• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დათანხმდება თუ არა პუტინი ტრამპის სამშვიდობო შეთავაზებას და რას უნდა ველოდოთ მომავალში?” – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:50 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
632

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

დათანხმდება თუ არა პუტინი ტრამპის სამშვიდობო შეთავაზებას და რას უნდა ველოდოთ მომავალში?
ჩემი აზრით, ძნელად წარმოსადგენია ამ ეტაპზე კრემლი დათანხმდეს ტრამპის წინადადებას და აი, რატომ:
– პუტინის გადმოსახედიდან, მას ჯერ სანახევროდაც არ მიუღწევია იმ მიზნისთვის, რისთვისაც მან უკრაინასთან ომი დაიწყო. 2022 წელს მისი მიზანი არ ყოფილა ლუგანსკის ან დონეცკის ოლქის დაპყრობა. მისი მიზანი იყო და არის უკრაინის სრული ოკუპაცია, რადგან უკრაინისა და კავკასიის ფლობის გარეშე პუტინის მთავარი ამოცანა/იდეა-ფიქსი – რუსეთის იმპერიის აღდგენა ვერ განხორციელდება;
– ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსაც მოიცავს – დაშორიშორების ხაზზე ევროპული ქვეყნების ჯარები უნდა ჩადგნენ. ეს კი პუტინს არ აწყობს, რადგან ომის შეწყვეტისას შემდგომ პერიოდს ვეღარ გამოიყენებს ძალების მოკრებისა და უკრაინაზე ხელახალი თავდასხმისთვის;
– ტრამპი თავის სამშვიდობო შეთავაზებაში საუბრობს რუსეთის ადამიანურ და ფინანსურ დანაკარგებზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი, როდესაც საქმე იმპერიის აღდგენას ეხება, არ მოქმედებს საღი აზრისა და ლოგიკის ფარგლებში (ეს კარგად დავინახეთ 2022 წლის თებერვალში უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას და შემდეგ ქმედებებშიც);
– პუტინი თვლის, რომ სამხედრო ინიციატივა და უპირატესობა მის ხელშია. იგი იმყოფება ომის ერთგვარ ხიბლში. მისი ნაწილები მართალია დიდი დანაკარგებით და ძალიან ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევენ, რაც მას უქმნის ამ ომში წარმატების მიღწევის ილუზიას და ფიქრობს, რომ მომავალშიც ასე შეუძლია გააგრძელოს.
საპასუხოდ, მოსკოვს შეუძლია პირდაპირი უარი არ უთხრას ვაშინგტონს და დროის გაწელვის მიზნით შექმნას მოლაპარაკებების წარმოების ილუზია (აწარმოოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის), რაც არაერთხელ გაუკეთებია მას.
რუსეთს ასევე შეუძლია თავისი ე.წ. proxy-ების საშუალებით სხვა ადგილებში დაარტყას დასავლეთსა და მის მოკავშირეებს (მაგალითად, როგორიც იყო “ჰამასის” მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა 2023 წლის 7 ოქტომბერს) და უკრაინის საკითხი გარკვეული პერიოდით ჩრდილში გადაწიოს.
მოსკოვს ასევე შეუძლია წაახალისოს რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის თავდასხმა დასავლეთზე/დასავლეთში იმ მიზნით, რომ მერე ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა შესთავაზოს იგივე ტრამპს.
ვნახოთ, რომელ სცენარს/სცენარებს აირჩევს პუტინი. ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
ტრამპს და შეერთებულ შტატებს კი არაერთი ინსტრუმენტი გააჩნია რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ტრაპმსა და მის გუნდს არაერთხელ უსაუბრიათ: ესაა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება, ისე – უკრაინისთვის უფრო მეტი შეიარაღების მიწოდება. ეს საკითხები შეიძლება დაიძრას მაშინ, როდესაც მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნება რუსეთის პასუხი.
ისევ რეალური მოლაპარაკებების საკითხს რომ დავუბრუნდეთ. ჩემი აზრით, პუტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ნამდვილ მოლაპარაკებებს, თუ იგი ომის წაგებისა და ხელისუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს იგრძნობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved