• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია… ახლა დარჩა ორი რამ…” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:06 02-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,242

ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც არ ცნობს ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობას და ახალ არჩევნებს და ივანიშვილის მოკავშირეების დასანქცირებას ითხოვს, ძალიან მნიშვნელოვანს და უკიდურესად მძიმეს უწოდებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია. მისი შეფასებით, საყოველთაო პროტესტმა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის და მედიის ერთიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.

“ინტერპარტიული ჯგუფის მიერ შესწორებები ყველა გავიდა, გარდა იმისა რასაც სპეკულირებს “იმედი”, რომ თითქოს ინიციატივა იყო პრო-„სამთავრობო“. ამაზე მძიმე რეზოლუცია წარმოუდგენელია. ახლა დარჩა ორი რამ: აღსრულება ბრიუსელში და პროტესტის გაძლიერება და გაფართოება საქართველოში. დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება.

მნიშვნელოვანია ეკონომიკური სანქციები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მხრიდან. ევროპაში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ თუ ერთიანი სანქცია ვერ იქნა ევროკავშირის მხრიდან, მოგეხსენებათ უნგრეთის და სლოვაკეთის პრობლემა, იქნება ცალკეული ქვეყნების სანქციები. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს ქონება აქვს საფრანგეთშიც, რომლის მოქალაქესაც ის წარმოადგენს საქართველოსთან ერთად.

ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან მნიშვნელოვანი ერთსულოვნებაა. ვფიქრობ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის ნებამ და რუსთაველზე გამართულმა პროტესტებმა და ბევრი ვიმუშავეთ ჩვენ ოპოზიციონერებმაც, ვინც აქ ვიყავით და კოლეგებმაც თბილისიდან, ყველა თავის პარტიულ ჯგუფს ეკონტაქტა და მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ. ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი, ხალხის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების  და არ გამომრჩეს მედიის როლი, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტშია აღიარებული.

ერთად შევძელით. ეს მოხდა ევროპარლამენტში, ევროსაბჭოშიც და რაც მთავარია მოხდება საქართველოში,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved