• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა სახსრები ამოგვეწურა, ქირას ვერ ვიხდით, საჭმლის ფულიც არ გვაქვს, ვის მივმართოთ?” – სტუდენტები

ალია ავტორი - ალია
15:58 05-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

21 წლის მაიკო ჩხეტიას უწევს დაცალოს დაქირავებული ბინა, რომელშიც ორ წელიწად-ნახევარი იცხოვრა – ის ვეღარ იხდის ქირის საფასურს, 350 ლარს. ნათესავის კუთვნილი მეორადების მაღაზია, სადაც მაიკო მცირე შემოსავალს იღებდა, მარტში დაიკეტა. კიდევ უფრო ადრე დაიკეტა ე.წ. საზღვარი აფხაზეთთან, რომლის გავლითაც გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მშობლები მაიკოს და მის პირველკურსელ დას პროდუქტებსა და ფულს უგზავნიდნენ.

“საჭმელიც რომ აღარ გვქონდა, მამიდაშვილმა შეგვიფარა. ახლა ნათესავების იმედად ვართ” – ამბობს ის.

სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სწავლის გადასახადს, 2 250 ლარს, საქართველოს სახელმწიფო უფინანსებს. საცხოვრებელ ხარჯებს სტუდენტები თავად ფარავენ.

აფხაზეთში შესვლა-გამოსვლა დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვალს აკრძალა. დღეს, ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა 242 სტუდენტი ოკუპირებული რეგიონიდან – ისინი, ვინც ვერც სახლში წასვლა მოახერხა და ვერც ოჯახის დახმარებას იღებს. სახელმწიფომ მათ ერთჯერადი დახმარება გაუწია საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის ნივთებით.

“აბსოლუტურად ყველანაირი ფინანსების გარეშე დავრჩით”, – ამბობს მესამეკურსელი ელენე გოგოხია. სოხუმის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გლობალურ პანდემიამდე სასტუმროში მუშაობდა. სასტუმროს დახურვის შემდეგ, ელენემ და თავისმა დამ მარკეტში სცადეს მუშაობის დაწყება. შემდეგ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდა და დებმა მარკეტში მუშაობა შეწყვიტეს.

“გალში მამაჩემი მუშაობს მხოლოდ და მისი სამსახურიც დაიხურა. თანხის გამოგზავნის საშუალება იყო, მაგრამ მშობლები თვითონაც ვერ მუშაობდნენ”.

ელენე გოგოხია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართა და მსგავსი ფინანსური პრობლემების პირისპირ დარჩენილი 100-მდე გალელი სტუდენტის კონტაქტებიც შეაგროვა და სხვადასხვა უწყებას მიაწოდა. ელენემ ერთი თვის ქირის ფულის გადახდა შეძლო, თუმცა არა სახელმწიფოს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების, ნაცნობებისა და მეგობრების დახმარებით.

“ახლა თანხა, დახმარებები, ყველაფერი ამოგვეწურა და არ ვიცით, ვის მივმართოთ, როგორ ვითხოვოთ დახმარება. იმედი გვაქვს, რომ ქირის ფულს მაინც გამოგვიყოფენ, საჭმელზე კიდევ რამეს ვიზამთ”, – ამბობს ის.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი ამბობს, რომ გალელი სტუდენტების დასახმარებლად დიდი თანხა არაა საჭირო.

“მათ აქვთ დაქირავებული დაბალფასიანი ბინები და ერთად ცხოვრობენ, ხშირ შემთხვევაში. ჩემი პირადი ხედვაა, გარკვეული სტიპენდიების დანიშვნა ამ სტუდენტებისთვის. თუნდაც მანამდე, სანამ ეს კრიზისული პერიოდი გაივლის. თვეში 200 ლარიანი სტიპენდიაც კი ამ ახალგაზრდებს პრობლემას გადაუწყვეტდა”, – ეუბნება ბენდელიანი რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: “ერთჯერადი დახმარებები, რასაც ინდივიდუალური პირები ან სამოქალაქო სექტორი იჩენს, მისასალმებელია, მაგრამ არასაკმარისი”.

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აფხაზეთის მთავრობა დაეხმარა სოციალურად დაუცველ 31 სტუდენტს. ქირისგან გაათავისუფლეს სტუდენტურ საცხოვრებელში მცხოვრები 7 სტუდენტი.

დანარჩენი ასობით სტუდენტის ბინის ქირის საკითხზე კი, ნონა შონიას თქმით, “მიმდინარეობს მუშაობა”.

“რადიო თავისუფლება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved