• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაკრონს ნატვრა აუხდა – როგორ ფიქრობთ, რატომ ინატრა სტრატეგიული ბუნდოვანება?” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
17:32 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
483
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ბოლო 48 საათის განმავლობაში ამერიკის უმაღლესი სამთავრობო წრეებიდან იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გამოვიდა უკრაინასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია გაერკვე კონკრეტულად რა ხდება და რა მოხდება. ადვილად პროგნოზირებად, კლასიკურ მოსაწყენ პოლიტიკას მიჩვეული და ამ თარგზე გამოწვრთვნილი ინტელექტუალები დაიბნენ.
დაბნეულობას სხვადასხვა ტიპის ადამიანი განსხვავებულად ხვდება. მაგალითად, საოპერაციოში, მოულოდნელობით გაბრუებული “უმწიფარი” ქირურგი აგრესიულ ტალღაზე გადადის, ხან ინსტრუმენტს მოისვრის იატაკზე, ხან ასისტენტს ან ექთანს დაუღრიალებს, რომ საკუთარი უსუსურობა ამით გადაფაროს. “მწიფე” პროფესიონალი კი არც მეტი, არც ნაკლები ხუმრობას იწყებს; ჯერ საკუთარ თავს დასცინებს უგერგილობისათვის, მერე კი დაძაბულობის პიკი რომ გაიფანტება, გახალისებულ გუნდთან ერთად მოქმედებას იწყებს.
ცხოვრების სხვა ასპექტებშიც ასეა. ადამიანის “სიმწიფე” კრიტიკულ მომენტებში მისი მოქმედებით და ქცევით ფასდება. ეს სპეც-სამსახურებმაც შესანიშნავად იციან და ამ ეფექტზე აგებენ საკუთარ პროპაგანდისტულ “ბომბებს”, სადაც “შრაპნელად” მოხალისე, პანიკიორ იდიოტებს იყენებენ.
დაახლოებით ერთი წლის წინ თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა : -ახლა მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, სტრატეგიული ბუნდოვანება გვჭირდებაო -. მაკრონს ნატვრა აუხდა.
ისე, როგორ ფიქრობთ, რატომ ინატრა სტრატეგიული ბუნდოვანება საფრანგეთის პრეზიდენტმა?
აგერ სამი წელია ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე. მსოფლიო პოლიტიკა კლასიკური ჩარჩოებიდან არცერთხელ არ გამოსულა. ყველაფერი გასაგები და ადვილად პროგნოზირებადი იყო. გაამართლა?
ახლა კი არავის არანაირი პროგნოზი არა აქვს. იცით რატომ? იმიტომ რომ ცდილობენ კლასიკური პოლიტიკური ფორმულებით განჭვრიტონ მომავალი და ეს ფორმულები ამჟამინდელ სიტუაციაში ისეთივე უსარგებლოა, როგორც კლასიკური მექანიკის კანონები კვანტურ მექანიკაში. სხვა განზომილებასთან გვაქვს საქმე. კარგია თუ ცუდი ეს ახალი განზომილება, ჩვენ არ ვიცით; ვიცით მხოლოდ ის, რომ ამ განზომილებაში ვართ და იქედან ვერ გამოვალთ.
როგორ იქცევა ამ განზომილებაში ქართული მოაზროვნე სექტორის გადამწყვეტი უმრავლესობა? როგორ და “უმწიფარი” ქირურგივით. გაანჩხლებული ისვრის “ინსტრუმენტებს” იატაკზე და ლანძღავს უდანაშაულო “ასისტენტებს”.
და ეს მაშინ, როდესაც მთავარ იმედად ამერიკული დახმარება მოიაზრება, ლანძღავს ამჟამინდელ ამერიკულ განზომილებას და ნიჰილიზმსა და აგრესიას აგრძელებს.
მათ, ვისაც არ სურთ “შრაპნელად” ემსახურონ ფსბ-ს პროპაგანდისტულ “ბომბებს”, ცოტა მეტი დაფიქრება მართებთ. გაიცინეთ, იხუმრეთ, საკუთარი უგერგილობა გაამასხრეთ და მერე გზაც გამოჩნდება. გახსოვდეთ, სტრატეგიული ბუნდოვანება უმძლავრესი ფსიქოლოგიური იარაღია, თუკი სწორად გამოიყენებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved