• რეკლამა
  • კონტაქტი
17:39, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პაცანი”, “ყოჩი”, ზელენსკი და “მიკრო–პაცანი” – “ახლა ხომ ჩვენც ზუსტად ვიცით რომ ომი არ იქნება” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:59 01-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41,707
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
პუტინს და ივანიშვილს ერთი მთავარი ფსიქოლოგიური შტრიხი აქვთ საერთო: -ორივე წარმოუდგენლად ჯიუტი და თავხედია. ფსკერიდან მოულოდნელად ცაში ატყორცნილებს ახასიათებთ მსგავსი ფენომენი. ჰგონიათ რომ ერთხელ ლოგინში შემთხვევით ჩაწვენილი ფორტუნა მათ სამუდამო მეძავად იქცა. არადა, ისინი არ იცნობენ ფორტუნას და არაფერი იციან “მეძავის” ცინიკური შურისძიების შესახებ. არ იციან იმიტომ, რომ ამის ცოდნას შესაბამისი ინტელექტი და კლასი სჭირდება.
მათი ლოგიკური დასასრულის განმსაზღვრელიც ეს ფაქტორები იქნება: – უკლასობაზე და უინტელექტობაზე დამყნობილი სიჯიუტისა და სითავხედის გამო ფორტუნასთან ქუჩის მეძავივით მოპყრობა.
ლოგიკამ არც ამჯერად გაგვაწბილა. გამორიცხული იყო, პუტინს ტრამპის პირველობა გონივრულად მიეღო. საკანში, პარაშასთან, თავისით არცერთი ყოჩობაზე პრეტენზიის მქონე ტიპი არ ჯდება. პუტინმა კი სხვა ფილოსოფია არ იცის. მისთვის სამყარო ციხეა და თავად კი ციხის “მაყურებლობაზე”დებს თავს. ამიტომ, ახალ ყოჩს იგი არ დაემორჩილება. ასეც მოხდა. პუტინი საშინლად შეურაცხყოფილი დარჩა ტრამპის მუქარით ახალი ეკონომიკური სანქციების შესახებ და განაცხადა, რომ რუსეთს საკმარისი რესურსები გააჩნია ომის წარმატებით გასაგრძელებლად.
შესანიშნავია!
როდესაც “პაცანი” უარს ამბობს საკანში შესაბამისი ადგილის დაკავებაზე, მაშინ “ყოჩი” მას თავად მიათრევს იქ ყურით. ამ პროცესში “პაცანი” არ უნდა ჩართულიყო არაფრით, რადგან “ყოჩთან” ხელჩართული ჩხუბის თავი მას არა აქვს. “პოკერის სიფათის” დაკავება და მაგარი ბიჭის “ბაზარი” კი უკვე გამოუსადეგარია. თან უკანაც ვეღარ დაიხევს. “ჩხუბი” უნდა შედგეს. “პაცანი” თან ხვდება რომ ეს შეცდომაა და თან ზემოთ ხსენებული ნატურალური უინტელექტობის გამო ისევ “გაბოზებული” ფორტუნას იმედი აქვს. დანარჩენს მალე ვიხილავთ.
არადა, “ყოჩს” სულაც არ სურდა ჩხუბი, მაგრამ მოუწევს სახელოების დაკაპიწება. “პაცანმა” თავისი ადგილი უნდა იცოდეს.
“ჟეჟვა” იქნება ეპიკური და სამაგალითო. რაც უფრო მეტს იფართხალებს “პაცანი”, მით უფრო გაცოფდება “ყოჩი” და მით უფრო მწარე იქნება “მუშტები”.
ბრწყინვალედ ითამაშა ზელენსკიმ. მას არც უფიქრია “ყოჩთან” კამათი. ინტელექტუალური ტიპი მიხვდა, თუ როგორ მოიქცეოდა “პაცანი” და უბრალოდ დადუმდა; “ჩხუბის” მაყურებელთა წრეში ჩადგა.
დაახლოებით იგივე ელის ჩვენს ენდემურ “მიკრო-პაცანსაც”. რუსეთთან ომში ჩათრევით იგი ვეღარავის შეაშინებს, რადგან ახალ ომს “პაცანი” ვეღარ დაიწყებს. ასე რომ, შემდეგი 4 წელი საქართველოსათვის სრულიად უსაფრთხოა ამ თვალსაზრისით და შესანიშნავი “ფანჯარა” გვეძლევა, რომ მშვიდად ვიყოთ და საკუთარ საქმეებს მივხედოთ.
ამასთან, “მიკრო-პაცანის” ბოლოდროინდელ ქართულ “ეკონომიკურ წარმატებებსაც” უძლიერესი დარტყმა ელის. რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში განვითარებული ილუზორულ-ფინანსური ბუშტი მალე გასკდება. ომი შეჩერდება და ე.წ. მაროდიორული ეკონომიკაც გაქრება. გარდაუვალი უმწვავესი კრიზისი კი უკლებლივ ყველას დაარტყამს; მათ შორის იმათაც, ვინც დღესაც ირონიულად უცქერის რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო პროცესს. “მიკრო-პაცანს” არანაირი რესურსი აღარ გააჩნია ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. “პაცანივით” ისიც ბოლომდე უნდა მიჰყვეს პროცესს, რადგან მასში დაუფიქრებლად შეაბიჯა ფორტუნას იმედით.
ამიტომ, ნუღარ გაჩერდებით “პაცნებო”! ბოლომდე მიაწექით თქვენსას და გამოსცადეთ “ყოჩი”. ჩვენ კი გიყურებთ მშვიდად. ახლა ხომ ჩვენც ზუსტად ვიცით რომ ომი არ იქნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved