• რეკლამა
  • კონტაქტი
13:09, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ! ალტერნატივა არსებობს, ქოცების ჩანაცვლება შესაძლებელია”– ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:51 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,154

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

დილით ჩიტების ჟღურტულის ნაცვლად მოვუსმინე ბ-ნი რუხაძის ინტერვიუს ნაწილს. რას ვერჩოდი საკუთარ თავს!
ადამიანებს ღუპავს ზედმეტი თავდაჯერებულობა, რწმენა იმისა, რომ ყველაფერი იციან, ყველაფერში მართლები არიან; რომ მათ მოსაზრებებს ალტერნატივები არ გააჩნიათ.
🔸️ მაგალითად, ბ-ნი რუხაძე ფიქრობს, რომ სხვანაირი “იმედის” არსებობის შემთხვევაში ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. მაშასადამე, თუ “იმედი” პროპაგანდისტული მანქანა და კანალიზაცია არ იქნება, მაშინ სხვა არხები დაჯაბნიან მას და სააკაშვილს დააბრუნებენ ხელისუფლებაში.
მისი აზრით, მაღალი ეთიკური სტანდარტებით მომუშავე, გემოვნებიანი, აკადემიური, მრავალფეროვანი ტელევიზიის არსებობა დაღუპავს საქმეს. აუცილებელია, რომ სახელისუფლებო და ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ფეკალური მასებით გუნდაობა სამუდამოდ გააგრძელონ, იყვენენ “პროპაგანდონები”, სხვა გზა არ არის, სხვა დონეზე ქართული საზოგადოება ვერ დაწინაურდება.
გავყვეთ ამ საშინელ, ბნელ ლოგიკას და ჩვენც ვიფიქროთ, რომ “მთავარი არხის” დასაბალანსებლად აუცილებელია “იმედის” არსებობა! რა უშლის ხელს ბ-ნ რუხაძეს იმაში, რომ მეორე ტელევიზიის – “მაესტროს” ადგილზე მაინც შექმნას მედია, რომელიც კრიტიკულ და მრავალფეროვან აზრს გაუხსნის კარს, ნაცებისა და ქოცების მიღმა სამყაროს ასახავს. კარგი, მთელს ტელევიზიას დავანებოთ თავი. რა უშლის ხელს მას, რომ “მაესტროს” დილის ეთერში მაინც დაუშვას ერთი ერთსაათიანი გადაცემა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება, მაღალ სტანდარებს დააკმაყოფილებს, პლურალისტული იქნება. არაფერი!
უბრალოდ, მას აწყობს ამ წრის შენარჩუნება… არ უნდა, რომ რაიმე შეიცვალოს, თავად კარგად არის და ქვეყანა ფეხზე ჰკიდია. თან არც უყურებს მისსავე შექმნილ კანალიზაციას.
🔸️ ნაცები და ქოცები, რუხაძე თავიანთ ყველა გამოსვლაში ამკვიდრებენ აზრს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. მათი აზრით, ან ნაცები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში ან ქოცები, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ყველა სხვა ალტერნატივას დასცინიან და მასხრად იგდებენ, სხვა ალტერნატივებზე არც საუბრობენ, რათა ყველა სხვა რეალობა გაქრეს.
მაგალითად, ტექნიკური მთავრობის იდეა, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ტანჯვით, ევროპელთა ზეწოლით მოაწერა ხელი, თურმე არც უნდა განვიხილოთ, უტოპიაა და ა.შ.
დიახ! ალტერნატივა არსებობს, ქოცების ჩანაცვლება შესაძლებელია უპარტიო, დარგობრივი პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობით! რამდენიც არ უნდა მიჩქმალოთ და “დააჰაჰავოთ”, რთულად მისაღწევი გამოსავალი მაინც არსებობს!
🔸️ სამარცხვინოდ არაპროფესიონალური, უგულო, ერთფეროვანია მისი მსჯელობა ეკონომიკაზე. იგი მხოლოდ რამდენიმე მონაცემით ზომავს “აღმავლობას”…
არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახება მსოფლიო ბანკის ზრდის მაჩვენებლები მოქალაქეებზე, მათ ხელფასზე, რა მიმართება არსებობს ხელფასებსა და სამომხმარებლო კალათის ფასებს შორის, რამდენად სამართლიანად ნაწილდება დოვლათი და ა.შ.
მთავარია, თვითონ და ირაკლი იაშვილი (თანაკლასელები რა მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ, მგონი, ახლაც იმ საფეხურზეა) არიან კარგად, საშუალო და ღარიბი ფენა წყალს წაუღია!
🔸️ პენსიებზე მსჯელობა იყო გულისამრევი. ნაცები ცხრა პირ ტყავს აძრობდნენ პენსიონერებს და ჩვენ რვა პირად ვატყავებთ, ამიტომ კარგი ხალხი ვართო. თუ პენსიონერი მეტყვის, რომ “ოვერდრაფტის” პირობები არ წამაკითხეს ან მცირე შრიფტიან ფურცელზე ამომიბეჭდესო, გავუუქმებ ვალსო…
ბოროტი რომ ვიყო, ვუსურვებდი, მის ახლობლებს დასჭირდეთ “ლიბერთი ბანკის” უსამართლო, კაბალური პირობებით ვალის აღება წამლის საყიდლად. შემდეგ შეიძლება როგორც მანქანას, ისე აღარ ემსჯელა ამ საკითხზე.
პატიოსანი, განათლებული, ქრისტიანული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი პენიონერების პირობების დადგენის დროს საკუთარ მშობლებს წარმოიდგენდა გაღარიბებული ადამიანების ადგილზე.
🔸️ რა საშინელებაა, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მარტო მან იცის ჭეშმარიტება, ხალხი კი ბნელია და ვერაფერს გაიგებს. რად უნდა დიდი მიდებ-მოდება იმას, რომ სოფლის მეურნეობაში არ უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული. კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ!
სოფლის მეურნეობის ნაცვლად, სად ვასაქმებთ ადამიანებს? სპეკულატიური ეკონომიკის დარგებში, საზღვარგარეთ თუ ადგილობრივ ინდუსტრიაში?
ბ-ნი რუხაძე პირველი ვარიანტის მომხრეა. საერთაშორისო კონცერნებმა უნდა დაიტაცონ ქართული მიწა, ჩვენი სოფლის მეურნეობა, ხალხი უნდა გაიქცეს ქვეყნიდან ან მონურად ემსახუროს მისნაირებს, ხოლო ინდუსტრია, ტექნოლოგიები ეს საბჭოეთში დაბრუნებაა და ვინც ამაზე საუბრობს, ყველა გაუნათლებელი იდიოტია. მარტო მან იცის! ბოსტონში სწავლობდა სექსოლოგიას, ჩვენ არაფერი ვიცით.
🔸️ ძალადობის საკითხთან დაკავშირებით მის პოზიციაზე აღარფერს ვამბობ. თურმე, საწყალ პოლიციას თავს ესხმიან. ერთი სიტყვა არ უთქვამს იმის შესახებ, რომ 500 ზე მეტი ადამიანია დასჯილი პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამო. და არა მხოლოდ დასჯილი, მათ დაკავების შემდეგ სცემდნენ, ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ძარცვავდნენ, აშინებდნენ! ეს თურმე გადაცდომა ყოფილა! მისი დეიდაშვილის უსამართლოდ დაჭერის გამო ჯონ კერიმ უნდა დარეკოს თბილისში, ჩვენი დეიდაშვილების დასისხლიანება, თურმე გადაცდომაა, რადგან ჯონ კერიმდე არ მიგვიწვდება ხმა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი კეთილშობილი, კარგად აღზრდილი და სამართლიანი ადამიანი იტყოდა, რომ ათობით პოლიციელის მიერ დამარტოხელებული მომიტინგეების ცემის, ოპერატორების სხეულზე როკვის, ჟურნალისტებისთვის კისრის მოგრეხვის, ქუჩაში ბანდების გამოყვანის გამო ვიღაცამ მაინც უნდა აგოს პასუხი! სხვისი ტანჯვა ამ კაცს არ ეხება.
🔸️ სააკაშვილივით მსჯელობდა კორუფციაზე. ის არამზადაც ხომ გვიმტკიცებდა, რომ კორუფცია აღმოფხვრა. ესენიც იმავე აზრზე არიან.
არადა, ყოველდღე ვხედავთ: ვინ, როგორ და რატომ მდიდრდება! როგორ ტარდება ამ ქვეყანაში ტენდერები! რა ტიპის მშენებლობები მიმდინარეობს ქალაქში (მე რომ ბაბუაჩემის მიერ აშენებული სახლის კედელზე ფანჯრის გამოჭრა მომინდეს, ასი დოკუმენტი დამჭირდება; კალაძის ახლობელს 700 სართულიანი სახლის აშენება რომ მოუნდეს, მისი “შნირები” ერთ დღეში მიიღებენ გადაწყვეტილებას საკრებულოს სახელით)! როგორ იგდებენ ხელში მთავრობის მაღალჩინოსნები, მათთან დაახლოებული პირები, განგსტერები მთელს ჩვენს ეკონომიკას.
ბ-ნო ირაკლი, კარგი რა! კორუფციაზე მაინც ჩაიწყვიტეთ ხმა!
🔸️ თურმე, ყველა უხერხული კითხვის არიდება შეიძლება მარტივი ფრაზით: “არ ვიცი”, “მაკა ლომიძეს ვკითხავ”. სიყალბე ვერც კი შენიღბა.
🔸️ საბოლოოდ, ფაქტია, ბ-ნ რუხაძეს ეშინია! ეშინია აშშ-სი, ბრიტანეთის სანქციების და ცდილობს საზღვრის გამოკვეთას მასსა და ხელისუფლებას შორის, სურს წარმოჩნდეს რაციონალურად მოფიქრალ ბიზნესმენად, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა უნდა; რომელიც პოლიტიკურად ბოლომდე არ არის თანაზიარი ხელისუფლების სტრატეგიისა.
ბასტა! არაფერი გამოუვა!
🔴 მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, ისევე მოვექცევით, როგორც თვითონ ექცევა პენსიონერებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved