• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, კვირა, 27 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეთხზული ბრალდება, ყალბი ჩვენებები – რა შეუთავსებელი დეტალები იპოვა TI–მ საბა სხვიტარიძის საქმეში?

ალია ავტორი - ალია
20:26 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” რეჟიმის პატიმრის საბა სხვიტარიძის საქმეზე, რომელიც საპოლიციო ძალების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა, დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს.  

ორგანიზაცია წერს, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმეში მის მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ჩადენის ხერხთან დაკავშირებით სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და მტკიცებულებები მოიპოვება.

“ამ ინფორმაციების და მტკიცებულებების შეუთავსებლობა, სულ მცირე, წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმე არის შეთხზული და, რომ სინამდვილეში საბა სხვიტარიძეს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია.”- ნათქვამია განცხადებაში. 

საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353- 1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა პოლიციელს – მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

ბრალდების ვერსია დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ხერხთან დაკავშირებით

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა N1), რითაც იწყება ხოლმე გამოძიება, შედგენილია 2024 წლის 4 დეკემბერს გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის მიერ. საქმეში ასევე მოიპოვება დეტექტივ ალექსანდრე გაჩეჩილაძის იმავე დღით – 2024 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული პატაკი და გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, „კონფიდენციალური ინფორმაციით“, რომლის წყაროს დასახელებაზე გაჩეჩილაძემ უარი თქვა, მირიან ქავთარაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი „ჩადენილი უნდა ჰქონდეს“ საბა სხვიტარიძეს.

მოგვიანებით, ღამის საათებში, როდესაც უკვე 5 დეკემბერი დადგა, მოწმის სახით გამოიკითხნენ პოლიციელები – ლუკა ჯინჭარაძე და მიხეილ წიკლაური, რომლებმაც გამომძიებელს სიტყვა-სიტყვით იდენტური ჩვენება მისცეს. კერძოდ, ორივემ განაცხადა, რომ 4 დეკემბერს საღამოს საათებში იმყოფებოდა თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ორივემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ“, თუმცა, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ „აგრესიულები“, „ ყვიროდნენ და იგინებოდნენ“ პოლიციელების მისამართით. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი „წესრიგის დამცველები“ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისაკენ, მაგრამ ამაზე, მათი თქმით, აქციის მონაწილეები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ. როგორც ორივე „მოწმემ“ განაცხადა, მათ დაინახეს, რომ „უეცრად აქციის მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი, რომელიც იყო დაახლოებით 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, მუქი ფერის წვერით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, მიუახლოვდა ჩვენს თანამშრომელს მირიან ქავთარაძეს და თავის არეში ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რა დროსაც მირიან ქავთარაძეს თავიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ ხსენებული პირი სწრაფად შეერია აქციის მონაწილეებს და მიიმალა.“ ეს ფრაზა, ისევე, როგორც დანარჩენი ყველაფერი ამ ორი სხვადასხვა მოწმის გამოკითხვის ოქმში, სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი ერთი ოქმიდან მეორეში.

ამის შემდეგ, ორივე მათგანის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რის შედეგადაც ორივე პოლიციელმა 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო საბა სხვიტარიძე, როგორც პირი, რომელიც თავს დაესხა მირიან ქავთარაძეს.

იგივე შინაარსისა და ფრაზეოლოგიის შემცველი ჩვენება მისცა მეორე დღეს ე.წ. დაზარალებულმა მირიან ქავთარაძემ. იგივე გაიმეორა მოგვიანებით კიდევ ერთმა პოლიციელმა – მიხეილ სუჯაშვილმა.

საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც აჩვენა, რომ მირიან ქავთარაძე ცენტრში მიყვანილ იქნა და მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 4 დეკემბერს ღამის საათებში. მტკიცებულებების სახით, „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ ასევე ამოღებულ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია მირიან ქავთარაძის სამედიცინო შემოწმების შესახებ. მოგვიანებით, მოპოვებულ იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, მირიან ქავთარაძის მიერ მიღებული დაზიანება „მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით“.

 ბრალდების „ვერსიის“ სიყალბე

  • გამოძიების მასალებში მითითებული სავარაუდო დანაშაულის ადგილი ყალბია: ინციდენტი მირიან ქავთარაძესა და საბა სხვიტარიძეს შორის მოხდა არა სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“, არამედ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“;
  • ყალბია გამოძიების მასალებში მითითებული  სავარაუდო დანაშაულის ჩადენის გარემოებებიც:  ინციდენტი არ მომხდარა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სადაც აქციის მონაწილეები თითქოს „აგრესიულად იქცეოდნენ“, „ყვიროდნენ და იგინებოდნენ“ პოლიციელების მისამართით; სინამდვილეში „ქორთიარდ მერიოტთან“ არავითარი მასობრივი აქცია არ მიმდინარეობდა, იქ ერთმანეთთან მოსალაპარაკებლად იყვნენ შეკრებილნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათთან პროვოკაციის მიზნით მივიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, ნიღბებით და კაპიუშონებით სახედაფარული პოლიციელები, მათ შორის, მირიან ქავთარაძე, რომლებიც იგინებდონენ ოპოზიციის მისამართით, რის გამოც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისინი „ტიტუშკებად“ მიიჩნიეს;
  • გამოიების მასალებში ინფორმაცია საბა სხვიტარიძის მიერ ძალადობრივი აქტის ჩადენის შესახებ არ დასტურდება და ყალბია:  საბა სხვიტარიძე მოულოდნელად არ გამოყოფია ხალხის მასას, არ მისულა მირიან ქავთარაძესთან და არ ჩაურტყამს მისთვის ორჯერ თავში ხელკეტი;
  • სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ შესასვლელთან ჩხუბის ინიციატორი და პროვოკატორი იყო თავად მირიან ქავთარაძე, რომელიც ამფსონებთან ერთად მივიდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, უშვერი სიტყვებით ცდილობდა მათ პროვოცირებას, შემდეგ კი ხელი დაარტყა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მას კაპიუშონი გადახადა.

“ბრალდების მხარის ჩვენებები სიტყვა-სიტყვით იდენტურია – აშკარა ფაბრიკაცია.
პოლიციელები, რომლებმაც მას ბრალი დასდეს, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ და მათ იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
მტკიცებულებები ამხელს, რომ საბა საერთოდ სხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა ინციდენტის დროს.
დაკავებისას მასზე ძალადობა განხორციელდა, პოლიციის განყოფილებაში კი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა.” – აცხადებს TI 

დოკუმენტი ვრცლად იხილეთ აქ 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:14 07-25-2025
Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

14:57 07-24-2025
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
ახალი ამბები

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

14:15 07-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved