• რეკლამა
  • კონტაქტი
16:00, პარასკევი, 1 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ქნა ეს ალიევმა? – ოპოზიციამ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტოს ავტორიტარიზმის მხარდაჭერა საქართველოში” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
21:49 01-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40,840
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
დღეს ალიევი სომხეთის სრული განადგურებით დაიმუქრა. გამოიყენა ტერმინი “ფაშისტური რეჟიმი”, რომელიც დედასამშობლოშიც ფართოდ არის გავრცელებული და რუსეთის საამებლად გამოიყენება (პუტინს აქვს ფეტიში “სამამულო ომის” მეხსიერებაზე).
რატომ ქნა ეს ალიევმა?
1. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი ამერიკასთან აწერს ხელს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. ალიევმა რუსებს უთხრა, რომ აგერ ვარ მე, ისევ გამომიყენეთ ამათ დასასჯელადო. რუსეთისადმი მაამებლობა იმ ფონზე, რომ რუსებმა თვითმფრინავი ჩამოუგდეს, ძალიან საეჭვო ფაქტია. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს შეიძლება იმის მანიშნებელია, რომ მართლა აპირებს გააქტიურებას და თვითმფრინავის ამბავსაც მომდევნო აგრესიაზე თვალის დახუჭვაში გამოუქვითავს?
2. ტრამპის განცხდებამ გრენლანდიის, პანამის და კანადის თაობაზე ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმისთვის, რომ თურმე შეიძლება მეზობლებს ასე ელაპარაკო. ტრამპის მერე ალიევი ვის უნდა გაუკვირდეს?
3. ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, ალიევს ჰქონდა არჩევანი – სომხეთისგან შეექმნა პარტნიორი ან შეენარჩუნებინა მტერი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მან მეორე აირჩია. საკუთარი ლეგიტიმაციისთვის, ავტორიტარულ რეჟიმებს მუდმივად სჭირდებათ მტრის ხატები;
4. ნეოოტომანისტ ერდოღანს ოდითგან სურს თურქეთის გავლენების აღდგენა იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე.
სირიაში ერდოღანის წარმატების შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ლიბიაში იგივეს გამეორება. ძველი ოტომანიზმი გამორიცხავს დამოუკიდებელი სომხეთის არსებობას. ამიტომ, სირიისა და ლიბიის შემდეგ, შეიძლება ისევ სამხრეთ კავკასიას დაუბრუნდეს სულთანი და ალიევი ამისთვის ამზადებს ნიადაგს;
5. ბოლო წლის მანძილზე დრამატულად არის გაზრდილი სომხეთის სამხედრო ხარჯები, რადგან მან იგრძნო, რომ რუსეთის უსაფრთხოების ქოლგა არ ახურავს და საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. სამხედრო შესყიდვები აქვს ფაშინიანს გახურებული. ამ პროცესის დროზე შეჩერება უნდა და ამიტომ იმუქრება ალიევი;
6. ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, ალიევს აქვს განცდა, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ლიდერი სახელმწიფოა. საქართველოში დიქტატურის დამყარებას და მის უმცროს პარტნიორად ჩამოლაბორანტებას ეხმარება, ხოლო სომხეთს განადგურებით ემუქრება. გულწრფელად რომ ვთქვათ, მას აქვს ამის საფუძველი: რეგიონში ყველაზე დიდი მოსახლეობა, ყველაზე დიდი არმია, ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯი, ყველაზე დიდი ეკონომიკა, ყველაზე მეტი ბუნებრივი რესურსი, ყველაზე დიდი მფარველი (თურქეთი);
ვთქვათ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო აირია საერთაშორისო ურთიერთობები, ნორმალიზდა საგარეო აგრესიები, რისი ნიშნებიც გვაქვს, ალიევმა კიდევ ერთხელ გადაუარა სომხეთს და ერთ დღესაც განაცხადა “ბორჩალი აზერბაიჯანდირ!” (ბორჩალო, ანუ ქვემო ქართლი, აზერბაიჯანიაო), მერე რას ვშვებით?
საქართველოს რეგიონში ყავს ყველაზე პატარა არმია, აქვს ყველაზე მცირე სამხედრო ხარჯი, გამოცდილი ოფიცრების მოზრდილმა ნაწილმა დატოვა შეიარაღებული ძალები. ასეთ გარემოში ტიტუშკა ბუბუკა დაგვიცავს, ტრენაჟორების დარბაზებიდან გამოყვანილი მოჭიდავეები თუ ხალხის მარბიელი რობოკოპები?
კვლავ ვიმეორებ, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს პირველ ეტაპზე რბილი განცხადება, რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტოს ავტორიტარიზმის მხარდაჭერა საქართველოში.
რა მოხდება თუ საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ ქმედებას არ შეწყვეტს ალიევი? მოგეხსენებათ, სომხურ დიასპორას ყავს ძალიან გავლენიანი ჯგუფები ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. სომხეთი ყელამდე არის დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებით. თუ ალიევი საქართველოში ავტორიტარიზმის სასარგებლოდ იმოქმედებს, მეგობარი სომხური ჯგუფები იმოქმედებენ დემოკრატიის მხარდასაჭერად სხვადასხვა დედაქალაქებში. ალიევმა უნდა იცოდეს, რომ მის ქმედებას გადასახდელი ფასი ექნება.
იმედია, ამას ის ხალხიც კითხულობთ, მათ შორის პარტიებიდან, ვისაც ხელი მიუწვდება დასავლელ პარტნიორებთან და დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სომხურ გავლენის ჯგუფებთან.

“რუსეთის გარდა, არჩევნებში „ოცნების“ სასარგებლოდ ირანი და აზერბაიჯანი ერეოდნენ” – თორნტონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  სრულად განთავსდა
ახალი ამბები

“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა

13:15 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved