• რეკლამა
  • კონტაქტი
09:22, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის ემზადებოდა ბოლო თვე ივანიშვილი? – “ეს მას ვერ დაეხმარება” – სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:31 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,272

ინგლისელი დეპუტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის ფონზე, კოალიცია “ძლიერ საქართველოში” ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე საკუთარი ფინანსების გადამალვისთვის გასული თვის განმავლობაში ემზადებოდა.

სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის იურისდიქციაში მოქცეული კუნძულებიდან ქონების საქართველოში გადმოტანის მცდელობა ქართველი ოლიგარქის საკეთილდღეოდ ვერ დასრულდება.

გასული თვის მანძილზე ის, ფაქტობრივად, ემზადებოდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის მიერ მასზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, გადაემალა საკუთარი ქონება. ეს მას ვერანაირად ვერ დაეხმარება, რადგან უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული როგორც ბრიტანეთს, ასევე დასავლეთს, თუ როგორ უნდა შეუქმნან სანქცირებულ რუს ოლიგარქებს დისკომფორტი და როგორ მოახრჩონ ფინანსურად. 

დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთში სანქციების პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება იმიტომ, რომ დღეს როდესაც ივანიშვილი არის ღიად მხილებული პუტინის მოკავშირე, ცხადია, რომ დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისი მაქსიმალური შევიწროება. არავინ არ აპირებს, რომ რუსეთის მარიონეტ რუს ოლიგარქს დაუთმოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის სანქცირებას დიდ ბრიტანეთში უკვე მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს. ოლიგარქის შავ სიაში შეყვანას მომხრეები ლეიბორისტულ პარტიაშიც გამოუჩნდა, რომელიც ახლა მმართველ ძალას წარმოადგენენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved