• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არ არის ბიზნესის საქმე და რაზე შეუძლიათ ბიზნესმენებს საუბარი? – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
15:43 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა:

„მზად ვარ ყველას აზრი გავითვალისწინო, ყველა არის ჩვენი მოქალაქე და მით უმეტეს, ბიზნესის ინტერესები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელს აწერენ პოლიტიკურ აქტებს, მათ შორის ითხოვენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რითაც ადასტურებენ, რომ მათ სურთ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა სწორედ ბიზნესის რეკეტით. მათ სურთ ბიზნესის რეკეტიორების ხელისუფლებაში დაბრუნება. როცა ხელს აწერ პეტიციას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ამით შენ ადასტურებ, რომ გინდა ხელისუფლებაში დაბრუნდეს ვინ? – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტია, ბიზნესის რეკეტი – ეს უნდათ ამ ადამიანებს სინამდვილეში, არავითარი ევროპა და არავითარი რუსეთი არ არის აქ დღის წესრიგის თემა. სინამდვილეში ამ ადამიანებს შეგნებულად სურთ, ხელისუფლებაში დააბრუნონ ის ძალები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ბიზნესის რეკეტით.

თუ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს და „ნაცების“ დაბრუნებას, ბიზნესის რეკეტის დაბრუნებას, მაშინ ამას ვერ გავითვალისწინებთ. მაგრამ სადაც ისინი საუბრობენ ობიექტურად ბიზნესის ინტერესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათი საუბარიც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ყველას მთავრობა ვართ. ჩვენ ვართ მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესის მთავრობაც, ამიტომ მათი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ ის მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს. მოვიდნენ, ისაუბრონ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და კი ბატონო, მაგრამ როცა გამოდიან პოლიტიკური მოთხოვნებით, ეს მგონია, რომ არ არის მაინცდამაინც მათი საქმე.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved