• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა ე.წ. ურთიერთთავდაუსხმელობის შეთანხმება იყო” – ბადრი გრიგალაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:37 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,388

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:

განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა ე.წ. ურთიერთთავდაუსხმელობის შეთანხმება იყო.
არგუმენტი ნამდვილად არსებობდა, რომ ერთმანეთის კრიტიკა პროპაგანდას საკვებს მისცემდა – “ხალხი ჩათვლიდა რომ ამათ ერთმანეთთან ვერ გაურკვევიათ და კოალიციის შექმნაზე ზედმეტია საუბარი”.
თუმცა, ისე გამოვიდა რომ პროპაგანდამ მაინც იმუშავა, გასაშავებელი მაინც გააშავა. ულაპარაკობის გამო ყველა ერთ ქვაბში მოგვხარშა და ხალხს უთხრა, რომ ყველა ერთი ვიყავით. შეთანხმებამ კი უნებლიედ ამ პროპაგანდისტულ ხაზს შეუწყო ხელი, რადგან მოკლა განსხვავებების ჩვენების შანსი. მაგალითად, არცერთი სატელევიზიო დებატი ოპოზიციურ პარტიებს შორის არ ყოფილა.
ამომრჩეველს გაუჩინა ლოგიკური კითხვა – თუ ერთნაირად ვფიქრობდით ყველაფერზე ცალ-ცალკე რატომ გავდიოდით და თუ არ ვფიქრობდით – რა განგვასხვავებდა.
მე არ ვამბობ, რომ ერთმანეთისთვის დედის გინებაა ნორმა და ეს უნდა ეკეთებინა ვინმეს. არანაირად. ლანძღვა-გინება რომ პოლიტიკა არაა ისედაც უნდა ხვდებოდეს პოლიტიკური კლასი და მაგას ქაღალდზე ხელის მოწერა ვერ უშველის. ეგ იგივეა იმაზე ვაწერდეთ ხელს, რომ ერთმანეთს არ დავარტყამთ, ხელით არ შევეხებით. მაგას დოკუმენტი არ უნდა სჭირდებოდეს.
უბრალოდ, ერთმანეთის კრიტიკა უნდა შეგვეძლოს. სამომავლო ხედვებზე, ერთმანეთის ქცევებზე და წარსულის შეცდომებზე. დებატებს პირიქით უნდა ვახალისებდეთ, ოღონდ ნამდვილ დებატებს, რომელსაც გადაჩვეულია პოლიტიკური კლასი.
ძალა ჩვენს მრავალფეროვნებაში, მაგრამ საერთო მიზნის ჩვენებაში უნდა იყოს. აქაა ახალი ადამიანების მოზიდვის შანსი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved