• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოწმე, სესხი, ინვესტიცია და ჯილდო – “თურნავამ კანონდარღვევაში ამხილა ივანიშვილი” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
18:34 02-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,772

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

შარშან საქართველოა ეროვნულმა ბანკმა ბანკი “ქართუ” დააჯარიმა და ეს ინფორმაცია საჯარო გახადა. ცოტა უცნაურად კი მეჩვენა ეს ფაქტი და პოსტიც გამოვაქვეყნე ამ საკითხზე. გასაკვირად იმიტომ მეჩვენა, რომ “ქართუს” ვერავინ გაუბედავდა დაჯარიმებას. ასეთი ფაქტი უკანასკნელად 2006 თუ 2007 წელს მოხდა, როცა მე ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი კი მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მთავარი პარტნიორი და დამფინანსებელი.
ჩემს პოსტზე ეროვნულმა ბანკმა მომენტალურად მოახდინა რეაგირება, გაავრცელა რა ვრცელი განცხადება, რომლის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ თურმე არაა საჭირო ერთ-ერთი ბანკის დაჯარიმებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, რადგან განსაკუთრებული არაფერი ხდება და ამ განცხადებას თან დაურთო ყველა იმ ბანკის სია, რომელიც ბოლო წლებში იქნა დაჯარიმებული.
თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული: ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად, ივანიშვილის მოთხოვნით დააჯარიმა ბანკი “ქართუ” და შეგნებულად გაასაჯაროვებინა ეს ფაქტი ეროვნულ ბანკს. ამის მიზანი დღეს გაირკვა: ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვლეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მოგვევლინა “მოწმედ” ივანიშვილის სასარგებლოდ, აღნიშნული დაჯარიმება კი მთავარ არგუმენტად მოიშველია. იგი ამტკიცებს, რომ “ქართუმ” თურმე წესების დარღვევით გასცა ბაჩიაშვილზე სესხი, თანაც ივანიშვილის, როგორც ბანკთან “დაკავშირებული პირის” მონაწილეობით და 8 წლის მერე გადაწყვიტა ბანკის (და ივანიშვილის) დასჯა.
სასაცილოა ხომ? თურნავამ გაბედა და კანონდარღვევაში ამხილა ივანიშვილი და “ქართუ”.
რატომ სჭირდებოდათ ეს? ამით ეროვნული ბანკი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მარეგულირებელი ნორმების დარღვევით გაცემული ფული სესხი კი არ არის, არამედ ივანიშვილის “ინვესტიციაა”.
თავისთავად, მიმდინარე სასამართლო დავა მრავლმხრივ საინტერესოა, მაგრამ აქ მთავარი მაინც არის ერთი რამ- ქვეყნის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის ნულამდე დასული და იგი ივანიშვილის პირად ბანკირად და “ქართუს” ბროკერად იქცა.
თურნავა კი შესრულებული სამუშაობისთვის დაჯილდოვდება – ის მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოგვევლინება.

3 მთავრობის ჩინოვნიკი სებ–ის პრეზიდენტად დაინიშნა – გაიზიარებს, თუ არა, სებ–ის საბჭო პასუხისმგებლობას მის გადაწყვეტილებებზე?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved