• რეკლამა
  • კონტაქტი
14:42, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო… მინდა მოგიყვეთ ისეთი დეტალები, რაც არ მითქვამს” – ნენსი ვოლანდი

ალია ავტორი - ალია
21:43 02-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,045
სოციალურ ქსელში, ჯგუფ “დაიტოვეს” თანადამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი:
ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს ამ თემაზე, მაგრამ ამ პოსტს დავწერ და მერე ვაპირებ, რომ ცოტახანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო. ეს იმისთვის რომ გონზე მოვიდე ისევ. არავითარ შემთხვევაში არ ეგონოს ვინმეს რომ გავჩერდები, უბრალოდ სადღაც ვხვდები, რომ უკვე იმაზე მეტ პასუხიმსგებლობას მაკისრებს ბევრი ადამიანი ვიდრე შემიძლია და დარწმუნებული ვარ რომ ვერ გავუმართლებ მოლოდინებს.
როგორც იცით, უკვე მეორედ გაჩხრიკეს ჩემი სახლი და მინდა მოგიყვეთ ისეთი დეტალები, რაც არ მითქვამს.
პირველ რიგში, ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე როცა მითხრეს რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის.
სახლში მქონდა ბაბუაჩემის ნაქონი ორი 60იანი წლების ძველებური კამერა, რომელშიც ფირიც კი არ იყო. როცა მკითხეს რა არის, ვუთხარი და ალბათ ჩემს თვალებში ან ხმაში განსაკუთრებული სიყვარული დაინახეს და ეგრევე სტაცეს ხელი, რომ უფრო გავეტეხე ფსიქოლოგიურად.
წაიღეს სახლის კამერა, რომლითაც პაწიკოებს ვუყურებდი, როცა სამსახურში ან აქციაზე ვიყავი, შესაბამისად ეს კამერა ჩემს პირად კადრებს შეიცავს.
ბოლოს რაც მოხდა ეგ ყველამ იცით, დედაჩემზე იძალადა ვიღაც მოქალაქემ. დიახ ბატონო გიორგი, მოქალაქე ხართ, იმიტომ რომ პოლიციელი არ ეუბნება ადამიანს, “წამომყევი განყოფილებაში, არ მინდა უშნო რაღაცები ვაკეთო”
ბატონო ზურა, თქვენ კი ძალიან განიცადეთ როცა დაინახეთ როგორ ცუდად გავხდი, მჯერა რომ იმ წამს შეიძლება რამემ გაგკრათ, მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩემი სახლიდან როგორც კი გახვედით იმწამსვე დაგავიწყდათ რა დღეში გამატარეთ.
გოგონა, შენი სახელი არ მახსოვს, მაგრამ როცა მეუბნები რომ ჩემი ნახატები იცი და მოგწონს და მეორე ხელით ამ ჯოჯოხეთში იღებ მონაწილეობას, სხვანაირად მანიშნე რომ “ჩემიანი” ხარ და იქნებ რამე შეიცვალოს კიდეც.
ამ ამბის მერე რა პროპაგანდის მანქანა ამუშავდა ჩემს წინააღმდეგ, მაგას არც აღვნიშნავ, მართლა ყველა ხედავდით მაგას და მეც ვხედავდი ყველაფერს.
მეორე წრეზე წამართვეს ტექნიკა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი ფინანსური მდგომარეობისთვის და ზუსტად იციან ეს. ამჯერად ჩემი კომპიუტერიც, რომელშიც ყველა ჩემი ნახატი ინახება და ის პროექტი რომელზეც მუშაობდნენ. საბენიეროდ, სასწაული ადამიანები მყავს გარშემო და მადლობა რომ ამ ასპექტში ჩემზე იზრუნებთ, ამას აუცილებლად დაგიბრუნებთ, შეიძლება არამატერიალურად, მაგრამ აუცილებლად.
საბოლოო ჯამში ვთვლი და ამას ყოველთვის ვამბობდი რომ პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ ყველამ, ყველას უნდა ჰქონდეს როლი ამ პროცესებში და ისეთი, რასაც გასწვდება და მე საკმარისი და მაქსიმუმი გავაკეთე ყველა ეტაპზე.
ეხლა ჩემზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ეს უსამართლობა მაგიჟებს.
მესამედ თუ მოხვალათ კიდევ, წინასწარ ყველაფერს ამოყრილს დაგახვედრებთ, ზუსტად ისე როგორც ტოვებთ ხოლმე ჩემს სახლს ყოველ ჯერზე.
აქვე ბოდიშს ვიხდი ამ ეგოცენტრული პოსტისთვის, ჩემზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია ხალხი, მაგრამ ვთვლი რომ ყველა ისტორია მნიშვნელოვანია და ყველას მსხვერპლი მისი მასშტაბების მიუხედავად საჭირო და ერთ აგურს დებს ბრძოლაში.
მე მინდა რომ ყველა ერთად ვიყოთ, აპრილში როგორც ვიყავით, ზუსტად ისე, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება სისტემის ის არის, რომ გარკვეულწილად ერთმანეთს დაგვაპირისპირა და თვეების მანძილზე ვიყავი ჩემი თანამებრძოლებისგან არნახული ცილისწამების მსხვერპლი. უბრალოდ გამიმართლა რომ საოცარი მეგობრები და ოჯახის წევრები მყავს.
დავბრუნდები მალე და იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. ბევრი რამე გადამიგორებია ცხოვრებაში და არც ეს იქნება გამონაკლისი. თქვენ კი გთხოვთ რომ ცოტახანი ჩამანაცვლოთ.
დროებით 💖
თეგები: ნენსი ვოლანდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved