• რეკლამა
  • კონტაქტი
22:37, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავ რამაზან ბაირამის დღესასწაულს”

ალია ავტორი - ალია
00:24 05-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა:

„ჩვენთვის პატივია, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს მივულოცოთ რამაზან ბაირამის დღესასწაული.

ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია გვაქვს.

ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და საუკუნეების განმავლობაში ასე იყო, ყველა ვემსახურებით ამ ქვეყანას და რაც მთავარია, პატივს ვცემთ ჩვენს რწმენას, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, კიდევ ერთხელ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს – რამაზან ბაირამს.

მინდა გისურვოთ, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი – ზოგმა პატარა, ზოგმა – დიდი, შევიტანოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერაში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი ნიშანი იყოს ჰარმონია – ჰარმონია ყველაფერში, კულტურებს შორის, რელიგიებს შორის, თანაცხოვრებისას, ეს არის ის, რაც შეგვიძლია, მსოფლიოს ვასწავლოთ.

ეს არის ის, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სხვადასხვა რწმენის ადამიანი თანაცხოვრობდეს, ერთ საქმეს აკეთებდეს, ერთ სახელმწიფოს ემსახურებოდეს და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნავდეს.

საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად“

სრულიად საქართველოს მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის ბოლო წლებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. დემოკრატიის ხარისხი იზრდება. დღეს უფლებრივი მდგომარეობაც გაცილებით განვითარებული და მაღალ დონეზეა, რისთვისაც ყველანი ერთობლივად მადლობელი ვართ.

მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღე – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე.

მუსლიმები ყოველთვის ვიდექით ამ ქვეყნის გვერდით“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved