• რეკლამა
  • კონტაქტი
14:54, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში კვერცხუჯრედის ფერმაში 100–მდე ტაილანდელი ქალია დატყვევებული – სკანდალური მასალა

ალია ავტორი - ალია
20:18 02-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

ტაილანდური მედია საქართველოში მოქმედ ტრეფიკინგის მასშტაბურ სქემაზე წერს. გამოცემა The Nation-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური სინდიკატის მიერ ორგანიზებული “კვერცხუჯრედების ფერმიდან” დაიხსნეს. მსხვერპლები, რომლებიც ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩამოიტყუეს საქართველოში, ყოველთვიურად იძულებით იყვნენ ჩართულები “კვერცხუჯრედების” მოპოვების პროცედურებში. უმრავლესობისათვის ფული არასდროს გადაუხდიათ. შემზარავი სქემა ტაილანდურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Pavena Foundation for Children and Women გამოავლინა.

კრიმინალები ქალებს 400,000-დან 600,000-მდე ტაილანდურ ბატს დაჰპირდნენ (12-17 000 ამერიკული დოლარი), სანაცვლოდ კი ისინი უცხოელი წყვილების სუროგატები უნდა ყოფილიყვნენ. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქალები იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩნდნენ, სადაც მათ აიძულებდნენ, ყოველთვიურად გაევლოთ კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურები. სუროგაციის შესახებ არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. მათი კვერცხუჯრედები, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებში ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურებისთვის გადააგზავნეს.

ქალები ყოველთვიურად გადიოდნენ ჰორმონალურ პროცედურებს კვერცხუჯრედების სტიმულირებისათვის და იძულებულნი იყვნენ, ინვაზიური სამედიცინო პროცედურები გაევლოთ, რამაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა. მათ, ვინც ამ წესებს არ დაემორჩილებოდა, ციხით ემუქრებოდნენ, თავის დასახსნელად კი სოლიდური თანხის გადახდას სთხოვდნენ.

ტაილანდის ხელისუფლებას ინფორმაცია ერთ-ერთმა მსხვერპლმა, პირობითი სახელით ნა, მიაწოდა. მისმა ოჯახმა თავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი, დაახლოებით 2100 დოლარი, გადაიხადა.

ნას თქმით, ის საქართველოში 10 სხვა ქალთან და ჯგუფის ლიდერ ქალთან ერთად სომხეთის გავლით, მატარებლით შემოვიდა. ჩამოსვლის შემდეგ ღამე სასტუმროში გაატარეს, სადაც ლიდერმა მათ პასპორტები ჩამოართვა. მეორე დილას ქალები ოთხი სახლისგან შემდგარ დასახლებაში გადაიყვანეს.

ნა პირველ სახლში მოათავსეს, სადაც უკვე იმყოფებოდა 60-მდე ტაილანდელი ქალი. მათ უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

მომდევნო დღეს ის მეორე სახლში გადაიყვანეს, სადაც 10 სხვა ქალი იყო. ნა იხსენებს, რომ ჯამში ოთხივე სახლში 100-მდე ქალი ცხოვრობდა. ტერიტორიაზე ხშირად მოძრაობდნენ ჩინელი მამაკაცები.

2025 წლის 30 იანვარს წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელსაც ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი სურაფან თაიპრასერტი ინტერპოლთან კოორდინაციით ახორციელებდა, ტაილანდში დაბრუნება სამმა ქალმა შეძლო. გადარჩენილების თქმით, 100-მდე ტაილანდელი ქალი კვლავ რჩება არალეგალური ქსელის ტყვეობაში.

Pavena Foundation შეშფოთებას გამოთქვამს დანარჩენი ქალების მდგომარეობასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა დანაშაულებრივი ქსელის დასაშლელად და ტრეფიკინგის მსხვერპლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“ამ ქალებმა წარმოუდგენელი ტრავმა გადაიტანეს,” – აცხადებს პავენა ჰონგსაკული, ფონდის პრეზიდენტი, — “მოვუწოდებთ ტაილანდისა და საქართველოს მთავრობებს, დაუყოვნებლივ გადაარჩინონ დარჩენილი მსხვერპლები და დასაჯონ დამნაშავეები”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved