• რეკლამა
  • კონტაქტი
07:33, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მახსოვს, 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ბურჯანაძეს გულისხმობთ?”

ალია ავტორი - ალია
17:22 05-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

“არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით”, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს “პირველი არხის” კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა.

„რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ?
თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც, ფაქტობრივად, იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები.

თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და, შესაბამისად, დასჯილი“

წყარო: 1TV.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved