• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეთრ სახლში ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
10:33 02-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

მათი საუბრის თემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება იყო აშშ-ს პრეზიდენტის შეთავაზების ფონზე, პალესტინელები სამუდამოდ გადაასახლონ ომის შედეგად დაზარალებული ღაზის სექტორიდან, პალესტინელთა ტერიტორიიდან.

„ვისურვებდი, რომ მათთვის გაგვეკეთებინა რაღაც სასიამოვნო, რაღაც კარგი, რომ მათ უკან დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონდეთ “, – თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას.

“რისთვის უნდა სურდეთ უკან დაბრუნება? იქ ჯოჯოხეთია,”- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინელების და ღაზის სექტორის შესახებ, სადაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე ომის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა და შენობების 90 პროცენტი დანგრეულია.

ტრამპმა ადრე თქვა, რომ პალესტინელებს „მოეწონებათ“ მისი გეგმა ღაზის სექტორიდან მათი გადაყვანის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტესა და იორდანიაში, გადასახლების შესახებ.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პალესტინელების სამუდამოდ გადასახლებას ღაზიდან იმ ადგილებში, სადაც მათ ძალადობის მიმართ შიშის გარეშე შეეძლებათ ცხოვრება.

ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრს უთხრა, რომ ის და მისი გუნდი განიხილავენ პალესტინელების განსახლების შესაძლებლობას იორდანიასთან, ეგვიპტესთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

ტრამპმა, ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ იკისრებს კონტროლს ომით განადგურებულ ღაზის სექტორზე. “აშშ ექნება ღაზა კონტროლის ქვეშ, და ჩვენ გავაკეთებთ იქ სამუშაოს. ჩვენ დავეპატრონებით მას. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ყველა არ აფეთქებული ბომბის და სხვა იარაღისთვის ამ ტერიტორიაზე”.

ტრამპის თქმით, მას სურს იხილოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ადამიანებს შეაძლებინებს “სამუდამოდ დასახლდნენ ლამაზ სახლებში, სადაც ისინი ბედნიერი იქნებიან და არ ესვრიან და არ მოკლავენ“.

ტრამპი ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) შორის ცეცხლის შეწყვეტას მიიწერს 15 თვეზე მეტი ბრძოლისა და დაბომბვის შემდეგ და სავარაუდოდ, მოუწოდებდა ნეთანიაჰუს გადასულიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ეტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

როდესაც AFP-მა ჰკითხა, რამდენად ოპტიმისტურად იყო განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლის თაობაზე, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „შეეცდებიან“.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპისეულ გეგმას ღაზის სექტორში შეუძლია “ისტორია შეცვალოს”.
ნეთანიაჰუმ, ტრამპს მიმართა, რომ ის არის “ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია ისრაელს თეთრ სახლში”.

ეგვიპტემ და იორდანიამ კატეგორიულად უარყვეს ტრამპის წინადადება პალესტინელების ღაზიდან გადასახლების შესახებ. ტრამპის იდეა დაგმეს ასევე ღაზის სექტორის მცხოვრებლებმა.

ისრაელმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააგზავნაჯ გუფი შუამავალ კატარში, რათა განიხილონ შეთანხმების მეორე ეტაპი. ჰამასმა განაცხადა, რომ 4 თებერვალს დაიწყო მოლაპარაკებები მეორე ეტაპისთვის, რომ ყურადღება გამახვილდა “თავშესაფარზე, დახმარებასა და რეკონსტრუქციაზე”.

ცეცხლის შეწყვეტის პირველი ექვსკვირიანი ეტაპის განმავლობაში, ჰამასმა და ისრაელმა დაიწყეს ღაზაში მყოფი მძევლების გაცვლა ისრაელის საპატიმროში მყოფ პალესტინელებზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთის არეალზე, რის დროსაც 250 მძევალი გაიტაცეს. მათგან 76 ჯერ კიდევ პალესტინელთა ტერიტორიაზეა, ხოლო 34, ისრაელის სამხედროების თქმით, დაღუპულია, წერს AFP-ი.

მათი საუბარი შეეხო ასევე საუდის არაბეთის და ისრაელის ურთიერთობას. ისრაელის პრემიერმა, როცა საუდის არაბეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ლაპარაკობდა, განაცხადა, რომ “მშვიდობა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის არა მხოლოდ შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება”.

ვაშინგტონის შეხვედრის თემაა ასევე ირანი, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს და ლიბანის ჰეზბოლას მოძრაობას. 4 თებერვლის შეხვედრის წინ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ძალით განახლდება, „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა ირანის მიმართ.

AFP-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 19 იანვარს, ისრაელმა დაიწყო საომარი ოპერაცია პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ რეგიონში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved