქტია, რომ ქვეყანაში გვყავს ასობით სასცენო სუბიექტი, რომელთათვისაც სიტყვა ,,ვიკადრებ”-ს აქვს კონკრეტული ფასი და ვერანაირი მორალური და ემპათიური ბარიერი, რაც უცნობებისგან მოდის, ვერ დააბრკოლებს მათ ,,კადრებას”.
დარბაზში, რომ ხალხი იჯდი, მასეთია მოსახლების 20-30%, რომელიც ყველა ბოროტი კი არ არის, იმდენად ვიწრო ცნობიერება აქვს, რომ კონტესტის აღქმა უჭირს, უბრალოდ ვერ აუხსნი, რომ რომც გეცინებოდეს და გილხინდეს, ნებისმიერ დროს, ეს ლხინი ან უნდა გადადო, ან უნდა შეიყუჟო, რომ ჭირისუფალს არ ააფარო სახეზე შენი მხიარულება.
უნდა ვაღიაროთ, ქვეყანაში ძალიან ჭირს კონტექსტის გააზრება და ეს მხოლოდ ფილარმონიაში მყოფ ხალხს არ ეხება, არც ღია და ფარულ ქოცებს, მოსახლეობის 50%-ს კონტესტის აღქმა არ აქვს და ზოგის შემთხვევაში, ეს იმიტომ არ არის შესამჩნევი, რომ უმეტესიბას დღისწესრიგი, ან ბაბლი აქცევს ისეთ დინებაში, რომ ინდივიდის დონეზე ნაკლებად ავლენს. ასე, მაგალითად, ფილარმონიასთან ხალხის შერცხვენას პოზიტიურად გამოეხმაურა ის ხალხი, ვინც ომის მერე მიშას გამართულ კონცერტებზე ტაშს უკრავდა; ან ტარიელ ჭანტურიას ვერ გაუბედა, რომ რაიმე ჯილდოს აღება არ იქნებოდა კარგი, კონკრეტულ სცენაზე, კონკრეტული კონტექსტით… მახსოვს ძალიან სამარცხვინო, პოპულისტური და ქრინჯი კლიპი ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი”, რომლის გადაღებაზე და პოპულარიზაციაზე მილიონები დაიხარჯა, როცა დევნილის დახმარება 30 ლარიც არ იყო და უმეტესობა სარდაფებში, ნესტში და უბედურებაში ზრდიდა შვილებს.
ბევრი მაქვს ნაფიქრი და ვერ ვაკეთებ დასკვნას, ისეთი ვიწრო ცნობიერების და უკონსტრსტო ადამიანების შერცხვენას, როგორებიც ფილარმონიაში იყვნენ, რაიმე შედეგი მოაქვს, თუ არა, ამის უფლება გვაქვს თუ არა… მეც ვუვარდები ხოლმე შესარცხვენად ნაცნობ კომფორმისტ მედროვეებს, რომელთა უკონტექსტობა მაცოფებს, მაგრამ არ ვიცი სწორს ვაკეთებ თუ არა.
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ რაც ფილარმონიაში ხდებიდა, ეგ ლოკალური და კონკრეტული ამბავი არ არის არც მხოლოდ ქოცური, კონტექსტუალურად მაგ სცენაზე უკვე იდგა და ხვალაც დადგება 500-1000 ადამიანი, ვინც სცენაზე გვინახავს ბოლო 30 წელი, მაგ დარბაზში დაჯდება მოსახლეობის 30%… ასე, უცნობ ხალხთან მივარდნა, კარგია, თუ ცუდი, როგორც ზემოთ ვთქვი, არ ვიცი… ეს ზუსტად ვიცი, რომ ბევრად ეფექტური იქნება, ასეთ კონტექსტისგან დაცლილ, ან ყველაფრის მკადრებელ ხალხს, რომელიც ყველას გვყავს, პირადად და ინდივიდუალურად თუ ავუხსნით, რომ ქაჯურად იქცევიან, რომ გვრცხვენია მათი და ჩავაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში… ჯემალ ბაღაშვილს დასცინო, ან შეაჩვენო და მეორე დღეს სადმე ვიწრო წრეში რეგიონის ხალხთან ჩაბუჟბუჟდე, ან უნიჭო კომიკოსი შეარცხვინო და ლია სტურუას წიგნის პრეზენტაციაზე იარო, არც სწორია და არც ლოგიკური… თუ გვინდა, რომ ადამიანებმა კონტექსტის განცდა ისწავლონ, რაც შინაგანად არ აქვთ, ან ფულის გამო აიგნორებენ, უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და მხოლოდ ფილარმონიაში კი არა, სახლებში, სამეგობრო წრეში, უახლოეს გარემოცვაში უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენიანებს, რომ არიან უკონტექსტო ქაჯები და მათი უკონტექსტობა სირცხვილია – რისიც გვერიდება, ვერ ვბედავთ, რისი გამბედაობაც არ გვაქ (მე დავკარგე უახლოესი ხალხი ასეთი პირდაპირობის გამო და იმიტომ დავკარგე, რომ მარტო აღმოვჩნდი ამ გულწრფელ სინანულში, სხვა მეგობრებმა გაუტარეს, არ დაუდგა კომფორტის ზონის რღვევის პრობლემა და დამაიგნორა, სხვებისგანაც რომ ეგრძნო იგივე, არ წავიდოდა ,,კადრებაზე”, რადგან რაღაცას იმიტომ კადრულობ, რომ მერე გემო ჩაატანო კადრებით ნაშოვნს, როცა გარემოცვა გიმწარებს ამ ,,კადრებით” ნაშოვნს, აღარ კადრულობ, თუ გარემოცვა შენთან ერთად ირგებს იმას, რაც კადრებით გამოიმუშავე, არ შეიცვლები, კიდევ იკადრებ)… ასე ჯგუფურ შეკრებებზე, ამ ხალხს დისკომფორტს ვერ შევუქმნით, ადამიანს დისკომფორტი ექმნება, როცა ახლობელი, საკუთარი გარემოცვა აგრძნობინებს, რომ სამარცხვინოდ იქცევა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved