• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბასილაშვილი შეუდარებელი სპორცმენია… სპორტცმენია… სპორტსმენია!” – დეპუტატის სამი მცდელობა

ალია ავტორი - ალია
20:39 05-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ნიკა ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილმა სკანდალმა, დაგვანახა რამდენმა იცის, როგორ იწერება სწორად სიტყვა – სპორტსმენი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის პოსტის სქრინები, სადაც ის ბასილაშვილს ერთ პოსტში ორჯერ ეძახის სპორცმენს…

“ალიამ” გადაამოწმა წილოსანის გვერდი, მას მართლაც უდევს ბასილაშვილზე პოსტი, რომელიც 4 ჯერ აქვს რედაქტირებული.

პირველ ვარიანტში ორჯერ წერია სპორცმენი…

მეორე ვარიანტში – ერთგან “ჩასწორებული” აქვს და უწერია სპორტცმენი და იგივე პოსტის ბოლოს ისევ სპორცმენი წერია.

პოსტი გუშინაა დაწერილი და იგი ბოლოს ერთი საათის წინ დააკორექტირა დეპუტატმა.

პოსტი ახლა ასე გამოიყურება:

“ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლის გადაწყვეტილებამდე ვფიქრობ ყველაზე სწორი იქნება შევწყვიტოთ თემაზე დისკუსია

რატომ? ერთის მხრივ, ქალის მიმართ ძალადობის ძალიან მგრძობიარე თემაში სავარაუდო მოძალადის მიმართ ჩვენი სიმპატიები გარკვეულწილად სუბიექტურებს გვხდის და ამ განწყობით ნებისმიერი არასწორი განცხადება სტერეოტიპებს, განწყობებს და საზოგადოებაში გავრცელებულ დამახინჯებულ წარმოდგენებს კიდევ უფრო აძლიერებს. მეორეს მხრივ, კი სასწორზე ჩვენი ქვეყნის წარმატებული და ყველასათვის საამაყო სპორტსმენის რეპუტაციაა.

როცა ყველაფერი გაირკვევა? ზუსტად გვეცოდინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სად უნდა ვიდგეთ.

იქამდე? გვახსოვდეს რომ ქალთა მიმართ ძალადობა მიუღებელია, თითოეული შესაძლო ძალადობის ფაქტის რომანტიზირება კი პოტენციურ მოძალადისთვის წამახალისებელი! ნიკოლოზ ბასილაშვილი შეუდარებელი სპორტსმენია!
და ბოლოს, ეს ორი ფაქტი ერთმანეთს არ გამორიცხავს.”

გაგვახსენდა, წილოსანის გასული წლის პოსტი, სადაც ის წერდა, როგორ თანაშემწეს ეძებდა:

“ფუნქციები:

• პარლამენტის წევრის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი შეხვედრების შესახებ;
• საქმიანი შეხვედრების ორგანიზება;
• მივლინებების ორგანიზება;
• საქმიანი მიმოწერის უზრუნველყოფა;
• დოკუმენტების თარგმნა;
• კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
• საქმისწარმოების სპეციალურ პროგრამაში შემოსული დოკუმენტების გაცნობა, დამუშავება, პასუხების მომზადება და გაგზავნა;
• შემოსული განცხადებების (წერილობითი, ზეპირი, სოციალური ქსელების და ელ.ფოსტის) აღრიცხვა, იდენტიფიცირება და შესაბამის ფორმატში რეაგირება;
• იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად და, პარლამენტის წევრის სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, სხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;
• მოქალაქეთა ადვოკატირება;
• მოსახლეობასთან შეხვედრებში / მაჟორიტარის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრებში აქტიური ჩართულობა და საკითხების/იდეების ინიცირება;
• მაჟორიტარი დეპუტატის პროექტებში აქტიური ჩართულობა;
• მაჟორიტარის ბიუროსთან კოორდინაცია;
• პარლამენტის წევრის ოფიციალური Facebook-გვერდის ადმინისტრირება.

➡ ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზატორული უნარები;
• ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები);
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• საოფისე პროგრამების (Ms. Word , Ms Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.”

მაშინ, ბევრმა თქვა, რომ წილოსანი მონას ეძებს…

როგორც ჩანს, მონა არაფერ შუაშია, მართლა სჭირდება ასეთი თანაშემწე…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved