• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!”- კახა ოქრიაშვილი ქართულ ოცნებას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:18 02-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი “ქართულ ოცნებას” მიმართავს.

 

გუშინ დასრულდა ჩემი 21-წლიანი დეპუტატობა. პარლამენტში პირველად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. ასეთივე დამოუკიდებელი დავრჩი ბოლომდე და ვარ ახლაც. 

სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა მიმართაც მქონდა აზრთა ყველაზე დიდი თანხვედრა იმ პერიოდში. შეიძლება ამიტომაც ბევრს არ ვუყვარდი, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც „ქართულ ოცნებაში“, რაც დიდად არ მადარდებდა და არც მადარდებს.

ახლა აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო დე-ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელ მოქმედებებს – ისინი ქაოტურ მოძრაობებს აკეთებენ, რაღაცას მიედ-მოედებიან. ამბობენ, ამერიკული „ფარას“ მსგავსი აქტი უნდა მივიღოთო და საინტერესოა, ე.წ. რუსულ კანონს უნდა დაამატონ, თუ მის ნაცვლად გადმოიტანონ. საქართველო ჩემი სამშობლოა და ყველა ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვართ ამერიკა? მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და ჯარი გვყავს, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ვართ, ამერიკულ კანონის რომ ვიღებთ?! აი, ამ ამერიკას ჩინეთიდან დაწყებული, რუსეთით დასრულებული, ყველა ანგარიშს უწევს, შეურაცხყოფას არავინ აყენებს, ცდილობს, არ დაუპირისპირდეს და თქვენ კი,  კონგრესმენებს და სენატორებს „ჩათლ… ბს“, იაფფასიანებს ეძახით?! ცნობილი კლასიკოსის სიტყვებია, გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯების გადადგმა შედეგების გათვალისწინების გარეშე, შიზოფრენიის პირველი სიმპტომია. ჰოდა, მეგობრებო, კოლექტიური შიზოფრენია ხომ არ გჭირთ?! კარგი, დავუშვათ თქვენ გჭირთ და საქართველოს რას ერჩით – თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა?
მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელისუფლებას – დაიწყოს მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, რომ იქნებ, დარჩნენ პოლიტიკურ სივრცეში და ისე არ გაქრნენ, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“. რაც ცუდი და პრობლემატური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ასეთივე და უარესია ახლაც – არც მაშინ იყო და არც ახლაა  კონკურენცია და ბალანსი პოლიტიკურ ველზე. კონკურენციის გარეშე კი არ არსებობს განვითარება. 

ზუსტადაც, არ ყოფილა პოლიტიკური კონკურენცია 2004-დან 2012 წლამდე, რადგან ხელისუფლება მოვიდა რევოლუციურ ტალღაზე და იგივე მოხდა 2012 წელსაც, რადგან „ოცნებაც“ მოვიდა თითქმის რევოლუციურ ტალღაზე. ახლა „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა შეზღუდოს, დააჩაჩანაკოს, ციხე-ციხე ათრიოს, ფინანსურად გაანადგუროს პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და საერთოდ, ყველაფერი ოპოზიციური, მათ შორის, უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. 

მე უწყვეტი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და ზუსტად ვიცი, რა განწყობებია ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში – ის ხალხიც კი, ვისაც თავში აზრად არასდროს მოსვლია გინება, დღეს „ოცნებას“ ღიად აგინებს. ასე რომ, შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!” – წერს კახა ოქრიაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved