• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თინათინ ბერძენიშვილი არის დავარცხნილი მამუკა მდინარაძე” – ქეთი ბახტაძე

ალია ავტორი - ალია
20:43 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,701

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი, ქეთი ბახტაძე:

ძალიან ბევრი საკითხი გროვდება ერთბაშად, რაზეც საუბარი მინდება ხოლმე და ისე ხდება, ვერაფერზეც ვერ ვსაუბრობ საბოლოოდ, ვგულისხმობ აქ პოსტვას. დიდი პატივისცემა ყველას, ვინც ამის რესურსს პოულობთ დროითს, ემოციურს თუ სხვას. ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა ესეც, სიმართლის ტირაჟირება.
ახლა ვეცდები აზრები მოვხიკო, რადგან საზმაუს პროტესტის მიმართ კიდევ უფრო მდგრძნობიარე ვარ, ვიდრე უბრალოდ მოქალაქე და გადასახადების გადამხდელი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ორსულმა დავტოვე, უხელფასო შვებულების მაქსიმალური ვადით ვისარგებლე იმ იმედით, რომ იქნებ ოდესმე დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჩემი გააზრებული გადაწყვეტილებით, ჩემი შვილი არ გავწირე დღეებით და ღამეებით არ ჰყოლოდა დედა გვერდით და არ დავუშვი, რომ კიდევ ერთი, თან ძალიან პატარა ადამიანი დატანჯულიყო, რადგან მე ნამდვილად ვიტანჯებოდი მუდმივად მოუგვარებელი ლოჯისტიკური და ორგანიზაციული პრობლემებით, ორგანიზაციული კულტურის ნაკლებობით, დაბალი ხელფასით, დაუმადლებელი და დაუფასებელი შრომის გამო მოტივაციადაქვეითებული ძალიან ნიჭიერი და თავდაუზოგავი თანამშრომლების ყურებით და განცდით, რომ მეც ამ რიგებს ვუერთდებოდი; დაწინაურების ძალინ მცირე პერსპექტივით, ამ პერსპექტივის გაჩენის მიუღებელი გზებით და აქ აღარ ჩავწვრილმანდები კიდევ მერიტოკრატიის ნაცვლად რაღაც ქვემძრომოკრატია როგორ მოქმედებს არხზე (ამას პირადი ბოღმები არ მალაპარაკებს, ჩემი საქმე და პოზიცია მიყვარდა, არსად გადაჩოჩება არ მიცდია). თანამშრომლები, ყოფილიც და მოქმედიც კარგად მიხვდებიან, რაზე ვსაუბრობ.
წუხელ ჩემი უკვე წამოზრდილი შვილით ვიდექი საზმაუს წინ აქციაზე და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რომ არხი, რომელსაც ჩემი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიული წლების ნაწილი დავუთმე და არა ხელფასის გამო (აქვე ვიტყვი, რომ ეს იყო 1500 ლარი ხელშეკრულებით და 1175 გამოდიოდა მგონი დაქვითვით), ჩემს შვილს და თქვენს შვილებს წირავს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი შეიცვალოს, უბრალოდ არ დაიბადოს არანაირი შინაარსობრივი დისკურსი და ორმა ფრევდოინტელექტუალმა მედროვემ, ვგულისხმობ ვასილ მაღლაფერიძეს და გია მურღულიას, იმასლაათონ რაღაცა ღირებულებებზე, რომელსაც ლიტერატურა გვასწავლის თურმე და მათთვის ლიტერატურაშივე რჩება. ვუყუროთ ამ რაღაც “ძველი ხიდის საიდუმლოს” და ვუსმინოთ მაკა ცინცაძეს, რომლის ნევროლოგიურ სტატუსს სპეციალისტს შევამოწმებინებდით, იმ ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობდეთ, სადაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრია მენტალურად არამდგრადი, სრულიად ხილული ნიშნებით.
აქვე ვიტყვი, რომ მე დღემდე ერთგული ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, ჩემი იქ შეძენილი მეგობრების, რომელთაც ისეთი მხარდაჭერა მაჩვენეს ჩემთვის ყველაზე რთულ დროს, რომელიც დღემდე მომყვება და უიმედობის უფლებას არ მაძლევს. დღეს უკვე თანამებრძოლების და თანამოაზრეების გვერდით ვარ და გარედან ვიბრძვი ამ არხის გაჯანსაღებისთვის. მათი ერთგულიც ვარ, ვისი სიჩუმეც შეიძლება დღეს მიკვირდეს. ის შენობაც მიყვარს, რომლის მოძველებული აპარატურა, ელექტროგაყვანილობა და გადამცემები შეიძლება სიმსივნის რისკის ქვეშ გვაყენებდა. დაუშვებელია, ფხაკაძის ლუკმა გახდეს და კორპუსებმა შთანთქოს ისტორიული შენობა და ამხელა მიწის ფართობი, ეს გაანადგურებს და დამბლას დასცემს ისედაც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ ქალაქს.
ბორდის სხდომაზე ყველაფერი იმდენად მკაფიოდ ითქვა და ხელის გულზე იდო, რომ აქ აღარ დაიწყებ პუნქტობრივ განხილვას. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ თინათინ ბერძენიშვილი არის დავარცხნილი მამუკა მდინარაძე, რომელსაც სურს წარმოაჩინოს რომ “მისი” 1100 თანამშრომელი (ჯერ ერთი სრულიად აბსურდული რიცხვი) თურმე დანარჩენ ასთან, მარგინალებთან არიან წინააღმდეგობაში. ეს არის ტყუილი, რაც არ მიკვირს ოდნავადაც, რადგან ხელფასის გეომეტრიული პროგრესიით ზრდასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად გაეზარდა პროპაგანდისტული უნარებიც.
ცდილობს “დაიცვას” არხის თანამშრომლები ჩვენგან, თითქოს ჩვენ პრობლემა გვქონდეს კონკრეტული თანამშრომლების მუშაობასთან. თითქოს ოპერატორებს ვეჩხუბებოდეთ, რატომ არ იღებთ კადრებსთქო ან მემონტაჟეებს ვეჩხუბებოდეთ თვითნებურად რატომ ჭრით კადრებს და ამახინჯებთ აზრებსთქო. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი და აბსურდი. ერთადერთი პრობლემა არის არხის მენეჯმენტთან, რომელიც გვიმრაძისნაირ უღირს ადამიანებს მწვანეს უნთებს და არც ერთი პრეტენზია ქვედა რგოლის თანამშრომლებთან, რომელიც მართლა გმირულად, ზოგი ცხოვრების ნახევარზე მეტია მუშაობს ამ არხზე და ეს ის საქმე არ არის, რომელსაც ხელფასის გამო აკეთებენ. შეიძლება ვინმე არის ასეთიც და უბრალოდ მე არ ვიცნობ.
მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ამ არხმა მომცა, აქ არ ჩამოვთვლი კონკრეტულ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ ისედაც იცნობენ თავს, რადგან გამოცდილებები, რომელიც ამ არხმა მომცა, ცუდიც და კარგიც ჩემთვის არის შეუფასებელი. დროა ერთხელ და სამუდამოდ ყველა მიეჩვიოს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რისიმე გაჯანსაღების პირველი ნაბიჯია, ურომლისოდაც არაფერი დაიწყება. რაღაცის კრიტიკისთვის თუ დროს ვხარჯავ ესეიგი მადარდებს, მისი გაუქმება კი არ მინდა. მინდა გამოკეთდეს, თავისი თავი და მოვალეობები გაიხსენოს.
და კი, ეთერი იყო მოპოვებული, ეს არის ყველაზე ზუსტი სიტყვა და მალე მთლიანად ტელევიზიასაც მოვიპოვებთ.
მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს!
თავისუფლება მზია ამაღლობელს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved