• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლო საბჭოთა ცირკად, მოსამართლეები კი მოქეიფე გვამებად აქციეს – ეკა დემეტრაძე

ალია ავტორი - ალია
19:34 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
957

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან შეკრებილი საზოგადოების წინაშე მსახიობმა ეკა დემეტრაძემ ხელისუფლებაზე და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტზე იერიში მიიტანა.

სცენაზე გამოსულმა ეკა დემეტრაძემ მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ხელოვანების წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებაში ჩართულ პოლიციელებსა და ტურების ხროვას შორის ტოლობის ნიშანი დასვა.

მსახიობმა საპროტესტო მანიფესტის წაკითხვის დროს “ქართული ოცნება” ბინძური პროპაგანდისტული მანქანის შექმნასა და ამუშავებაში ამხილა, ხოლო სასამართლო სისტემა “საბჭოთა ცირკად” შერაცხა.

“სამართლიანობის აღდგენის ასე ძლიერ რომ არ ეშინოდეთ, მოსამართლეებს ყურზე კვერცხის ცილა ჩამოკიდებულ მოქეიფე გვამებად არ გადააქცევდნენ” – განაცხადა ეკა დემეტრაძემ.

ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენი რომ არ იყოს, არავინ შეეცდებოდა მის წართმევას. ჩვენი ხმა რომ არ ესმოდეთ, არ შეეცდებოდნენ მის ჩახშობას. ცამდე მართლები რომ არ ვიყოთ, არ დასჭირდებოდა ამდენი ტყუილი, ბინძური პროპაგანდისტული მანქანის შექმნა და შემდეგ ამუშავება. ჩვენ ერთად დგომას უზარმაზარი ძალა რომ არ ჰქონდეს, ბინძური მეთოდებით მთელი ქვეყნის დაქუცმაცებას არ შეეცდებოდნენ. ერთმანეთი ასე ძლიერ რომ არ გვიყვარდეს, არ დაგვიწყებდნენ სიძულვილის ენით საუბარს. თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები რომ არ ვიყოთ, არ დაგვარქმევდნენ უსამშობლოს და რადიკალს. 

ახალგაზრდობა ასეთი გონიერი, ლაღი და მშვენიერი რომ არ იყოს, არ შეეცდებოდნენ მათ გაშავებას, სატანისტების, გარყვნილების, ათასი ბინძური რამის დარქმევას და დამცირებას. სტუდენტებს უზარმაზარი ძალა რომ არ ჰქონდეთ, გასაცოდავებული რექტორები არ შეეცდებოდნენ, სამარცხვინო მეთოდებით უნივერსიტეტის შენობიდან თქვენს გაძევებას, გაყინვას.

სამართლიანობის აღდგენის ასე ძლიერ რომ არ ეშინოდეთ, არ გადააქცევდნენ სასამართლო შენობას საბჭოთა ცირკად და მოსამართლეებს ყვირილის ფონზე ყურზე კვერცხის ცილა ჩამოკიდებულ მოქეიფე გვამებად. პოლიციელებს ღირსება შელახული რომ არ ჰქონდეთ, არ შეეშინდებოდათ დროშების, შეშინებული ტურების ხროვასავით არ დაესეოდნენ მარტო მდგარ გოგოს, ან ბიჭს საცემად”, – ამბობს ეკა დემეტრაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved