• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი 16 წლიანი ტანჯვა დასრულდა – დღეს გადაადგილების პრობლემა აღარ მაქვს” – რას უყვება “ალიას” 50 წლის ფატმან თენაძე

ალია ავტორი - ალია
16:10 01-29-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,276

„ალიას“ დაუკავშირდა 50 წლის ფატმან თენაძე, რომელმაც თავისი წარმოუდგენლად რთული ისტორია გვიამბო. 16 წლიანი ტანჯვის შემდეგ, როგორც იქნა, დღეს ის დამოუკიდებლად ახერხებს გადაადგილებას. მისი ამბავი ძალიან ემოციურია, მაგრამ იგი არ არის დაავადებაზე, ეს არ არის ზღაპარი, რომელზეც წინასწარ გვეცოდინება, რომ კეთილად დასრულდება. ისტორია ძლიერ, სიცოცხლისთვის მებრძოლ ქალზეა და ექიმზე, რომელმაც პაციენტს აჩუქა სიცოცხლე – ადამიანზე, რომელსაც, წამითაც არ შეუწყვეტია პაციენტზე ფიქრი, წამითაც არ დანებებულა და წამითაც არ ჩაუქნევია ხელი მის გამოჯანმრთელებაზე.

ფატმან თენაძე:

– 2009 წელში სასწრაფო ოპერაცია გამიკეთდა თიაქარზე, სამწუხაროდ, ძალიან დამძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენიმე ადგილას დაითრომბა ორგანიზმი, მათ შორის, ყველაზე მძიმედ ფილტვებში, ფეხებზე. არ დავასახელებ კლინიკას, სადაც ოპერაცია გამიკეთდა.
სასწრაფოდ გადამიყვანეს ნიუ ჰოსპიტალსში – უკვე სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი, 6 ნეკნი სრულად იყო სისხლში დაფარული. მაშინ გავიცანი პირველად ანგიოლოგი, ანგიოქირურგი – გიგი ბრეგაძე, პირველად მაშინ, 16 წლის წინ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. სამწუხაროდ, იმ
პერიოდისათვის ამ ოპერაციას საქართველოში არ აკეთებდნენ. ბოლო 16 წელი ტანჯვაში გავატარე, მუდმივი პრობლემები, მუდმივი შიში, რომ ეს დღე ბოლოა. ამ 16 წლის მანძილზე 3–ჯერ გადამარჩინა სიკვდილს გიგი ექიმმა. ამ 16 წლის მანძილზე, მუდმივად გვერდში მედგა, როგორც ექიმი, როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი. ჩემი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მიჭირდა სიარული, ვერ ავდიოდი კიბეზე, საქმეს მეტწილად დამჯდარი ვაკეთებდი.

როცა მორიგ კვლევებს ვიტარებდი და ექიმები კვლევის შედეგებს უყურებდნენ, გულწრფელად უკვირდათ, როგორ ვიყავი ცოცხალი. ალბათ, შვილების და შვილიშვილების გვერდით ყოფნის სურვილი, სიცოცხლის წყურვილი მაძლევდა ძალას რომ გიგი ექიმთან კიდევ ერთხელ დამერეკა და კიდევ ერთხელ მეთხოვა, გადავერჩინე.

გასულ წელს, ფეხები დამიწყლულდა, გაუსაძლისი ტკივილების გარდა, გადაადგილების ის მცირე საშუალებაც, რაც მანამდე მქონდა, პრაქტიკულად გამიქრა. მე თანმხლები დაავადებაც მაქვს, თან ჩემი სისხლი არასოდესაა სტაბილური და ყველა მედიკამენტის გამოყენება ჩემთვის ისედაც არ შეიძლება. როგორც ვიცი, ჩემნაირი პაციენტი, ასეთი თანმხლები დაავადებით და თან ასეთი თრომბოემბოლიით, ძალიან იშვიათია და ძალიან რთული სამკურნალო.

საშველს ვერ ვხედავდი, როცა გიგი ექიმმა მითხრა, რომ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით გამართულ ნიუ ჰოსპიტალსში, შესაძლებელი იყო ჩემთვის ოპერაციის ჩატარება საქართველოში.

შემეშინდა, თუ არა? – არა, პირიქით, შვება ვიგრძენი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ტანჯვა და ტკივილი დამთავრდებოდა. ჯერ ერთი, გიგი ექიმმა იმდენჯერ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე, მას თვალდახუჭული ვენდობი, მეორეც – როგორც უნდა დასრულებული ოპერაცია, კარგად თუ ცუდად
მთავარი იყო, რომ ეს 16 წლიანი ტანჯვა დასრულდებოდა.

ორივემ, მეც და გიგი ექიმმაც ვიცოდით, რომ ამ წლების მანძილზე ყველაფერი ვსინჯეთ და რომ ოპერაცია ბოლო იმედი იყო. ჩემი 16 წლიანი ავადობის და თანმხლები დაავადების ფონზე ძალიან რთული ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. სახლში არ მითქვამს, რომ ასეთ რთულ ოპერაციას ვიკეთებდი, გიგი ექიმს ვუთხარი: – თუ უნდა მოვკვდე, მოვკვდე ბარემ და დავისვენო, თუ დასარჩენი ვარ ამ დედამიწაზე, დავრჩები ამ დაავადების და ტანჯვის გარეშე, ასე რომ, გავაკეთოთ, ვსინჯოთ, გავიმარჯვებთ თუ ვერა. ეს სიტყვები კი ვუთხარი, მაგრამ გულში მართლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლიდა – მჯეროდა, რომ გიგი ექიმი ახლაც გადაარჩენდა ჩემ სიცოცხლეს.

მოგვიანებით, კიდევ ერთი სტენტირება დამჭირდა, ძალიან რთული პროცესი იყო თეძოს მიდამოში სტენტირება, მაგრამ აქაც გაიმარჯვა გიგი ექიმმა. წარმატებულად დასრულებული ოპერაციის შემდგომ ზოგი ტიროდა სიხარულისგან, ზოგი მეხვეოდა, გულით მილოცავდნენ.

არასდროს დამავიწყდება გიგი ექიმის სახე და ბედნიერებით სავსე თვალები.

დღეს მე გადაადგილების პრობლემა აღარ მაქვს, ჩვეულებრივად დავდივარ, ჩემი ფილტვები ნორმალურად მარაგდება სისხლით, სუნთქვას სულ სხვა ფასი დაედო – აღარ ვიცი რა არის უჟანგბადობის. ცხადია, პერიოდულად კლინიკაში დავდივარ გამოკვლევებზე. ყველა მონაცემის მიხედვით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.

ნიუ ჰოსპიტალსის პერსონალი რომ მხვდება, მეხვევიან. ახსოვთ რა მძიმედ ვიყავი ოპერაციამდე და უხარიათ, რომ ასე შეიცვალა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არსებობს სიტყვები, რომლითაც შეიძლება გამოხატო მადლიერება და სიყვარული ადამიანისადმი, რომელმაც არაერთხელ გადაგირჩინა სიცოცხლე, მოგცა შვილებით, შვილიშვილებით ტკბობის საშუალება? რომელიც გვერდით გედგა მუდმივად ცხოვრების რთულ, ხანგრძლივ, 16 წლიან პერიოდში? როცა სიცოცხლეს რამდენჯერმე გაჩუქებენ – არსებობს რამე საფასური ამისათვის? სულ მინდა გიგი ექიმზე ვისაუბრო, მოვყვე როგორი გულისხმიერია, როგორი დიდი ადამიანია, როგორი პროფესიონალია. ამბობს ხოლმე, მგონი ერთადერთი პაციენტი ხარ, რომელიც ასე მხიარულად და კარგი განწყობით შემომყვა საოპერაციოშიო.

და იცით რატომ? – იმიტომ, რომ ვენდობოდი, იმიტომ, რომ ვიცოდი, ბოლო წამამდე, ბოლო ენერგიამდე იბრძოლებდა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. მე აღარ მეშინია და აღარ ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს დღე ჩემთვის ბოლოა. როგორც იქნა, მე სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრებ, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. კიდევ ერთხელ უთვალავი მადლობა მინდა გადავუხადო გიგი ექიმს ჩემი გადარჩენისთვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის!

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved