• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანე ჩხაიძე – დღეს, ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი – გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი

ალია ავტორი - ალია
11:13 01-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით – თუ პედიატრიულ სტაციონარებს გადავხედავთ, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აქვს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, დღეს, ქვეყანაში ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადებების უკან გრიპის ვირუსი დგას.

„დღეს, ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი. მოცირკულირე ვირუსებს შორის ყველაზე მძიმეა გრიპი.

გართულებებით მიმდინარეობა ყველაზე მეტად გრიპს ახასიათებს, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ ყოველ კვირეულად გრიპის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. პრაქტიკულად, ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადების უკან გრიპის ვირუსი დგას.

გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. ასევე მაღალია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება. შედარებით ცოტა არის H3 ტიპის ვირუსი. ყველამ, ვინც გაიკეთა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, ამ ვაქცინის შემადგენლობაში 2 იყო A ტიპის ვირუსი, კერძოდ H1 და H3, ხოლო 2 „ბე“ ტიპის ვირუსი. ზუსტად დაემთხვა ვაქცინების შემადგენლობა იმ ვირუსების ცირკულაციას, რაც ქვეყანაშია. ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებში, ვინც აცრა გაიკეთა, ვაქცინა მაღალეფექტური იქნება, დაცვის ხარისხი და გართულებების თავიდან აცილების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება.

რაც შეეხება კლინიკურ სექტორს, როდესაც საუბარია გრიპის შემთხვევების მატებაზე, მხედველობაში გვაქვს შემთხვევები, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ტიპის ვირუსები. ცხადია, უფრო მეტად გაზრდილია სტაციონარული მიმართვა. თუ პედიატრიულ სტაციონარებს გადავხედავთ, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აქვს. ასევე გაზრდილია იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვების ანთება აქვს. ასეა იაშვილის კლინიკაში, პრაქტიკულად გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით. ამ პაციენტებს შორის 40% არის ფილტვების ანთებით მიმდინარე, რაც ნიშნავს რომ გრიპის ვირუსი დგას ამ შემთხვევების უკან. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, შეგვიძლია არამარტო პრევენცია, არამედ სპეციფიკური ანტივირუსული საშუალების „ოზელტამივირის“ გამოყენება, რომლის პრაქტიკაც 15 წელია გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება მალე იყოს დაწყებული იმ პაციენტებში, სადაც დაავადების გართულების ალბათობა მაღალია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მაღალი რისკის ჯგუფებმა სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარონ, ამასთან იმყოფებოდნენ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობაა მიზანშეწონილი.

„მაღალი ტემპერატურის, სახსრების ტკივილის დროს სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებაზე ვიყოთ ორიენტირებული. მაქსიმალური აქცენტი უნდა იყოს სითხის დამატებით მიღებაზე, უმჯობესია თბილი სითხეები. კატეგორიულად მიუღებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, მას მხოლოდ შეუძლია სხვადასხვა გართულების გამოწვევა უამრავი გვერდითი მოვლენის გამო. გრიპის ვირუსის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 0-ის ტოლია“,-აღნიშნა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved