• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნგრეთში ეს პირველად მოხდა, ბოლო 20 წელში – რას წერს გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:04 01-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,052

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

მიმდინარე მასობრივი დემონსტრაციების, გაფიცვებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გადაკეტვის ფონზე სერბეთში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგა. პრეზიდენტი ვუჩიჩი ჯერჯერობით კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ თანახმაა ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას ძველი მინისტრებით აღარ დაკომპლექტდეს კაბინეტი.

ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ რაც მაგისტრალური გზების გადაკეტვასთან ერთად ორშაბათს ბელგრადის მოსახლეობა მასობრივად გაიფიცა და სამსახურში არ გამოცხადდა საერთოდ.

დემონსტრაციები გრძელდება და ისინი ვუჩიჩის გადადგომასაც ითხოვენ. მისი პოზიციები ახლა ყველაზე სუსტია, რადგან მას ლიბერალური ფრთაც ებრძვის და ნაციონალისტურიც. საგარეო პოლიტიკაში კი მან ვერც ევროკავშირთან დაალაგა ურთიერთობები და ვერც რუსეთი დატოვა კმაყოფილი. ზოგადად, ორ სკამზე ჯდომა ძალიან რთულია ისეთ ახალ ცივ ომში, რომელსაც მოცული აქვს მთელი მსოფლიო. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი – თუკი მისი ძალაუფლება გადარჩა ან შეიცვალა იგი – მოუწევს სერბეთს საგარეო პოლიტიკური კურსის მკაცრად განსაზღვრა.

სერბეთში პრემიერ-მინისტრი საკმაოდ წონიანი ფიგურაა. შესაბამისად, მისი გადადგომა უმნიშვნელო მოვლენა არ გახლავთ, მაგრამ რამდენად საკმარისი გახდება ეს დემონსტრაციების დასაშოშმინებლად – საკითხავია.

ამ ფონზე, სლოვაკეთში რობეტ ფიცოს კოალიცია ძალიან მყიფედ გამოიყურება. მისი სამი პარტიისაგან შემდგარი კოალიცია ნული დეპუტატის უმრავლესობითაა წარმოდგენილი. კოალიციური პარტნიორის პარტიაში განხეთქილებაა, რაც ფიცოს მხარდაჭერას ასუსტებს. დედაქალაქ ბრატისლავას ცენტრი დემონსტრანტებს უკავიათ.

უნგრეთში კი ბოლო 20 წელიწადში პირველად მოხდა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებში ოპოზიციონერი ქარიზმატული კანდიდატის პეტერ მაგიარის პარტია TISZA-მ ორბანსა და მის Fidesz-ს გადაუსწრო გამოკითხვებში. მაგიარი ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერია, რომელიც თავდაპირველად სწორედ Fidesz-ის წევრი და თანამდებობის პირი იყო, მაგრამ დემარშით დატოვა პოსტი და ღიად ამხილა ორბანი და მისი გუნდი კორუფციაში. დედაქალაქი მას მხარს უჭერდა, მაგრამ პირველად მოხდა რომ რეგიონებმაც დაიწყეს მისი მხარდაჭერა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved