• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაადრევი ჩანს ქოცთ სიხარული, დასავლეთი უკრაინას რუსეთს მიყიდის, ხოლო ხურდაში კი ჩვენც მიგვაყოლებსო” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:27 02-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24,039

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ნუ დახოცეთ აქ ერთმანეთი იმის განჭვრეტაში, ‘გაყიდის” თუ არა ტრამპი უკრაინას, ბოდიში და დაიკიდებს თუ არა ბოლომდე ევროპას. ძალიან გულდასმით ვუსმინე პუტინთან მისი საუბრის შემდეგ, ტრამპის ბოლო ორ პრესკონფერენციას. ჩემი აზრით, შექმნილი ვითარების საშიშროებაცა და პერსპექტივაც ამაშია, რომ არც პრეზიდენტს არც მის ადმინსტრაციას წარმოდგენა არ აქვთ , რა შედეგამდე მივა მისი ინიციატივები. (როგორც ჩანს ეს მარტო მდინარაძეებმა იციან და ამიტომ, ხარობენ) შესაბამისად , თავად ტრამპმა არ იცის, თუ რას იზამს ტრამპი ხვალ .

ტრამპის გამოსვლებიდან ისე ჩანს , თითქოს დღეს მისი მთავარი აკვიატებაა, რამენაირად დაუმტკიცოს ამერიკელებს, რომ მან ბაიდენის პოლიტიკის საპირისპირო პროცესი დაიწყო და მშვიდობის მოტანა სურს. საუბრობს მილიონობით მსხვერპლზე. და ყოველ წამს იმეორებს, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი ომი არ დაიწყებოდაო. ბაიდენისგან განსხვავებით პუტინს შევხვდები, ბაიდენის ვოვას არ ეშინოდაო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება , თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოინელა ბაიდენთან ხუთი წლის წინანდელი მარცხი , ჩაიხვია და უფრო ჯოს აჩრდილს ებრძვის, ვიდრე რეალურად პრობლემებს აგვარებს. ამიტომ, ამბობს და აკეთებს ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს რასაც წინა ადმინისტრაცია ამბობდა და აკეთებდა. ჩემთვის, ჯერ ესაა სახეზე.

შედეგეგზე ჯერ ჯერობოთ დუმს. ფასები გაიზრდება? ვნახოთ. ტერიტორიები რუსეთს დარჩება? ვნახოთ. “წინასწარ ვერ გეტყვით. შედეგებს დავაკვირდებით.” რამდენიმე ახლხან გამოცემული დირექტივა , იგივე კანადასთან და მექსიკასთან ტარიფების შემოღების შესახებ, უკვე შეაჩერა. მოკლედ, დიდი ბახკანალია.

ეს პროცესი ძალიან რთული და სახიფათოა. იქცევა ტრამპის პოლტიკა ეკონომიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მაშველ რგოლად? ძალიან ეჭვი მეპარება. ყოველ შემთხვევაში, ტრამპის არანორმალური ეგოცენტრიზმის და ნარცისიზმის პირობებში, ძნელი წარმოსადგენია მან პუტინს იმაზე მეტი დაუთმოს, რაც საკუთარი გამარჯვებულის იმიჯის შენარჩუნებას სჭირდება.

მისმა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადმა პოლიტიკამ ბოლოს და ბოლოდ შეიძლება აიძულოს ევროპა საკუთარი ეკონომიკური წონის შესაბამის სამხედრო – პოლიტიკურ ფაქტორად იქცეს, თუნდაც ევრაზიული კონტინენტის დასავლეთში. ეს ფიცოზე და ორბანზე არაა დამოკიდებული. ისე, მაგრად ვიცინებ, თუკი საკუთარი საქციელით ეს ორი ძალიან ამოუყვანს ყელში ევროკავშირის დამფუძნებლებს, პირველ რიგში კი მათ მთავარ დონორს გერმანიას და ისინიც გაბრაზებულები ეტყვიან, არ გინდათ? გადით? აი ფიცო ორბანის ცირკი მაშინ დაიწყება, ეგება ფეხებით დაკიდონ საკუთარმა ამომრჩევლებმა.

ევროპის დიდ ქვეყნები, პლუს პოლონეთი და ბალტიელები კარგად ხვდებიან, რომ პუტინის გამარჯვება უკრაინაში მათი მშვიდობიანი და მაძღარი ცხოვრების დასასრულს ნიშნავს. ანუ აგრესორი მანამდე უნდა შეაჩერო ვიდრე კარზე მოგიბრახუნებს. თორემ, დათვს ბაბაიას ძახილით რომ დააშშმინებ, ამის ხომ მხოლოდ ქართველებს გვჯერა? შესაბამისად, ევროპას, სიამოვნებს ეს თუ არა , უწევს უკრაინის გვერდით ყოფნა.

ამიტომ, ჯერ არაფერია გარკვეული და შესაბამისად ნაადრევი ჩანს ქოცთ სიხარული, დასავლეთი უკრაინას რუსეთს მიყიდის, ხოლო ხურდაში კი ჩვენც მიგვაყოლებსო. რუსეთის გავლენის ზონაზე მიწებებით ყველა ფეხზე დაგვიკიდებს აქ რა ტიპის მმართველობა იქნება , რასაც გვინდა იმას ვიზამთ და ხელისუფლებაში ვიქნებით და ვიქნებითო. ეს ზმანებები ნამეტანი ნაადრევია. თუმცა ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად და კარგად უნდა გვესმოდეს რომ მხოლოდ ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია როგორი ქვეყანა გვინდა იყოს საქართველო და სადაა ჩვენი სახელმწიფოს ადგილი. ჰო, მას ბრძოლა უნდა, რახან ასეა, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved