• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან – კახა კინწურაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:30 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ვასო აბაშიძის წინ შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვაში, თქვა:

ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბიოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანებინახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდება და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა. ის რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამაინები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწორედ ამ ძლივსგამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ. მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან.

ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved