• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლიტიკურ კრიზისს ვხედავთ”– ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესპიკერი

ალია ავტორი - ალია
17:10 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა, ტვ პირველთან, თქვა:

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ყველა ჟურნალისტის და უდანაშაულო ადამიანის გვერდით, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის და მათი ღირებულებებისთვის. ვგმობთ დაშინების აქტებს, რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

ჩვენ ეს დავინახეთ და რეაგირებაც მოვახდინეთ. ბოლო ქეისი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაკავება ყველაზე სამწუხარო იყო, რადგან ის არის სიმბოლო ყველა იმ ადამიანისა, რომელიც უსამართლოდ დააკავეს და ციხეში ჩასვეს. ამჟამად, ის შიმშილობს და ჩვენ მოვითხოვთ მისი და ყველა უდანაშაულო ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ ნორმალურ გარემოს და სიტუაციის დეესკალაცია უზრუნველყონ.

ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ფინანსურ მხარდაჭერას და მათ ინვესტირებას იმ ფულით, რომელიც გადამისამართდა და საუბარია 8.5 მილიონ ევროზე და ასეც გაგრძელდება. ჩვენ ასევე გვინდა ფული ჩავდოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ჩვენ ვმსჯელობთ ახალ გზებზე, როგორ შეგვიძლია ზეწოლის გაძლიერება პასუხისმგებელ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში.

ჩვენ განვიხილავთ სხვა ვარიანტებსაც. პირველ რიგში, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე შევაჩერეთ პირდაპირი დახმარება და 128 მილიონის ფინანსური დახმარება. რაც შეეხება საბჭოს, მათ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ასე, რომ ევროკავშირი მზადა, დამატებითი ზომების გასატარებლად

ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ გუშინ დამტკიცდა ევროპარლამენტში და ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. საქართველოში მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას და პოლიტიკურ კრიზისს ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსვლის გზა იპოვოს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved