• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აბუ–დაბის იზოლატორი, გამოძევება და ფული – დუბაიში ოცნების დეპუტატთა ვოიაჟის დეტალები

ალია ავტორი - ალია
23:04 01-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,422

ტვ პირველის ცნობით, დუბაიში შესვლა ივანიშვილის მსახურებს სამუდამოდ აეკრძალათ – ირაკლი ზარქუა, გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების კანონების დარღვევის გამო, ქვეყნიდან გამოაძევეს. არადა, აბუ-დაბი დასავლეთის მიერ სანქცირებულ  რუსეთის, ბელორუსის და სხვა დიქტატორული რეჟიმის მხარდამჭერებისთვის ნამდვილი სამოთხეა, აქ სანქციები არ  მოქმედებს.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ზარქუა, სანიკიძე და სამხარაული თანმხლებ პირებთან ერთად აბუ-დაბიში მილიონერმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დაპატიჟა, ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ის კონცერტზეც წაიყვანა,

პატიმრობისთვის თავი რომ დაეღწიათ, თითოეულს ჯარიმა 50 ათასი დირჰამი უნდა გადახდა,  რაც დაახლოებით 13 ათას 600 დოლარია. “შაბათის ეთერს” წყარო უყვება, რომ გოჩა ენუქიძემ დაფარა არა მხოლოდ მისი და 3 თანაპარტიელის, არამედ მოქალაქე გიორგი გოგოლაძის ჯარიმაც. იმ ახალგაზრდის, ვინც ზარქუას დასაცავად სასტუმროს პერსონალს თავში თეფში ესროლა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცემა, მსუბუქი დაზიანებით  ექვსი თვიდან 1 წლამდე ვადით ისჯება, მაგრამ პატიმრობის ვადა ორიდან 10 წლამდე იზრდება თუ დაზარალებულს ტრავმა მიადგა. დაზარალებულ ლაშა გაბიტაშვილს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ეტყობოდა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, სწორედ ლაშამ უთხრა გამოძიებას, რომ პრეტენზია არ ჰქონდა, ამიტომ აბუ დაბის სასამართლო ფინანსური სანქციით შემოიფარგლა.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით აბუ-დაბის იზოლატორში ოცნების წევრებმა მინიმუმ ორი ღამე გაატარეს. გვერდიგვერდ საკნებში იყვნენ დაზარალებული ლაშა გაბიტაშვილი, ოცნების ე.წ დეპუტატები და მათი მხარდამჭერი გიორგი გოგოლაძე. ანუ ექვსივეს ერთმანეთთან კომუნიკაცია თავისუფლად შეეძლოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved